x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მოემზადეთ ცვლილებებისთვის- რას გვიმზადებს 2 ივლისის დაბნელება?
მზის დაბნელება- ადამიანებს უხსოვარი დროიდან ეშინოდათ ამ მოვლენის. მას აპოკალიფსს და სხვა უბედურებებს უკავშირებდნენ და იმალებოდნენ, ზოგჯერ საცხოვრებელ ადგილსაც კი იცვლიდნენ.

2019 წლის 2 ივლისს მზის დაბნელება გველის, რომელიც კიბოს სახლში მოხდება. ზოგადად, მზის დაბნელება წამოწყებებს და სიახლეებს უკავშირდება, მაგრამ ამჯერად აჩქარება არ ღირს, რადგან კიბო ძალიან ფრთხილი ნიშანია. აუცილებელია ყველაფერი გულმოდგინედ მოიფიქროთ სანამ რაიმე სიახლეს წამოიწყებთ ბიზნესში, სამსახურსა თუ პირად ცხოვრებაში.imageდაბნელების პერიოდში, რომელიც დაბნელებამდე სამი თვით ადრე შეიგრძნობა და დაბნელებიდან ასევე სამი თვის განმავლობაში გასტანს, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ამ დღის ენერგია ძალიან ძლიერია- ჩვენმა აზრებმა, ქცევებმა და სიტყვებმა შესაძლოა მომდევნო 12 თვის ცვლილებების გეგმას ჩაუყარონ საფუძველი.

ხოლო თუ რას უნდა ველოდოთ 2 ივლისის მზის დაბნელებისგან, ავსტრალიელი ასტროლოგისგან ანჟელა პერლისგან შევიტყობთ:

1.ვერძი


ვერძებისთვის ეს დაბნელება მე-4 სახლში მოხდება, რომელიც ოჯახს და თანაცხოვრებას უკავშირდება. სწორედ ამიტომ, მაქსიმალური ყურადღება დაუთმეთ ოჯახს. შესაფერისი დროა, რომ გულახდილად დაელაპარაკოთ ახლობლებს და თუ რამე წყენა გაქვთ აპატიოთ. გაჩნდება სიმშვიდის, უსაფრთხოების და ჰარმონიის შეგრძნება. კარგი დროა საცხოვრებლის შესაცვლელად, ბინის რემონტისა და დიზაინის გასაახლებლად.

image

2.კურო

გააქტიურდება მესამე-ურთიერთობებისა და კონტაქტების სახლი. ისეირნეთ უფრო მეტი, გაიცანით და კონტაქტი იქონიეთ უფრო მეტ ადამიანებთან. ამავდროულად, კარგი დროა, რომ ნაცნობების წრეს გადახედოთ და გაარკვიოთ რომელი ადამიანები გჩუქნიან სასიამოვნო ემოციებს და რომლები-ცუდს.

შეეცადეთ გამორიცხოთ თქვენი ცხოვრებიდან ასეთი ტოქსიკური ადამიანები და ამით თქვენი ენერგია დაზოგოთ. ყურადღებით მოეკიდეთ თქვენს ფიქრებს, შესაძლოა საინტერესო იდეა მოგივიდეთ თავში, რომლის რეალიზების შემთხვევაში კარგ ფულად შემოსავალს მიიღებთ.

image

3.ტყუპები

ტყუპებისთვის ეს დაბნელება ფინანსების და ფულის სახლს გაააქტიურებს. შესაძლოა ფულადი დახმარება მიიღოთ ახლობლებისგან, მაღალანაზღაურებადი სამსახური გამოგიჩნდეთ ან დაგაწინაურონ.

კარგი დროა სახლის, ავტომობილის და ფასიანი ქაღალდების შესაძენად. ეს დაბნელება ტყუპებს ახალ ცხოვრებისეულ ეტაპს უქადის, რომელსაც სიხარულით შეხვდებიან.image

4.კიბო

ამ პერიოდში კიბოები სრულიად კონცენტრირდებიან საკუთარ თავზე. კოსმეტიკური პროცედურები, გარეგნობასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები-ეს ყველაფერი მაქსიმალურად წარმატებით ჩაივლის.

კიბოები შეიცვლებიან, როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად. ეს კი სასიკეთოდ აისახება სამომავლო მოვლენებზე. კარგია ნებისმიერი წამოწყება. თამამად წადით წინ, წარმატება თქვენს მხარესაა.

image

5.ლომი

კარგი დროა საკუთარი თავის შესაცნობად. რაღაც ძველი და უსარგებლო მეორე პლანზე გადაინაცვლებს. კარგია გაწმენდა, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. დაიცავით დიეტა, წადით სპა-სალონში, ისწავლეთ მედიტაცია. დატკბით წუთით-აქ და ახლა!

