x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ეგება და მე ვარ ბნელი, ბებერი და ბრმა კიდო და ვერ ვხედავ გვირაბის ბოლოს რაიმე მბჟუტავს?-გია აბაშიძე
image

" გამოვიჩინე “თმენის ვალდებულება” და ალბათ ნახევარი საათი მაინც ვუსმინე შსს მინისტრისა და ჟურნალისტების შეხვედრის რეპორტაჟს.გულში ჩამწვდომი გახლდათ ამ უკანასკნელთა “ყუმიზმისა”და გახარიას “რეტირების” ოსტატობის ხილვა.


ავხორცული ვნებებიც ვერ გამიღვიძა რ2-ის თამარის დაშრეტილი მკერდის სიღრმიდან საამოდ აბუბუნებულმა ვნებიანმა ბგერებმა და შაითან ბაზრის თითლიბაზისა ღიმილმან. ამდენს ვერ დავლევ და ვეჭვობ გახარიამაც შესძლოს.


განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ლამბერ მერაბასა და “ნენეი” დაიანატრაპაიძის ჩამჭრელი კითხვები.ნუ დალშე ნეკუდა კაკ გრიტსია. არ აპირებს გადადგომას ღრმად პაიცემული შსს მინისტრი ხომ კი? მაგის საკითხავად თუ მიცუნცულდით აგერ ჩემთვის გეკითხათ და მე გიპასუხებდით “ძვირფასი” დროის ფარგლებში მაგალითად და კაი ქართლ-ქიზიყურად მაგიკითხავდით ყველასა დამსმელ გამამგზავნების კეთილებსა სრულიად უფასოდ.



ეგ ჯანდაბას იქით იყოს ჩემი მცირე ცხოვრების ნახევარი “ფხიზელი” საათი გავფლანგე ამაოდ. ვითომც არა მქონებია.


ვთქვათ თქვენი ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა. წავიდნენ “ესენი” და მევიდონ “იგენიც” გუშინ ქე რომ იყვნენ. ამ მოხარშულ “ტრუხას” რას უშვებით? თავად გაიკეთებთ თუ ვის შესთავაზებთ?


საოკუპაციო ხაზთან ჩაიხდით ისთევლე თუ პირდაპირ “რაზვედკა ბოემ” წახვალთ წითელ ხიდზე გაქცეული სარდლობის არმიელებო? ლარს როგორ გაამაგრებთ? ტურისტებს ბარსელონას დააწერავთ თუ ათენის აკროპოლს?



იმ ევროსტრუქტურებს შეევედრებით ლამის ზარზეიმით რომ დაიბრუნა “ვოვოჩკას” რუსეთი თავის რიგებში? თუ პრეზიდენტ ტრამპს, რომელსაც საკუთარი აუარება პრობლემა დაუგროვდა და აგერ ირანთანაც ვერ გაურიგებია საქმე?


ეგება და მე ვარ ბნელი, ბებერი და ბრმა კიდო და ვერ ვხედავ გვირაბის ბოლოს რაიმე მბჟუტავს?


მართლა მაინტერესებს თორემ ყველა მთავრობის დამტირებლისა ჩემდათავად 1992 წლის 6 იანვრის შემდგომ. “-წერს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გია აბაშიძე.

image

0
136
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0