x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"შეთანხმდნენ,რომ ურთიერთობის გაუმჯობესება ორივე ქვეყნის და მთელი მსოფლიოს ინტერესებში შედის"-პუტინი ტრამპის შეხვედრა ოსაკაში
image

ოსაკაში "დიდი ოცეულის" ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა შედგა.


ოსაკის მოლაპარაკებები საათნახევარი გაგრძელდა. რუსული მხრიდან მოლაპარაკებას ესწრებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პრემიერ მინისტრის პირველი მოადგილე ანტონ ილუანოვი, პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი და პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი.



ხოლო აშშ-ს ადმინისტრაციას წარმოადგენდა სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, პრეზიდენტის თანაშემწე ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი, თეთრი სახლის პრეს-მდივანი სტეფანი გრიშემი, ასევე ტრამპის ქალიშვილი ივანკა და სიძე ჯორჯ კუშნერი.


image

მოლაპარაკებების დაწყებამდე ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს ჰკითხა, აპირებდა თუ არა, თავისი რუსი კოლეგისთვის ეთხოვა, რომ 2020 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში არ ჩარეულიყო. ტრამპი მიუტრიალდა პუტინს და იუმორნარევი ტონით მიმართა: "არჩევნებში არ ჩაერიოთ გთხოვთ".


შეხვედრის დასასრულს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ტრამპმა და პუტინმა ირანის, სირიის, ვენესუელასა და უკრაინაში არსებულ ვითარება განიხილეს და "პრივე შეთანხმდნენ, რომ ურთიერთობის გაუმჯობესება ორივე ქვეყნის და მთელი მსოფლიოს ინტერესებში შედის"



პრეზიდენტები ასევე შეთანხმდნენ გააგრძელონ დისკუსიები 21-ე საუკუნის შეიარაღების კონტროლის მოდელზე, რომელშიც, პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, უნდა ჩაერთოს ჩინეთიც, " ციტირებს სააგენტო Bloomberg-ი თეთრი სახლის განცხადებას.

1
107
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
107
  
2019, 28 ივნისი, 18:37
საინტერესოა შედეგები
0 1 1