x
image
მაია 24
7 პასუხი მარადიულ კითხვაზე: არ თხოვდები?

image

ყველა გოგოს ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა 23 წლის ხდება, შემდეგ 25-ის, 27-ის… 30 წელიც იქნება, 31-ც და სხვა დანარჩენი ციფრებიც… იქნება სახელები, ყვავილები, საჩუქრები… და კიდევ კითხვები, დაახლოებით ამგვარი კითხვები - აი, უკვე ოცდაათს მიუკაკუნე და კიდე არ გათხოვილხარ? ჯერ ერთი 30-ის არ ვარ, მეორე - გავერკვეთ რატომ აკეთებს ხალხი ამას.



  • სხვა არაფერზე შეუძლიათ საუბარი

შენთან კი არა, ზოგადად. ადამიანები არ საუბრობენ იმაზე, რაც არ აინტერესებთ. აბა, ეცადეთ რომელიმე კომპანიაში საუბარი წამოიწყოთ თანამშრომლებთან. ტოპ მენეჯმენტის ინტერესები ვერ იქნება ოჯახი და ბავშვები, ალბათ სხვა რამეზე დაგელაპარაკებიან, მოგზაურობაზე, წიგნებზე, მცირე ბიზნესზე, კინოზე, ავიალაინერებსა ან იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვიყვანოთ ალოე -20 გრადუსზე. რაც შეეხება დანარჩენებს, ისინი ოჯახის პრობლემებს ვერ გაცდებიან, დაგელაპარაკებიან ახალ რეცეპტზე, ბავშვების პრობლემებზე, დიეტებზე, ქმარზე… როცა ასეთი ადამიანი წუხს თქვენი ოჯახური მდგომარეობის შესახებ… ამ დროს ალოე უნდა უხსენოთ... არქტიკაზე. მათ არაფერი ექნებათ სათქმელი. თქვენც მხრებს აიჩეჩავთ და უფრო საინტერესო თანამოსაუბრეს მოძებნით.


image

  • ეს თავის მოწონების საშუალებაა

ახალი ბეჭედი, ახალი მანქანა, ახალი თმის ფერი, ახალი სამსახური, ახალი სოციალური სტატუსი - ადამიანებს უყვართ საკუთარ თავზე ლაპარაკი და შთაბეჭდილების მოხდენა. არ გიფიქრიათ, რატომ გაჩნდა სოციალურ ქსელში ღილაკი "მოწონება"? თუკი ახალი მანქანა და სამსახურში დაწინაურება არ გამოდის, ქმრით უნდა იტრაბახო. თან თუ ლამაზი და ჭკვიანია საერთოდ. რა უნდა ქნათ? არც არაფერი, შეგიძლიათ უპასუხოთ, რომ ბურკინა ფასოში საშინლად ცხელა. რადგან სხვისი პირადი ცხოვრება ისევ გაწუხებთ, როგორც ამ სასწაული ქვეყნის კლიმატი.


  • ეს თვითდამკვიდრების საშუალებაა

აი, ამის წაყრუება მთლად ისე ადვილი არ არის. მე მაგარი ქმარი მყავს, აი შენ კი მხოლოდ შენი საქმე და კარგი ფიგურა. მას უნდა რომ საკუთარი უპირატესობა დაგიმტკიცოთ… "სად აქვთ კაცებს თვალები?" ანუ თქვენ გინდათ, მაგრამ სხვებს არ მოსწონხართ… არ იდარდო, შენი დროც მოვა… უფრთხილდით ადამიანებს, ვინც ვერ გაფასებთ თქვენ და თქვენს მიღწევებს… ან არ უფრთხილდეთ… უბრალოდ ნუ გექნებათ ურთიერთობა - არ ღირს ვინმესთვის იმის საშუალების მიცემა, რომ თქვენ ხარჯზე დაიმკვიდრონ თავი.


