x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
"ათი წელი დამჭირდა, რომ საქართველო ბოლომდე შემეგრძნო" - ლატვიელი ჟურნალისტი, რომელმაც აფხაზეთის ომზე წიგნი დაწერა
25 წელი სო­ხუ­მის და­ცე­მი­დან - ეს არა უბ­რა­ლოდ რი­ცხვე­ბი, არა­მედ სევ­დის, სახ­ლის, წარ­სუ­ლის მო­ნატ­რე­ბის დროა, რო­მე­ლიც არას­დროს გა­უ­ნელ­დე­ბათ მათ, ვი­საც აფხა­ზე­თის ოკუ­პა­ცი­ის შე­დე­გად ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა მო­უ­წი­ათ.


აფხა­ზე­თის ოკუ­პა­ცი­ის სა­კი­თხი რომ ისევ ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი და მძი­მეა, ამას არ­ტურ იურ­კე­ვი­ჩი­სა და მალ­ხაზ ჯა­ჯა­ნი­ძის ავ­ტო­რო­ბით შექ­მნი­ლი მხატ­ვრულ-დო­კუ­მენ­ტუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბი „და­მარ­ხუ­ლი ვა­ზიც“ მოწ­მობს.


წიგნ­ში, რო­მე­ლიც გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“-მა ცოტა ხნის წინ გა­მოს­ცა, სრუ­ლი სი­ზუს­ტი­თაა გად­მო­ცე­მუ­ლი ფაქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის მხრი­დან აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ის ოკუ­პა­ცი­ი­სას მოხ­და და ის ემო­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­საც ომს გა­მოქ­ცე­უ­ლი ათა­სო­ბით დევ­ნი­ლი გა­ნიც­დი­და.

ყვე­ლა­ფე­რი, რაც ამ წიგნ­ში წე­რია, რე­ა­ლუ­რად მოხ­და. ომის შე­დე­გად, 16 წლის მა­ხო­სა და მის მე­გობ­რებს მშობ­ლი­უ­რი კე­რის მი­ტო­ვე­ბა მო­უხ­დათ და სი­ცო­ცხლი­სა და ღირ­სე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, ია­რა­ღის ხელ­ში აღე­ბა გა­და­წყვი­ტეს. მალ­ხა­ზის უფ­რო­სი ძმა ბრძო­ლით მი­იკ­ვლევ­და გზას გა­სა­ჭირ­ში ჩა­ვარ­დნი­ლი უმ­ცრო­სი ძმის და­სახ­სნე­ლად.



წიგნ­ში ვერ იხი­ლავთ ვერც პო­ლი­ტი­კას, ვერც ჰე­რო­იზმს, ეს არის ადა­მი­ა­ნურ გან­ცდებ­ზე, ტკი­ვილ­ზე, მო­ნატ­რე­ბა­ზე აგე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მელ­მაც შე­უძ­ლე­ბე­ლია, ვინ­მე გულ­გრი­ლი და­ტო­ვოს.


სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ გა­და­წყვი­ტა ლატ­ვი­ელ­მა მწე­რალ­მა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხდა­რი ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გავ­ლე­ნით წიგ­ნი შე­ექ­მნა? არ­ტურ იურ­კე­ვი­ჩი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში 2009 წელს სა­მუ­შაო ვი­ზი­ტით ჩა­მო­ვი­და, სა­ქარ­თვე­ლო თავ­და­ვი­წყე­ბით შე­უყ­ვარ­და და აქა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ ბევ­რი რა­მეც შე­ი­ტყო.

მისი გა­მოც­დი­ლე­ბის, გან­ცდე­ბის, ნა­წარ­მო­ე­ბის შექ­მნის პრო­ცე­სი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ არ­ტურ იურ­კე­ვიჩ­მა AMBEBI.GE-ს თა­ვად უამ­ბო.


- რო­გორ და­ი­წყო თქვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-თან?


