x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ვენერას ქამარი – ცისფერი პლანეტის ვარდისფერი ჩრდილი
image


ვენერას ქამარი ატმოსფეროს ოპტიკური მოვლენაა, რომელიც მზის ამოსვლამდე ან ჩასვლის შემდეგ ჩნდება. ეს არის მზის პირველი და უკანასკნელი სხივები აისის და დაისის დროს და მას სახელი სიყვარულის და სილამაზის ქალთმერთის აფროდიტეს (იგივე ვენერა, რომაულ მითოლოგიაში) საპატივცემულოდ დაარქვეს.

მითოლოგიის მიხედვით, ვენერას ქამარი — ქალღმერთის ძლიერი და განუყოფელი ატრიბუტი იყო, რომელსაც ნებისმიერისთვის, ვინც მას გაიკეთებდა, განსაკუთრებული მომხიბვლელობის და სექსუალობის მიენიჭება შეეძლო...

და ატმოსფეროს ამ მოვლენას, იმის გამო, რომ ცას ასე ალამაზებს, დაერქვა ეს სახელი.


image


ვენერას ქამარი ფერადი გრადიენტული სარტყელია, ვარდისფერიდან – ნარინჯისფერამდე გარდამავალი ფერთა ტონებით, ჰორიზონტთან მუქი და ზემოთ უფრო ღია ფერის ჩაბნელებულ მოლურჯო-ნაცრისფერი ცის ფონზე. ის ყველაზე კარგად ჰორიზონტის პარალელურად, მზის ამოსვლის ან ჩასვლის მოპირდაპირე მხარეს, დაახლოები, 10—20° სიმაღლეზე ჩანს.

image


ფიზიკური თვალსაზრისით, ატმოსფეროს ეს მოვლენა დედამიწის ჩრდილია. საერთოდ, იმისთვის რომ საგნის ჩრდილი ხილული გახდეს, ორი პირობა უნდა შესრულდეს: მას სინათლე რაღაც კუთხით (90° გარდა) უნდა ეცემოდეს და ჩრდილი რამეზე უნდა აისახებოდეს. როდესაც საუბარი ნივთზე კი არა, მთელს პლანეტაზეა, ერთადერთი, რაზეც შეიძლება რომ ჩრდილი აისახოს – ატმოსფეროა.

ვენერას ქამრის ღია ვარდისფერი ნათება არშიასავით ევლება დედამიწის ჩრდილს, მის მთელ სიგრძეზე. ასეთი ფერი კი იმიტომ აქვს, რომ ჩამავალი (ან ამომავალი) მზის სინათლის წითელი (620-770 ნმ.) და ნარინჯისფერი (585-620 ნმ.) სხივების გაბნევა ხდება.


image


ჩვენი პლანეტის გარშემოწერილობის შესაფასებლად, 1-2 წუთიც საკმარისია, მაგრამ 20 წუთში, შეგვიძლია სრულად აღვიქვათ, თუ როგორ მიმდინარეობს ოპტიკური პროცესი, მისი დაწყებიდან დასრულებამდე.

როდესაც მზე ჰორიზონტიდან 2° ქვემოთ არის (მზის ჩასვლიდან 8 – 10 წუთის შემდეგ), პლანეტის ჩრდილი აღმოსავლეთის ჰორიზონტის ხაზის სიახლოვეს ფიქსირდება. თუმცა, ამ დროს, ის რთულად აღსაქმელია, რადგან ჩვენ ამ მოვლენას ატმოსფეროს ქვედა ფენებში, მტვრით და სხვა მინარევებით გაჯერებული ჰაერის მასების მიღმა ვაკვირდებით. მას შემდეგ, რაც მზე უფრო ქვემოთ დაეშვება (-5°), პლანეტის ჩრდილი მხოლოდ ზემოთ კი არ ამოვა, მისი სიგანე გაიზრდება და ჩვენი თვალისთვის უფრო ხილული გახდება. ხოლო, მზის ჩასვლიდან, დაახლოებით, 25 წუთის შემდეგ, ჩრდილი მუქ ლურჯ ბინდს შეერწყმება და გაქრება.


image


შენიშვნა: ამ ოპტიკური მოვლენის ნახვა, გარიჟრაჟზეც შეიძლება, თუ რა თქმა უნდა, მზეს «ადგომას» დავასწრებთ.


imageimageimageimageimageimageimage









0
75
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0