x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ ავიცდინოთ ცოლთან კონფლიქტი-არაბი შეიხის მეთოდი

image
არაბულმა გამოცემა "ალ-შარკ ალ-აუსატმა
(الشرق الأوسط | أخبار دولية وعربية)

გამოაქვეყნა ცნობილი მეცნიერის და მქადაგებლის აიდა ალ-კარნის სტატია, სადაც ავტორი იძლევა რჩევას, როგორ დაარეგულიროთ ნებიმიერი კონფლიქტი ცოლთან სულ რაღაც 5 წუთის განმავლობაში.

შეიხი ალ კარნი ცნობილი წიგნის "არ იდარდო"- ავტორია, რომელიც მსოფლიოს 30 ენაზეა თარგმნილი, ხოლო წიგნის საერთო ტირაჟმა 10 მილიონ ეგზემპლარს მიაღწია.

"არა მარტო აინშტაინს და ნიუტონს შეუძლიათ დიდი აღმოჩენების გაკეთება, აღმოსავლეთსაც შეუძლია რაღაცეები-ირონიული ღიმილით აღნიშნა ალ კარნიმ-აინშტაინმა, მაგალითად ფარდობითობის თეორია აღმოაჩინა.და მეც შევძელი რაღაცის აღმოჩენა, რომელიც გაზეთში გამოქვეყნდა და შემდგომ ფართოდ გავრცელდა ინტერნეტში, მისი სახელია "ოჯახური ცხოვრების სასწაულმოქმედი საშუალება", ბევრმა უკვე გამოსცადა ეს მეთოდი და შედეგით კმაყოფილი დარჩა.

image

მაშ რაში მდგომარეობს ჩემი მეთოდი?

თუ ცოლთან კამათი მოგივიდათ, ეცადეთ არ გასცეთ პასუხი, ხმას არ აუწიოთ და არ დაემუქროთ, არ გასცეთ თუნდაც ასეთი ტიპის პასუხი:"მოკეტე ქალო, არ ხარ მართალი"

აცალე ქალს ბოლომდე თქვას სათქმელი, თან ამ დროს არ უნდა იჯდე დაღლილი სახით ტელევიზორის ეკრანთან, ანუ არ უნდა დატოვო უყურადღებოდ.

სრული კაპიტულაცია მოახდინე მის წინაშე! დახარე თავი და იჯექი დამნაშავის სახით, როდესაც ის ლაპარაკობს, არავითარ შემთხვევაში არ უპასუხო, უთხარი, რომ 'შენ მართალი ხარ, ვინანიებ უზენაესის წინაშე, ეს აღარასოდეს განმეორდება, შეცდომა დავუშვი, შაითანმა შემაცდინა, ვინანიებ, პირობას ვიძლევი, რომ ასე აღარ მოვიქცევი."

ქალი ბევრად უფრო ემოციურია, მას გრძნობები მართავს და როგორც წესი ის მამაკაცზე უფრო მოწყალეა.

ქალი მაშინაც კი უვლის ავადმყოფს, როცა თვითონაც ავადაა, ქალი მუცლით დაატარებს საკუთარ შვილს, მკერდზე მიკრულს კვებავს მას, ქალი სულიერ სითბოს ჩუქნის ქმარს, უვლის და ზრუნავს მასზე, ამიტომ დანებდით საკუთარ ცოლს და ნუ შეეცდებით შეეპასუხოთ მას"

2
192
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
192
  
2019, 28 ივნისი, 10:13
ეგ ერთი და მეორეც ეგ მეთოდი აპრობირებულია და ცნობილია და ბევრი მამაკაცი იყენებს(მეორე ვარიანტია,გარიდება)..თუმცა სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ქალი ვერ გხვდება,როდის უნდა გაჩერდეს..თუ ძალიან გაწელა და ტვინს ბურღავს კონფლიქტი გარდაუვალია
2019, 27 ივნისი, 22:52
მუსლიმანისგან მიკვირს ქალისადმი ასეთი პატივისცემის გამოხატვა.
0 1 2