x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
გავა-წელის რადიკულიტი.

imageეს გავრცელებული პრობლემა იწყება წელის არეში ყრუ ან მწვავე ტკივილით, რომელიც შემდეგ დუნდულოზე, ბარძაყზე, წვივზე გადადის. ტკივილის პირუკუ, ქვემოდან ზემოთ გავრცელება შედარებით იშვიათად არის დამახასიათებელი. ტკივილს სიმეტრიული ხასიათი აქვს, თუმცა თუ ხერხემლის ორგანული დაზიანებაა, უპირატესად რომელიმე ერთ კიდურშია გამოხატული ტკივილის ინტენსივობა. სიარული, ფეხზე დგომა და მოძრაობა გავა-წელის არეში ტკივილს აძლიერებს, გარდა ამისა, შეგრძნებას ამძაფრებს ხველა, ცემინება, თავის დახრა, ჭინთვა.ზურგზე მწოლიარისათვის მუხლის სახსარში მოხრა ბარძაყის წინა ზედაპირზე ტკივილს იწვევს . ტკივილის გამო რადიკულიტიანი ერთგვარად შებოჭილია . წოლა ჯანმრთელ მხარეს ურჩევნია, ხოლო მტკივანი ფეხი მენჯ-ბარძაყის და მუხლის სახსარში აქვს მოხრილი. ასეთი ავადმყოფი ცდილობს მდებარეობის შეცვლისას ხერხემლის წელის ნაწილი არ ამოძრაოს, სიარულის დროს კი არ დაეყრდნოს დაზიანებულ ფეხს.
გავა წელის რადიკულიტი არც მთლად უმიზეზოდ აღმოცენდება, მისი წინაპირობა უმრავლეს შემთხვევაში ხერხემლის გამრუდება და წელის კუნთების დაჭიმულობაა .
გავა-წელის რადიკულიტის მსგავსი სურათი ზოგჯერ ზურგის ტვინის სიმსივნეების, თირკმელკენჭოვანი დაავადებების და გინეკოლოგიური პრობლემების დროსაც გხვდება, ამიტომ რადიკულიტის დიფერენცირება დროულად და კვალიფიციური ექიმის მიერ უნდა მოხდეს .თუმცა ტკივილის თავისებურება ერთგვარი სადიაგნოსტიკო ტესტია : რადიკულიტისთვის ჩვეულ ტკივილს ე.წ. მოძრაობის დინამიკა ახასიათებს, რაც პოზიციის და მდებარეობის შეცვლის შემდგომ მეტად იხატება.

0
1810
შეფასება არ არის
ავტორი:მაგნოლია
მაგნოლია
1810
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0