x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რეზინის ტყვიით თვალის დაკარგვისთვის ესპანეთში მამაკაცს 200 000 ევროიანი კომპენსაცია ერგო

image
იტალიელ ნიკოლა ტანოს 2010 წელს ბარსელონაში ადგილობრივი სამართალდამცველების ნასროლი რეზინის ტყვია მოხვდა, რის შედეგადაც ცალი თვალი დაკარგა. 2016 წელს კატალონიის რეგიონულ მთავრობას მოუწია, დაზარალებულისთვის კომპენსაციის სახით 200 ათასი ევროიანი კომპენსაცია გადაეხადა.


ინციდენტი ესპანეთის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვების აღნიშვნისას მოხდა ბარსელონაში. კომპენსაციის სანაცვლოდ, დაზარალებულმა სასამართლოდან სარჩელი გამოიტანა, რომლითაც დამნაშავე სამართალდამცველის პოვნასა და დასჯას ითხოვდა.


ინციდენტის შემდეგ ნიკოლა ტანო აქტიურად ჩაერთო კამპანიაში რეზინის ტყვიების გამოყენების წინააღმდეგ და შედეგად, კატალონიის პარლამენტმა ისინი 2014 წელს აკრძალა.



მომხდარის შემდეგ დაზარალებულს კატალონიის მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა წერილი მისწერა, სადაც ბოდიშს უხდიდა:



“დარწმუნებული ვარ, რომ იმ შეთანხმების მიუხედავად, რაზეც საბოლოოდ მოვრიგდით, ჩვენ ვერასდროს შევძლებთ აგინაზღაუროთ ის ზარალი, რაც მოგადგათ” - წერდა კატალონიის შინაგან საქმეთა მინისტრი.


ესპანეთში ანალოგიური შემთხვევა ორი წლის შემდეგაც მოხდა, როცა 2012 წელს დემონსტრაციისას პოლიციის ნასროლი რეზინის ტყვიით ესტერ კუინტანამ მარცხენა თვალი დაკარგა. 2015 წელს ქალმა კატალონიის მთავრობისგან 260 ათასი ევრო მიიღო კომპენსაციის სახით.

0
211
2-ს მოსწონს
ავტორი:საინტერესო ინფორმაცია
საინტერესო ინფორმაცია
211
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0