- ამის­თვის მად­ლო­ბა არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ მწე­რალ­სა და ადა­მი­ანს, დათო ტუ­რაშ­ვილს უნდა გა­და­ვუ­ხა­დო. თა­ვის დრო­ზე მე წა­ვი­კი­თხე მისი ფარ­თოდ ცნო­ბი­ლი რო­მა­ნი „ჯინ­სე­ბის თა­ო­ბა“ და მო­ნუს­ხუ­ლი ვი­ყა­ვი იმით, თუ რო­გორ ოს­ტა­ტუ­რად ყვე­ბა ის დო­კუ­მენ­ტურ ის­ტო­რი­ას მხატ­ვრუ­ლი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. ვი­ნა­ი­დან მე თა­ვად ვი­ყა­ვი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჟურ­ნა­ლის­ტი­კით და­კა­ვე­ბუ­ლი და მიყ­ვარს ის­ტო­რია და სა­არ­ქი­ვო დო­კუ­მენ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბა, ყო­ველ­თვის ვი­აზ­რებ­დი „ფაქ­ტე­ბის“ ძა­ლას. მაგ­რამ მხატ­ვრულ მო­ნა­თხრობ­ში ეს ძალა გა­ათ­მა­გე­ბით იგ­რძნო­ბა.


image


დათო „და­მარ­ხუ­ლი ვა­ზის“ ხელ­ნა­წე­რის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მკი­თხვე­ლი გახ­და. რო­მა­ნით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­მა მი­თხრა, რომ იმ ომზე და­წე­რი­ლი, უკე­თე­სი არა­ფე­რი წა­უ­კი­თხავს და თა­ვად გა­და­წყვი­ტა წიგ­ნის გა­მომ­ცემ­ლო­ბის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბა. მის მო­წო­დე­ბას მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, მაია ალუ­და­უ­რი გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მელ­მაც ის­ტო­რი­ის წა­კი­თხვის შემ­დეგ თქვა, რომ მათ უბ­რა­ლოდ არ აქვთ უფ­ლე­ბა გვერ­დი აუ­ა­რონ ამ წიგნს.


მაია ალუ­და­ურ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რაც მას­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმის­თვის, რომ წიგ­ნი შემ­დგა­რი­ყო. მად­ლო­ბა მას და ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, რომ­ლე­ბიც ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ წიგნს არა მხო­ლოდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის, არა­მედ ის­ტო­რი­ის­გან მი­ღე­ბუ­ლი სუ­ლი­ე­რი ემო­ცი­ე­ბის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლით.


- რა ინ­ფორ­მა­ცია გქონ­დათ სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, სა­ნამ წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბას და­ი­წყებ­დით? იცო­დით თუ არა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის 20%-ს ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ?


- რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ ჩემს პირ­ველ ჩა­მოს­ვლამ­დე არა­ფე­რი ვი­ცო­დი, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად ვი­ცო­დი ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი. კულ­ტუ­რა - ესაა სა­უბ­რის ფორ­მა, თა­ნაც სა­უ­კე­თე­სო შე­საძ­ლე­ბელ­თა შო­რის, იმი­ტომ, რომ ის გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას ვი­სა­უბ­როთ ყვე­ლა­ზე მთა­ვარ­ზე, ისეთ რა­მე­ებ­ზე, რომ­ლებ­საც ყო­ველ­დღი­ურ სა­უ­ბარ­ში ვერ შე­ე­ხე­ბი.


ჩემ­თვის სა­ქარ­თვე­ლო კი­ნო­თი და­ი­წყო: მი­ხე­ილ კო­ბა­ხი­ძის მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი შავ-თეთ­რი ფილ­მე­ბით, ოთარ იო­სე­ლი­ა­ნის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ლენ­ტე­ბით და ყვე­ლა­ფე­რი იმით, რა­საც კი­ნო­ში რეზო გაბ­რი­ა­ძე აკე­თებ­და, გი­ორ­გი და­ნე­ლი­ა­სა და ელ­დარ შენ­გე­ლა­ი­ას­თან ერ­თად. ყვე­ლა მათ­გან­მა ერ­თად და სა­თი­თა­ოდ აღ­მო­მა­ჩე­ნი­ნეს უც­ნო­ბი, თით­ქმის ზღაპ­რუ­ლი ქვე­ყა­ნა და­სახ­ლე­ბუ­ლი გა­სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნე­ბით: მკვეთ­რი, მხი­ა­რუ­ლი, ხელ­გაშ­ლი­ლი, მომ­ღე­რა­ლი, რა­ინ­დულ ქმე­დე­ბებ­ზე წამ­სვლე­ლი, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ჩემი ჩრდი­ლო­ეთ სამ­შობ­ლოს­თვის. ეს ქვე­ყა­ნა კი არა, ერთი დიდი „შე­რე­კი­ლე­ბის“ ოჯა­ხი იყო, შეკ­რე­ბი­ლი უზარ­მა­ზა­რი მა­გი­დის გარ­შე­მო.


