x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
38 წლის ჩინელმა მდიდარმა ქალმა პრაქტიკულად "იყიდა" 23 წლის ქმარი

image დღეს ვერავის გააკვირვებ წყვილს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობით, ამისი მაგალითები ქართულ რეალობაშიც ძალიან ბევრია, მაგრამ ის რაც მოხდა ჩინეთში ქართული რეალობისგან შორს დგას.
23 წლის ბიჭმა ცოლად მოიყვანა ქალი, რომელიც დედამისზე მხოლოდ ერთი წლითაა უმცროსი.
რაც შეეხება წყვილის ურთიერთობისათვის ოფიციალური სახის მიცემას, ამან ბევრი ადამიანი დააეჭვა, განსაკუთრებით ბიჭის მშობლები იყვნენ კატეგორიული წინააღმდეგი აღნიშნული ქორწინების.
საპატარძლო ორსულად იყო, 14 წლის ბიჭი ჰყავდა წინა ქორწინებიდან და ბიჭის მშობლებმა ჩათვალეს, რომ ეს ქორწინება არ შედგებოდა, თუმცა მალევე შეცვალეს გადაწყვეტილება, როცა მდიდარმა სარძლომ მომავალ დედამთილ-მამამთილს საჩუქრად 660 000 იუანი (100 000$) გადასცა, ასევე საკმაოდ პრესტიჟულ ადგილზე მიწა სახლის ასაშენებლად და ავტომანქანა "ფერარი", რომლის საბაზრო ღირებულება 5 მილიონი იუანია (784 000$).
ბიჭის მშობლებს, რომლებიც მათი შვილის რჩეულ ქალს ზიზღით უყურებდნენ და ცოცხალი თავით არ აძლევდნენ უფლებას შვილს, დაქორწინებულიყო განათხოვარ, ასაკოვან ქალზე, რომელსაც "მზითევში" 14 წლის შვილიც მოჰყვებოდა, უზარმაზარი თანხის საჩუქრად გადაცემის მერე ეგრევე შეეცვალა განწყობა და ჯერ შვილს დართეს ნება ლამის მათი ასაკის ქალი მოეყვანა ცოლად, მერე კი გულშიც ჩაიკრეს, როგორც "უსაყვარლესი" რძალი.
მართალი ყოფილა ქართული ანდაზა: "ფული ჯოჯოხეთს ანათებს".




0
351
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
351