x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
რა მეტსახელებით მოიხსენიებენ ქართველ პოლიტიკოსებს
image

უხსოვარი დროიდან კაცობრიობა ცნობილ ადამიანებს მოიხსენიებდა მეტსახელებით, რომელიც ასახავადა საზოგადოებრივ აზრს კონკრეტული პიროვნების მიმართ, მის დამსახურებულ თუ დაუმსახურებელ საქმეებს, ქცევებს, ხასიათს, ტემპერამენტს, გარეგნულ ნიშნებს და ა.შ. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ უახლესი წარსულის და თანამედროვე პოლიტიკოსების და პილიტიკასთან დაახლოებული პირების მეტსახელებს.


დავიწყოთ საქართველოს პირველი პირებით, ყველას კარგად მოეხსენება, რომ ედუარდ შევარდნაძეს შერქვეს "თეთრი მელა" და ეს არ იყო საკუთრივ სამშობლოში შერქმეული სახელი, არამედ მეტსახელი საერთაშორისო მასშტაბით.საქართველოს ცკ-ს პირველ მდივანს ჯუმბერ პატიაშვილს "მურტალო" შეარქვეს, სატელევიზიო სპექტაკლი "კუკარაჩას" პერსონაჟთან (თემურ ბაბლუანი)მსგავსების გამო, საბჭოთა საქართველოს უკანასკნელ ცკ-მდივანს გივი გუმბარიძეს "მამადუ", ცნობილი ქართული საბავშვო გადაცემის პერსონაჟის სახელი, რომელიც 1990-იან წლების დასაწყისში გადიოდა ტელევიზიით, რაც შეეხება საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, მეტსახელი არ ჰქონდა, თუმცა მის მომხრე ქალებს(ქალები განსაკუთრებით აფანატებდნენ მასზე)ირონიულად "მხედრიონის"ალტერნატივა "-მდედრიონი" შეარქვეს.

image


მიხეილ სააკაშვილი ნამდვილი რეკორდსმენია მეტსახელების:"შადრევან პირველი"(2000-იანი წლების პირველი ნახევრის მეტსახელი, სულ შადრევნებს ხსნიდა)"ჰალსტუხიჭამია", "მაღალი" "მიხეილ უმიწაწყლო" "სააკიანი" და "სურენა"(სომხები ტრადიციას არ ღალატობენ და ამტკიცებდნენ მიშა სომეხიაო)"მიხუილო", უკრაინაში სააკაშვილს "მიხეილ ნიუსი" შეარქვეს, რადგან მუდმივად ადგილობრივ ტელევიზიებში იყო "გაჭედილი".


გიორგი მარგველაშვილს "პლასტელინა" შეარქვეს, რადგან თვითონვე განაცხადა "პლას­ტილი­ნი­ვით ვარ, , სა­დაც მი­აგ­დებ, იმ ფორ­მას იღებ­სო", მარგველაშვილს "შემოულაწუნე" შეარქვა შალვა ნათელაშვილმა, თუმცა ვერ დამკვიდრდა, სამაგიეროდ "შემოულაწუნეს" მეტსახელით ახლანდელ პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს მოიხსენიებენ.რადგან ნათელაშვილის მიერ შერქმეულ მეტსახელებზე მიდგა საქმე, ახლანდელ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს "სად ერეკლე და სად სალომე" უწოდა, თელავში ინაუგურაციის წინ, ალბათ გახსოვთ ისიც, რომ ზურაბ ნოღაიდელს "დაღლილი ვირი", ხოლო კობა ხაბაზს "აჭარელი ლუი დე ფიუნესი" უწოდა.


რაც შეეხება ქართული ოცნების ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, მასაც საზოგადოება რამდენიმე მეტსახელით მოიხსენიებს "ბიძო" "პინგვინა""ზებრიჩი" "ხეგლეჯია" "საქართველოს ფეოდალი" და სხვა


რუსთავი-2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას "პეტუხად(ან ქათამი)" და "ნაცების პროპაგანდის მინისტრად" მოიხსენიებენ სოციალურ ქსელში, ამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე ნიკა მელიას "მელას" უწოდებენ და წერენ:იშვიათად გვინახავს კაცი გვარს ასე ამართლებდესო.


აწ გადამდგარ პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს "ბურატინოს" გმირის-"პიეროს" მეტსახელით მოიხსენიებდნენ სოციალურ ქსელში, პიეროსავით ვარცხნილობის და მუდამ მოღუშული სახის გამო.

image

გუბაზ სანიკიძეს თავის დროზე "მილიონერას" და "სიზმარას" უწოდებდნენ, ამ ბოლო ხანებში "გუბაზ მძინარი" და "პოლიტიკური პუტანკაც" ზედ დაემატა.


ექს-პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს "ჰაკიმ ფაშას" უწოდებდნენ, ყოფილ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და მის მეუღლეს თინა ხიდაშელს, ცნობილი ანიმაციური პერსონაჟების, "ბასტი -ბუბუს" სახელი შეარქვეს, ასევ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და ორჯერ პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს ნინო ბურჯანაძეს დასტინ ჰოფმანის გმირის სახელი-"ტუტსი" შეარქვეს, მასთან მსგავსების გამო. გიგა ბოკერიას კიდევ პოეტმა რეზო ამაშუკელმა „ნამყენი ჩინელი“ უწოდა.

image

1
3292
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
3292
  
2019, 29 ივნისი, 21:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1