აღ­მაფრ­თო­ვა­ნეს ამ ადა­მი­ა­ნებ­მა, გა­მი­ჩი­ნეს სურ­ვი­ლი მი­მე­ბა­ძა მათ­თვის და რაც შე­იძ­ლე­ბა მალე გავმხდა­რი­ყა­ვი იმ ქარ­თუ­ლი სუ­ლის უსას­რუ­ლო დღე­სას­წა­უ­ლის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ამ ფილ­მებ­ში იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

მე და­ვუ­ჯე­რე გაბ­რი­ა­ძეს, და­ნე­ლი­ას, იო­სე­ლი­ანს და ყვე­ლა და­ნარ­ჩენს და გა­ვემ­გზავ­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში.


და იცით, რა აღ­მოჩ­ნდა? რომ მათ არ მო­ვუ­ტყუ­ე­ბი­ვარ. თით­ქოს მარ­თლაც ჩემს საყ­ვა­რელ ფილმში - „არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მო­ფე­ნა“ აღ­მოვ­ჩნდი. აღ­მოვ­ჩნდი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, რომ­ლე­ბიც ფიქ­რის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით, ჟეს­ტე­ბი­თა და ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ადა­მი­ა­ნი სამ­ყა­როს სა­უ­კე­თე­სო მო­მენ­ტებ­ში შე­იც­ნობს და რომ ცხოვ­რე­ბა - ეს არის მის­და­მი სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­ტყდო­მა.


სწო­რედ ამ სიყ­ვა­რუ­ლით, ამ ინ­ტე­რე­სი­თა და ყუ­რა­დღე­ბით და­ვი­წყე წიგ­ნის, სა­ხელ­წო­დე­ბით „სა­ქარ­თვე­ლო“ ყო­ვე­ლი გვერ­დის ფურცვლა და მისი ის­ტო­რი­ის არა მხო­ლოდ ბედ­ნი­ე­რი, არა­მედ უბე­დუ­რი დღე­ე­ბის შეს­წავ­ლა. მი­უ­ხე­და­ვად ქარ­თვე­ლე­ბის მცდე­ლო­ბე­ბი­სა მო­უყვნენ მსოფ­ლი­ოს თა­ვი­ან­თი ტკი­ვი­ლის შე­სა­ხებ და იმის შე­სა­ხებ, რაც თუნ­დაც აფხა­ზე­თის ომში მოხ­და, საკ­მა­ოდ რთუ­ლია: მსოფ­ლიო - დიდი გუნ­დია და სა­ქარ­თვე­ლოს ხმა მას­ში გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლია, თუმ­ცა მისი გა­გო­ნე­ბა არც ისე ად­ვი­ლი.


- აღ­წე­რეთ წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბის პრო­ცე­სი, რო­გო­რი ის ემო­ცი­ე­ბი, რა­საც წე­რის პრო­ცეს­ში გა­ნიც­დი­დით?


- იცით, რი­გის ერთ-ერთ ცენ­ტრა­ლურ ბულ­ვარ­ში, მე­მო­რი­ა­ლუ­რი დაფა კი­დია შოთა რუს­თა­ვე­ლის „ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ ცი­ტა­ტით: „ვინ მოყ­ვა­რე­სა არ ეძებს, იგი თა­ვი­სა მტე­რია“. ეს წიგ­ნი ქვე­ყა­ნას ჩემი მალ­ხაზ ჯა­ჯა­ნი­ძეს­თან მე­გობ­რო­ბის შე­დე­გად მო­ევ­ლი­ნა. მე ის 10 წლის წინ გა­ვი­ცა­ნი, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ჩა­მო­ვე­დი. ჩვენ მა­ლე­ვე დავ­მე­გობ­რდით, ხში­რად ვა­ტა­რებ­დი დროს მას­თან სტუმ­რო­ბა­ში, მაგ­რამ ისე­თი ნდო­ბის მი­საღ­წე­ვად, რო­მე­ლიც მისი სუ­ლის ყვე­ლა­ზე სა­თუ­თი კუნ­ჭუ­ლის, მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი ნა­წი­ლის შე­საც­ნო­ბად იყო სა­ჭი­რო, ბევ­რი წელი დაგ­ვჭირ­და.

