x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
10 საუკეთესო მინერალური წყალი მსოფლიოში

მსოფლიოში უამრავი მინერალური წყალი ისხმევა, თუმცა უმეტესობისგან განსხვავებით არის მინერალური წყლები, რომლსაც რიგი უპირატესობები გააჩნიათ-მდიდარია სასარგებლო მინერალებით, ეს წყლები მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება:დაწყებული ძვალ-სახსრებით და კუჭ-ნაწლავის პრობლემებით დამთავრებული, გთავაზობთ ტოპ-10 მინერალური წყლის რეიტინგს გამოცემა Top-10-list.org-ის მიხედვით.



10-Ein Gedi Mineral Water-ძალიან პოპულარული წყალი ისრაელიდან, Ein Gedi-ის ნაკრძალიდან, ვინც ამ წყაროს მახლობლად ცხოვრობს დღეგრძელობით გამოირჩევიან.

image

9-Kona Deep Sea Mineral Water -პოპულარული მინერალური წყალი ჩრდილოეთ ამერიკაში, კომპანია წყალს ოკეანის ფსკერიდან მოიპოვებს და ამუშავებს ოსმოსის ტექნოლოგიით, ბრენდი ამტკიცებს, რომ მომხმარებელს ზესუფთა წყალს აწვდის.


image


8-Montclair Water-100%-ით ნატურალური მინერალური წყალი კანადიდან, ისხმევა 1900 წლიდან ბრიტანეთის კოლუმბიაში და ონტარიოში.

image7-Aqua Pacific- მინერალური წყალი ფიჯის კუნძულების ტროპიკული ტყიდან, ვულკანური მინერალები და მიწისქვეშა შრეები ბუნებრივად ფილტრავს წვიმის წყალს, რომელიც მინერალებით გამდიდრებულია, მსუბუქი და ძალზე გემრიელია, პროდუქტი თითქმის მთელს მსოფლიოში იყიდება.

image

6-Volvic -ვულკანური წარმოშობის მინერალური წყალი სამხრეთ საფრანგეთის მთებიდან, იყიდება მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში, იფილტრება 6 სხვადასხვა ფოროვანი ქანებით.

image


5)-Naya’s Spring-კანადური მინერალური წყალი, უნიკალური იმით, რომ აქვს pH-ის ნეიტრალური დონე და მინერალების სრულყოფილი ბალანსი ნატრიუმის გარეშე.

image4-San Pellegrino-ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და უძველესი მინერალური წყალი მსოფლიოში, იტალიის სან-პელეგრინოდან განსაკუთრებით პოპულარული აშშ-ში და დასავლეთ ევროპაში., 1988 წელს კომპანია შეიძინა Nestle-მ.წყალი მდიდარია კალციუმით და მაგნიუმით, რომელიც პირველ რიგში ძვლების გამაგრებას უწყობს ხელს.

image

3-BORJOMI-ვულკანური წარმოშობის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური წყალი საქართველოდან, რომელიც მაღალი მინერალიზაციით გამოირჩევა(5, 0 -დან 7, 5 მგ-მდე), განსაკუთრებით პოპულარულია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში(რუსეთი, უკრაინა, ესტონეთი), მთლიანად იყიდება 40-მდე ქვეყანაში.

image

2-Perrier -ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, პრესტიჟული და ძვირადღირებული წყალი საფრანგეთის პროვინცია ვერჟეზედან, რომლის სამკურნალო თვისებები ჯერ კიდევ რომის იმპერიიდან იყო ცნობილი. Perrier 1992 წელს კონცერნმა Nestle-მ შეიძინა.

image

1-Evian-პოპულარული მინერალური წყალი საფრანგეთის სპა-კურორტებიდან, იყიდება ევროპაში, აშშ-ში და კანადაში, წყალი მიეკუთვნება პრემიუმ-სეგმენტს და არც თუ იაფი ღირს.

image

2
1122
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1122
  
2019, 4 ივლისი, 22:56
ეეეე მსოფლიოში მეორე წყალი სასომXეთშია და პირველი სანფრანცისკოში. ჩემი თუ არ გჯერათ ფილმი მიმინო ნახეთ
2019, 28 ივნისი, 22:42
გამეხარდა "ბორჯომის" ნახვა ამ რეიტინგში
0 1 2