x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ძლიერი ნიღაბი სამი ერთში: მკვდარ უჯრედებს აშორებს, ატენიანებს და კვებავს! 20 წუთში 10 წელი მოიშორეთ
თითოეული ქალის სილამაზის რიტუალი განსხვავებულია. დღეს ვთავაზობთ ნიღბის რეცეპტს მათ, ვისაც დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვთ.

ბანანის და თაფლის ნიღაბი კარგ ვარიანტს წარმოადგენს. ის კანის დასატენიანებლად, უჯრედების გამოსაკვებად და გასაახალგაზრდავებლად გამოგადგებათ.

image

ბანანი ბევრ სასარგებლო ვიტამინებს შეიცავს. დამტკიცებულ იქნა, რომ ზოგიერთი ვიტამინი კანისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა.


მკვებავი ნივთიერებების უმეტესობას კანი სისხლიდან იღებს, მაგრამ ზოგიერთის შეწოვა გარედან ხდება. კანის ზედა ფენა მკვდარი უჯრედებისგან შედგება, რაც კანს ინფექციებისა და მავნე ქიმიური ნივთიერებებისგან იცავს.

თუმცა მკვდარი უჯრედები ნიღაბში არსებული ვიტამინების ათვისებას ხელს უშლის. სწორედ ამიტომ, კანის აქერცვლა ნებისმიერი ნიღბის გამოყენების პირველი ეტაპი უნდა იყოს.

მეორე მხრივ, კვლევამ აღმოაჩინა, რომ C ვიტამინი კანში კარგად იწოვება. სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია ნიღაბს დაუმატოთ ფორთოხლის წვენი, კივის რბილობი, მარწყვი, ფორთოხალი და გარგარი, რომ C ვიტამინის ათვისებას ხელი შეუწყოთ.

ამ ნიღბის გამოყენების შემდეგ კანი ღრმად გამოკვებილი, დატენიანებული იქნება და ბუნებრივ ბზინვარებას შეიძენს.

ნიღბის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

½ მწიფე ბანანი

1 კოვზი თაფლი

1 ჩ/კ ფორთოხლის წვენი

უბრალოდ ყველა ინგრედიენტი აურიეთ.

შემდეგ ნიღაბი სუფთა სახეზე 15-20 წუთით წაისვით. ნიღბის წასმამდე სახე ნატურალური საპნით დაიბანეთ და მაკიაჟის ნარჩენები მოიშორეთ. საუკეთესო შედეგის მისაღწევად შეგიძლიათ შინაურული რბილი სკრაბები გამოიყენოთ, რომ კანს მკვდარი უჯრედები კარგად მოაშოროთ.

ცივი წყლით ჩამოიბანეთ და ქოქოსის ან ნუშის ზეთის თხელი ფენა წაისვით.


ასევე დაგაინტერესებთ:

ყოველდღე ვაშლის ძმრით დაიბანეთ და ნახეთ მე-5 დღეს რა მოხდება

image

მაგნიუმის სულფატი: მოგაშორებთ თმის ცვენას, აკნეს, სახსრების ტკივილს და არა მხოლოდ

image

დერმატოლოგი ვარ და მხოლოდ 1 მეთოდი ვიცი ყავისფერი ლაქების მოსაშორებლად

image

მუდმივი ახალგაზრდობის კრემი. ნაოჭები გაქრება და სახის ოვალი 20 წლის გოგოსავით გექნებათ

image

ცნობილი თურქული ნიღაბი: აი, რას იყენებდნენ სულთნის ცოლები სილამაზისთვის

image

9 უსარგებლო კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებზე ფული ტყუილად დახარჯეთ

image

კანის დაჭიმვა და ნაოჭების შემცირება ბოტოქსის გარეშე - ეს რეცეპტი დაგეხმარებათ

image

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
289
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
289