ის, რისი გა­და­ტა­ნაც მას და ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვი­საც აფხა­ზეთ­ში სა­კუ­თა­რი სახ­ლე­ბის იძუ­ლე­ბით და­ტო­ვე­ბა მო­უხ­და, იმ­დე­ნად მტკივ­ნე­უ­ლია, რომ მი­უ­ხე­და­ვად გან­ვლი­ლი წლე­ბი­სა უბ­რა­ლოდ ადა­მი­ა­ნუ­რად რთუ­ლია მო­ყო­ლა: შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვიო თა­ნაგ­რძნო­ბა, მაგ­რამ რთუ­ლია ვინ­მემ გა­გი­გოს. ამი­ტომ, რო­დე­საც მალ­ხაზ­მა სა­კუ­თა­რი ის­ტო­რი­ის გა­ზი­ა­რე­ბა გა­და­წყვი­ტა, ეს ჩემ­თვის ჭეშ­მა­რი­ტი და ფას­და­უ­დე­ბე­ლი გულ­წრფე­ლო­ბა აღ­მოჩ­ნდა.


ამის გა­გე­ბა მარ­თლაც რთუ­ლია: რა­ტომ ცხოვ­რო­ბენ მის სახ­ლში უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი იქ, სა­დაც წას­ვლის უფ­ლე­ბაც, მა­გა­ლი­თად მე მაქვს და მას - არა? ეს არ გტო­ვებს გულ­გრილს. მო­ნა­თხრობ­მა იმ­დე­ნად შემძრა, გა­დავ­წყვი­ტე მის მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი, დავ­მდგა­რი­ყა­ვი მისი დან­გრე­უ­ლი სახ­ლის ზღურ­ბლზე და დავ­კონ­ტაქ­ტე­ბო­დი ნა­თე­სა­ვებს, რომ­ლებ­თა­ნაც მალ­ხაზს ალა­ხა­ძის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ კო­მუ­ნი­კა­ცია არ ჰქო­ნია. მე ეს გა­ვა­კე­თე.


რო­დე­საც მალ­ხა­ზის ბი­ძას­თან ვი­ყა­ვი სტუმ­რად და მისი სახე და­ვი­ნა­ხე, პირ­ვე­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას - 26 წლის შემ­დეგ, მივ­ხვდი, რომ ეს ემო­ცი­ე­ბი უბ­რა­ლოდ არ შე­იძ­ლე­ბო­და უთ­ქმე­ლად დარ­ჩეს; რომ მალ­ხა­ზის ის­ტო­რია აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იქ­ნას მო­ყო­ლი­ლი იმის­თვის, რომ დევ­ნი­ლე­ბი­სა და ომ­გა­მოვ­ლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის თი­თო­ე­ულ­მა სა­ბე­დის­წე­რო ამ­ბავ­მა, მის ის­ტო­რი­ა­ში ანა­რეკ­ლი იპო­ვოს.


- წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბას რა დრო დას­ჭირ­და?


- გა­აჩ­ნია, რო­გორ და­ვით­ვლით. უშუ­ა­ლოდ წიგ­ნის წე­რის პრო­ცე­სი ორ წელ­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და, მაგ­რამ წიგ­ნი მხო­ლოდ შავი ნა­წე­რი­დან გა­და­თეთ­რე­ბუ­ლი სი­ტყვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არ არის. ესაა მთე­ლი დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა: რო­გორც პი­რა­დი, ისე სხვი­სი. ჩემ­თვის წიგ­ნის წერა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ კი­დევ პირ­ვე­ლი ჩა­მოს­ვლი­სას და­ი­წყო. თით­ქმის ათი წელი დამ­ჭირ­და იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო ბო­ლომ­დე შე­მეგ­რძნო, შე­მეც­ნო მისი ცხოვ­რე­ბის წესი და ჩავფლუ­ლი­ყა­ვი გა­რე­მოც­ვა­ში. მალ­ხაზს ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ ჰქონ­და, მან თა­ვად იცხოვ­რა ამ ის­ტო­რი­ით. მის­თვის ჩვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სის სიმ­ბი­ო­ზი ემო­ცი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით იყო რთუ­ლი: თა­ვი­დან გა­მო­იწ­ვიო შენს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ის, რის და­ვი­წყე­ბა­საც ამ­დე­ნი წელი ცდი­ლობ.


