x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
“აქეზებენ ამ "ზომბირებულ" ბავშვებს ანტირუსული განწყობით, ეს სატანიზმია" - ნახეთ, როგორ ეხმაურება სოსო პავლიაშვილი მიმდინარე აქციებს

image


მოსკოვში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა, სოსო პავლიაშვილმა "Daily Storm" -თან მიცემულ ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე აქციები "სატანიზმად" მონათლა, ხოლო- აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს კი შეშლილები და "ზომბირებულები" უწოდა. "ეს სატანიზმია, სუფთა წყლის სატანიზმი, როდესაც ადამიანი ცუდს საუბრობს სხვაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ისე არ გამოიყურება ან არ საუბრობს. ამას არაფერი აქვს საერთო ადამიანობასთან, დემოკრატიულობასთან ან ტოლერანტობასთან. ჩვენ არ უნდა დავეხმაროთ სატანას! ასე დაემართა უკრაინას. ვინ იფიქრებდა, რომ უკრაინელები და რუსები ერთმანეთს ვერ აიტანდნენ! მაგრამ მოვა დრო და ეს ყველაფერი დალაგდება... მივმართავ ჟურნალისტებს: ნუ გააღვივებთ რუს და ქართველ ხალხს შორის ზიზღს. რუსეთი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყანა, გესმით? ისინი აქეზებენ აი ამ შეშლილ ბავშვებს ანტირუსული განწყობით.. ყურადღებას ნუ მიაქცევთ! რუსეთმა ყურადღება უნდა მიაქციოს ზოგიერთი ზომბიერებული ბავშვის თავდასხმას?" - განაცხადა პავლიაშვილმა რუსული ინტერნეტ - გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში.





0
296
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
296