x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
,,ვფიქრობ, არასწორია სიტყვა „გაგიჭირდათ“.. ეს უმძიმესი ტრაგედია იყო. ალბათ ვიპოვი ძალას თავში, რომ ძველი ხალისი დავიბრუნო“
image

საზოგადოება გელა დაიაურის შემოქმედებას ძალიან კარგად იცნობს, სამწუხარო ტრაგედიის შემდეგ, როდესაც ავტო საგზაო შემთხვევისას ოჯახის წევრები დაკარგა, გადაწყვიტა დროებით გაჩერდეს და აღარ დაწეროს

  • როგორ გაიცანი თეონა?
    - თეონა „ხევსურულ საღამოზე“ გავიცანი, 2007 წელს. იგი მონაწილე იყო ამ საღამოსი და ყურადღება თავისი ორიგინალური და არაბუნებრივი ხმით მიიქცია.
თქვენი პირველი ლექსი?
ლექსების წერა 15-16 წლის ასაკში დავიწყე...
ერთერთი პირველი ლექსი იყო „სიზმარი“:
სიზმარი

ეს რა სიზმარი ვნახე წუხელის,


შენ გიტაცებდი თეთრი რაშებით.

ქვას ატირებდა შენი წუხილი,

კრთოდნენ ვარსკვლავნი მოკაშკაშენი

ცხადში მე ამას ვიზამდი როგორ,

მერე, ხომ ბევრი უნდა მენანა.

შენ კი სულელი ყოფილხარ გოგო,

რატომ კივილით შესძარ ქვეყანა.

მოწმე გამხადე ჩემი დაცემის,

რად ამატკიე უფრო იარა,

მერე რა თუკი მოგიტაცებდი

სიზმარი იყო ცხადი კი არა.

  • როდესაც წერთ, ვინაა თქვენი შთაგონების წყარო?
    -ზოგადად სხვადასხვა თემებზე ვწერ.. ბოლო ლექსების კრებული „ჩემო ბულბულო“ ოჯახის ხსოვნას მივუძღვენი.
  • გაგიჭირდათ თეოსთან განშორება?
    -ვფიქრობ, არასწორია სიტყვა „გაგიჭირდათ“.. ეს უმძიმესი ტრაგედია იყო...
image

  • ვიცი ძალიან რთულია თქვენთვის ამ თემაზე საუბარი მაგრამ მინდა გკითხოთ, საბედისწერო დღეზე. როგორ მოხდა უბედური შემთხვევა რომელსაც მეუღლე და ბავში ემსხვერპლნენ?
    -ავტომობილის მძღოლს გულის შეტევა მოუვიდა და მანქანა მდინარეში გადავარდა.. ათი მგზავრიდან სამნი გადავრჩით.
image

  • რა სირთულეები გადალახეთ დღემდე მოსასვლელად?
    -სირთულეები ყოველთვის ახლავს ცხოვრებას, თუმცა ეს ტრაგედია ყველაზე რთული გადასატანია.. უბრალოდ, უფლის რწმენა და მეგობრების და საზოგადოების მხარში დგომა ძალას მაძლევს.
  • ხევსურეთში ცხოვრობთ? ამჟამად რას საქმიანობთ?
    -სამსახურის გამო მომიღწია ხევსურეთიდან წამოსვლა.. ამჟამად პარტია
„ევროპული საქართველოს“ რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარ დუშეთის რაიონში. სპეციალობით ფილოლოგი ვარ, თუმცა ჩემი სპეციალობითბოლობით წელია.

  • პოეტი ტარიელ ხარხელაური როგორ გაიცანით?
    -ბატონ ტარიელის შემოქმედებას ბავშვობიდან ვიცნობდი, პირადად გაცნობა არ მახსოვს.. ჩვენ პირადმა ტრაგედიებმა დაგვაახლოვა და ამაყი ვარ, რომ მისი უმცროსი მეგობარი და „შვილობილი“ ვარ.
  • როგორ შეიქმნა ლექსი “შენ ჩემო დიდო ტკივილო“ რომელიც თეომ და დათო კენჭიაშვილმა ერთად იმღერეს. ვისი იდეა იყო ამ სიმღეწრის ჩაწერა?
-ტექსტის ავტორი ტარიელ ხარხელაური გახლავთ, მუსიკა თეონა ქუმსიაშვილს ეკუთვნის.. თეონამ ჩაწერა ეს სიმღერა. დათო კენჭიაშვილმა როცა მოისმინა, გადაწყვიტა და სთხოვა თეონას, რომ დუეტი ჩაეწერათ... დათო და თეონა ბავშვობის მეგობრები იყვნენ.

image

  • პოეზიის საღამოებს არ აწყობთ? ახალ სიმღერებს აღარ წერთ რატომ?
    -თეოს და ჩვენი შვილების გარდაცვალების გამო ძნელი გახდა მემღერა და სიმღერები დამეწერა. ალბათ ვიპოვი ძალას თავში, რომ ძველი ხალისი დავიბრუნო.
  • თეონას იუბილისადმი მიძღვნილი საღამოები იმართება, ასევე არის მისი სახელობის ქუჩა, რას ნიშნავს ეს ყველაფერი თქვენთვის?
    -თეონამ დაიმსახურა ეს ყველაფერი, იგი დიდი ხელოვანი იყო და ეს ყველაფერი 26 წლის ასაკში მოასწრო. მიხარია, რომ არ ავიწყდება საზოგადოებას თეონა ქუმსიაშვილის სახელი.
0
349
1-ს მოსწონს
ავტორი:გურამი არუთინაშვილი
გურამი არუთინაშვილი
349
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0