image

  • ეშინიათ

ადამიანებს ეშინიათ ცვლილებების, კარგისაც და ცუდისაც. დედამიწა მრგვალია, ზამთარში თოვს, გათხოვება კარგია. უცებ კი სცენაზე გამოდიხართ თქვენ… ლამაზი და ბედნიერი, არადა გათხოვილი არ ხართ. რაღაც რიგზე ვერ არის და აუცილებლად უნდა გავარკვიოთ - რა. თორემ ასე ხვალ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ დედამიწა მრგვალი კი არა ბრტყელია, როგორც ტერი პრატჩეტის წიგნებში. ამ დროს ვერაფერს იზამთ. დაე, თვითონ გაიაზრონ, რომ ხანდახან ყველაფერი ისე არ არის, როგორც მათ ეჩვენებათ.


image


  • აღზრდის ბრალია

ბებო 19 წლის ასაკში გათხოვდა, დედა 22-ის, მე კიდევ 25-ის. შენ კიდევ 27 წლის ხარ და არც ფიქრობ გათხოვებაზე. უპასუხეთ, რომ სოციალური სტატუსის მოპოვებაზე მნიშვნელოვანი საქმეები გაქვთ, მაკრამეს სწავლობთ, სარბოლო მანქანის ტარებას და სარეკლამო ვიდეოს იღებთ, რომლითაც კანის ლომის აღებას აპირებთ. რა..რა? ჰო, ეს კანშია, იქ ლაჟვარდოვანი სანაპიროს კიდეზე.


image

  • ადამიანებს უყვართ დრამა

მათ ცხოვრებაში არაფერი საინტერესო არ ხდება. პირველი პაემანი და ახალწასმული მანიკური რეფრენით - დარეკავს-არ დარეკავს წარსულში დარჩა. პირად ცხოვრებაში სიმშვიდემ დაისადგურა. თქვენ კი 32 წლის ხართ და ასეთი სევდიანი. ეგებ იმიტომ რომ ქმარი არ გყავთ? აუცილებლად ამიტომ. რატომ მოხდა ასე? მომიყევი რა ეს საშინელი ისტორია, აუცილებლად თანაგიგრძნობ, იმიტომ რომ ჩემს ცხოვრებაში ვერაფერს ვგრძნობ… რა უნდა ქნათ? შეგიძლიათ გაერთოთ და დაახლოებით "ველური ანგელოზის" სცენარი მოუყვეთ, ვინ იცის ეგებ კინოკომპანია "ტელემუნდოშიც" მიგიწვიონ სამუშაოდ. ან უბრალოდ პატიოსნად უთხრათ, რომ ლაპარაკი არ გსურთ.. საერთოდ… და სევდიანი იმიტომ ხართ, რომ კბილი გტკივათ.


image

  • ეს დედათქვენია

და ის გეკითხებათ. იმიტომ რომ მასაც ეკითხებიან. ყველანი: კოლეგები, მეგობრები, ნათესავები… არ თხოვდება შენი გოგო? რატომ არ თხოვდება? დროა უკვე! მეგობრებს უყვართ დრამა, ასე აღზარდეს, ეშინიათ, კოლეგებს კიდევ ტრაბახი მოენატრათ, ან უპირატესობის დამტკიცება სურთ - უკვე მესამე შვილიშვილი ჰყავთ. და აი, ჩვენი მსოფლიოში საუკეთესო დედა ჩვენს წინ ზის და გვეკითხება: როდის დააყენებ საშველს, დე? მოეხვიეთ და უთხარით, რომ ზუსტად ახლა და ასე, ყოველგვარი ბეჭდის გარეშე თითზე, ბედნიერი ხართ, დანარჩენში კი თავად გაერკვევით. არ იდარდო, დე, მე უკვე დიდი ვარ!


ანა როდინა


ასევე დაგაინტერესებთ:


როდის იღებს კაცი ცოლის მოყვანის გადაწყვეტილებას - ზოდიაქოს ნიშნის მამაკაცები


"ბევრ ლამაზ, მაგრამ უბედურ ადამიანს ვიცნობ, ეს სულაც არ არის მთავარი" - მონიკა ბელუჩი


7 რამ, რაც მამაკაცს უყვარდება ქალში


7 რამ, რაც ქალს გაცილებით მიმზიდველს ხდის, ვიდრე ნებისმიერი მაკიაჟი


ქალის 7 ნაკლი, რომელზეც მამაკაცები გიჟდებიან


15 ნაკლი, რომელიც იდეალურ ქალს უნდა ჰქონდეს


არ არის რთული იმის დანახვა, რომ კაცს უყვარს ქალი...


სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
144
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0