თუ საკუთარ თავს არ დაივიწყებთ და თქვენს ჭეშმარიტ მოთხოვნილებებს შეიგრძნობთ, სულიერ ჰარმონიას მიაღწევთ. ცხოვრებას სხვა თვალით შეხედავთ და ახალ იდეებს და შესაძლებლობებს აღმოაჩენთ, რომელთაც ადრე ვერ ამჩნევდით.

image

6.ქალწული

ქალწულები თავს საზოგადოების მნიშვნელოვან წევრად იგრძნობენ.პარტნიორები და ახლობლები თქვენს ახალ წამოწყებებს მხარს დაუჭერენ, განსაკუთრებით ისეთს, რომელიც სწავლას, ახალი ცოდნის შეძენას და პატარა მოგზაურობებს ეხება.

მარტოხელა ქალწულები შესაძლოა ფლირტის ობიექტს შეხვდნენ.სერიოზულ ურთიერთობებში გადაზრდას კი თქვენი ცრურწმენები შეუშლიან ხელს. ამიტომ, შეეცადეთ ადამიანი უპირველესად მისი საქმეებით შეაფასოთ.image

7.სასწორი

ამ პერიოდში სასწორებზე გავლენას მოახდენს კარიერის, სტატუსის და მიზნების სახლი. შესაძლოა სამსახური შეიცვალოთ, გაცილებით მაღალანაზღაურებად სამსახურში გადახვიდეთ, ან სულაც სამსახურის გრაფიკი და რეჟიმი შეიცვალოთ.

სტატუსის შეცვლა კი შეიძლება ნიშნავდეს:პენსიაზე გასვლას, ხელის თხოვნას, ფეხმძიმობას... ნებისმიერ შემთხვევაში ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

image

8.მორიელი

ამ პერიოდში ბევრი მორიელი თავს ისე იგრძნობს, თითქოს სრულ ქაოსში ჩაიძირნენ. რთულ იქნება რამის დაგეგმვა, დროულად მოსწრება. მოლაპარაკებები შესაძლოა თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ჩაიშალოს.image

9.მშვილდოსანი

მშვილდოსნებს ამ პერიოდში ხელსაყრელ წინადადებას შესთავაზებენ სამსახურში. შანსი გაქვთ საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინოთ და საკუთარი თავი საუკეთესო კუთხით აჩვენოთ უფროსობას. თუმცა, ამას მაშინვე ვერ შენიშნავენ, ამიტომ მოთმინებით აღიჭურვეთ.

სიყვარულს და გარშემომყოფებთან ურთიერთობას რაც შეეხება, შესაძლოა სირთულეები, თუმცა არა თქვენი მიზეზით. ბედი თქვენი ურთიერთობის სიმტკიცის გამოცდას აპირებს ამ გზით. არ ღირს წუხილი იმაზე, რომ ვიღაც თქვენი ცხოვრებიდან წავიდა.image

10.თხის რქა

გააქტიურდება მე-7 სახლი, რომელიც ურთიერთობების სახლია და თქვენს ქორწინებას სიმტკიცეზე გამოსცდის. გახსოვდეთ, რომ ვერავითარი დაბნელება ვერ დაანგრევს მჭიდრო და ჰარმონიულ კავშირს. შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში ადამიანი გამოჩნდეს, რომელიც რომანტიკას და კარგ განწყობას შემოიტანს.

თუ შემოსავალი და სამსახური არ გაკმაყოფილებთ, დროა მათ შეცვლაზე იფიქროთ.image

11.მერწყული

დროა ჯანმრთელობას მიხედოთ. გაიარეთ გამოკვლევა, მასაჟის კურსი, წადით სანატორიუმში. გახსოვდეთ, სწორი კვება და კარგი ძილი ბევრი დაავადების მკურნალია.

შესაძლოა მცირე ცვლილებები საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში. გახსოვდეთ, რომ ასეთ ურთიერთობებში ორი ადამიანის აზრს აქვს მნიშვნელობა და არა ერთისას.

image

12.თევზები

თუ დასაოჯახებელი ხართ, რაც შეიძლება მალე წადით ზღვაზე. სრულიად შესაძლებელია, რომ თქვენი საკურორტო რომანი მალე სერიოზულ გრძნობაში გადაიზარდოს.

თუ ფორმაში ჩადგომა გინდათ-დაიწყეთ მცირედით:დილის ვარჯიშებით, გადახედეთ კვებიას... მთავარია დიდხანს არ იფიქროთ და იმოქმედოთ, თორემ მომენტს ხელიდან გაუშვებთ.

image


0
3204
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
3204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0