x
პლიტიკური პროგნოზებით CICD-ის თავმჯდომარე ლაშა ბოდაველი



“ნულოვანი ბარიერით ჩატარებულ პროპორციულ არჩევნებში თეორიულადაც კი დაუშვებელია, რომ რომელიმე პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღოს. ამჟამინდელი პარლამენტარების ახალი ძალებით ჩასანაცვლებლად ეს საუკეთესო შანსია, მაგრამ, ვფიქრობ, რომ არც მაჟორიტარული და არც პროპორციული სისტემა, ნულოვანი ბარიერით, საქართველოს მოდელისთვის მომავალში მომგებიანი არ იქნება"- აცხადებს CICD-ის თავმჯდომარე ლაშა ბოდაველი და ხაზს უსვამს, რომ 2020 წლის შემდეგი არჩევნებისთვის საკონსტიტუციო ცვლილების შეტანა გაჭირდება ამ საკითხზე, ამიტომ უმჯობესია ახლავე დავფიქრდეთ რამდენად მისაღებია ნულოვანი ბარიერის მუდმივად დამკვიდრება.


მისი თქმით შემოთავაზებულ სისტემაზე გადასასვლელად, საკონსტიტუციო ცვლილებისთვის, საჭიროა ოპოზიციური ძალების ხმებიც და ასეთ შემთხვევაში 2020 წლის პარლამენტი მრავალი პარტიით დაკომპლექტდება. ჩნდება საფრთხე, რომ შესაძლოა გამარტივებული პროცესებით პარლამენტში მოსახვედრად მარგინალურმა ძალებმაც ისარგებლონ, რაშიც ინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის თავმჯდომარე გამოსავალს საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობაში ხედავს, სხვადასხვა ძალებისთვის პოლიტიკური ნიღბების ჩამოსახსნელად.

ყველაფრის მიუხედავად პროპორციულ სისტემაში ჩნდება იმედი, რომ საზოგადოება ერთმანეთის “ნაცებად" და “ქოცებად" დაყოფას გადაეჩვევა, რაც დადებითი ფაქტია - აღნიშნავს ლაშა ბოდაველი

0
3
2-ს მოსწონს
ავტორი:ლაშა ბოდაველი
ლაშა ბოდაველი
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0