x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვინ იყო ჩერნობილის ერთადერთი შავკანიანი ლიკვიდატორი
imageამერიკულ-ბრიტანული მინი-სერიალის "ჩერნობილის", რომელმაც პოპულარობის მხრივ ყველა დროის რეკორდი მოხსნა, საზოგადოების განსჯის საგანი გახდა მთელს მსოფლიოში, ალბათ გახსოვთ, რომრიტანელმა სცენარისტმა კარლა მერიმ twitter-ზე დაწერა პოსტი, რა დროსაც პროტესტი გამოთქვა იმის გამო, რომ სერიალში შავკანიანი მსახიობები არ თამაშობენ, მისი პოსტი მთელს მსოფლიოში გავრცელდა, იმდენი დასცინეს და იხარხარეს ბრიტანელი სცენარისტის უვიცობაზე, რომ ახალგაზრდა ქალი იძულებული იყო დაეხურა გვერდი.


თუმცა როგორც გაირკვა იყო ერთადერთი შავკანიანი ახალგაზრდა, რომელიც პრიპიატში სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, ვინ იყო იგი და როგორ მოხვდა იქ?

image

მისი სახელი და გვარი არის იგორ ხირიაკი და ცხოვრობს ქალაქ ჩერეპოვეცში.



დაიბადა 1967 წელს, 10 წლიდან ცხოვრობდა ჩერეპოვეცში(ვოლოგოდსკის ოლქი), 1985 წელს ჯარში გაიწვიეს, კერძოდ კიევში, ის მსახურობდა პონტონი-ხიდების ბრიგადაში, ჩერნობილის ავარიის დროს სამხედრო ნაწილი პრიპიატში მუშაობდა, პონტონურ ხიდებს აგებდნენ, რომ ქალაქის მოსახლეობის ევაკუაცია განეხორციელებინათ, ხირიაკს იმავე 1986 წელს სალიკვიდაციო სამუშაობზე განხოციელებული სამუშაოების გამო, სამხედრო ნაწილის უფროსმა პოლკოვნიკმა ივან იაზოვსკიმ საპატიო სიგელით დააჯილდოვა.

image

იგორ ხირიაკი, როგორც ჩერნობილის ავარიის ყველა ლიკვიდატორი, 50 წლის ასაკში პენსიაზე გაუშვეს, თუმცა იგი მაინც განაგრძობს მუშაობას მეტალურგიულ კომბინატ «Северсталь»-ში, ჰყავს მეუღლე ირინა და ვაჟი ემილი.

image

როგორც იგორის მეუღლემ ირინამ განაცხადა, მომავალი მეუღლე 13 წლის წინ სანატორიუმში გაიცნო, სადაც ის იმ პერიოდში მუშაობდა.


იგორს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, ეს შეეხება განსაკუთრებით მეხსიერებას."ხშირად ავიწყდება რაღაცეები, დროდადრო წამლებს სვამს"-აღნიშნა ირინამ.


ჩერნობილის სალიკვიდაციო სამუშაოების გახსენებისას იგორი, ძირითადად მხიარულ, კურიოზულ ამბებს იხსენებს:"18 -19 წლისები ვიყავით, ვერ ვხდებოდით და ვერც ვაცნობიერებდით რა საშიშროების წინაშე ვიყავით"-იხსენებს იგორი.

image

იგორი პირველად აღმოაჩინა გამოცემა theБабель-მა და ამის შემდეგ ნამდვილი ვარსკვლავი გახდა, უამრავმა გამოცემის კორესპონდენტმა მიაკითხა, მათ შორის BBC-მ.

image

ახლა ყველაზე მთავარი, ალბათ რაც გაინტერესებთ.იგორ ხირიაკის გენეოლოგია-შავკანიანი ჩერეპოვეცში, ალბათ იფიქრებთ მისი მშობელი აფრიკის კონტინენტიდან იყვნენო, მაგრამ არა, საოცარი ისაა, რომ იგორს დედაც და მამაც თეთრკანიანი ჰყავდა.

image

"დედის მხრიდან ჰყავდა მუქკანიანი წინაპრები, მაგალითად პაპამისის ფოტოები გვაქვს ფრონტიდან, სადაც მას მუქი კანის ფერი და ხუჭუჭა თმა აქვს, მისი დიდი პაპაც შავკანიანი იყო და მეტსახელად "ბოშას" ეძახდნენ, მღვდელი ყოფილა, ამბობენ მის ოჯახს პუშკინთანაც კი ჰქონდა ნათესაური კავშირიო" -აღნიშნა ირინამ.


0
186
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
186
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0