ქალი და მამაკაცი რას ეძახიან შეყვარებულები ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნებში 2019, 28 ივნისი, 10:08 ამბობენ, რომ სიყვარულს ენა არ აქვს, თუმცა, ამ გრძნობის გამოხატვის უცნაური ფორმები სხვადასხვა ენაზე მას ელფერს სძენს. მსოფლიოში რას აღარ ეძახიან მეორე ნახევარს, დაწყებული "მახინჯიდან", დამთავრებული "თევზის თვალებიანამდე". თუ რა იმალება ამ ფრაზების უკან, ალბათ, მხოლოდ შეყვარებულებს ესმით.
სტატიაში წარმოგიდგენთ სახალისო ფრაზებს, რასაც სხვადასხვა ქვეყნებში სიყვარულის გამოსახატავად იყენებენ. შეიძლება, თქვენც მიმართავთ საყვარელ ადამიანს უჩვეულო ზედმეტსახელით. მაშ ასე, ისიამოვნეთ! ჩინეთი: ლაყე კვერცხი (Ben dan)საფრანგეთი: ჩემი კომბოსტო (Mon chou)შვედეთი: ტკბილცხვირა(sötnos)ირანი: შეიძლება, თაგვმა შეგჭამოს (Moosh bokhoradet)საბერძნეთი: ჩემი პატარა თვალები (Matakia mou)პოლონეთი: მახინჯი (Brzydalu)ჰოლანდია: ჩემი პატარა სულელი (Mijn poepie)ტაივანი: პატარა თაფლი (Xiǎo mì tang)პორტუგალია: ჩემი გოგრა (Chuchuzinho)ბანგლადეში: ჩემი ოქრო (Amar shona)ინდონეზია: ჩემი გულის ხილი (Buah hatiku)ირლანდია: ჩემი პულსი (Mo chuisle)რუსეთი: ჩემი დათვი (Мой медвежонок)ესპანეთი: ჩემი სამოთხე (Mi cielo)ინდოეთი: თევზისთვალება (Mrignayani)თქვენ რა სიტყვებით გამოხატავთ სიყვარულს? გაგვიზიარეთ♥ ასევე დაგაინტერესებთ:1. 15+ წყვილი შესანიშნავი იუმორის გრძნობით 2. როგორ ამოვიცნოთ მამაკაცი ონლაინ პროფილით 3. 6 კომპლიმენტი, რომელიც მამაკაცმა ქალს არ უნდა უთხრას 1126 4-ს მოსწონს
|