მე ძა­ლი­ან მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ნამ­დვი­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი დუ­ე­ტი გა­მოგ­ვი­ვი­და სა­ერ­თო მიზ­ნით: დაგ­ვე­წე­რა არა უბ­რა­ლოდ ემო­ცი­უ­რი მო­ნა­თხრო­ბი იმ მოვ­ლე­ნებ­ზე, არა­მედ მაქ­სი­მა­ლუ­რად ობი­ექ­ტუ­რი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ის­ტო­რია, რომ­ლის მა­გა­ლით­ზე ადა­მი­ა­ნებს შე­ეძ­ლე­ბათ გა­იხ­სე­ნონ ბა­ნა­ლუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, რო­მე­ლიც ასე ხში­რად ავი­წყდე­ბათ: მთე­ლი ძა­ლით უნდა ვე­ცა­დოთ ომის თა­ვი­დან არი­დე­ბას, იმი­ტომ, რომ ომ­გა­მოვ­ლილ­თათ­ვის ის არ მთავ­რდე­ბა ბოლო გას­რო­ლი­ლი ტყვი­ით და მათ სი­ცო­ცხლის ბოლო წუ­თამ­დე თან სდევს.


- ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის­გან რა მო­ლო­დი­ნე­ბი გაქვთ?

- ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის­გან მხო­ლოდ ერთი მო­ლო­დი­ნი შე­იძ­ლე­ბა მქონ­დეს, რომ ისი­ნი გა­დაშ­ლი­ან ამ წიგნს და წა­ი­კი­თხა­ვენ, იმი­ტომ, რომ ის მათ­თვის და­ი­წე­რა. რო­გორც გა­მოც­დი­ლე­ბამ გვიჩ­ვე­ნა, ვინც წიგ­ნის გა­დაშ­ლა გა­და­წყვი­ტა, ვე­რა­ვინ მო­ა­ხერ­ხა მისი გა­და­დე­ბა. არა­ერ­თმა მკი­თხველ­მა წა­ი­კი­თხა 480 გვერ­დი ერთ დღე-ღა­მე­ში. მა­გა­ლი­თად, კი­ნო­სა და თე­ატ­რის ლე­გენ­და­რულ­მა ქარ­თველ­მა მსა­ხი­ობ­მა, გოგი ხა­რა­ბა­ძემ.


წიგ­ნი - ესაა სა­უ­ბა­რი ავ­ტორ­სა და მკი­თხველს შო­რის ყვე­ლა­ზე მთა­ვარ­ზე, ხოლო ლი­ტე­რა­ტუ­რა - ხერ­ხი გა­ა­ცო­ცხლო სა­კუ­თა­რი თა­ვის უც­ნო­ბი ნა­წი­ლი, მი­ი­ღო გა­მოც­დი­ლე­ბა, რე­ა­ლო­ბა­ში გან­ცდის გა­რე­შე და ამ­გვა­რად გა­ი­გო რა­ღაც ახა­ლი სა­კუ­თარ თავ­ზე. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ თქვე­ნი სული სა­სახ­ლეა უამ­რა­ვი ოთა­ხით. და თი­თო­ე­ულ მათ­გან­ში შუ­ქია ჩამ­ქრა­ლი. ამ­გვა­რად, ყო­ვე­ლი წა­კი­თხუ­ლი წიგ­ნი სი­ნათ­ლეა, რო­მე­ლიც ამ ოთახ­ში ინ­თე­ბა და თქვენ იგებთ, რომ მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ის თქვენ­ში იყო.


- თუ მი­ი­ღეთ უკუ­კავ­ში­რი მკი­თხვე­ლის­გან და რო­გო­რია ის?


- მე და მალ­ხა­ზი უსა­ზღვროდ მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ იმ შთამ­ბეჭ­და­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბის გამო, რომ­ლე­ბიც წიგ­ნის გა­მოს­ვლას მოჰ­ყვა, არამ­ხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ უკ­რა­ნი­ა­შიც, სა­დაც წიგ­ნის უკ­რა­ნი­უ­ლი თარ­გმა­ნი უკვე გა­მო­ი­ცა. ინ­ტე­რე­სი და წარ­მა­ტე­ბა, რო­მე­ლიც წიგნს უკ­რა­ი­ნა­ში სდევს თან, კი­დევ ერთხელ უს­ვამს ხაზს ორი ერის სი­ახ­ლო­ვეს, რო­მელ­თაც შავი ზღვის გარ­და, სა­ერ­თო უბე­დუ­რე­ბაც აერ­თი­ა­ნებს.


ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი სი­ტყვა, რო­მელ­საც მკი­თხვე­ლი თა­ვის შე­ფა­სე­ბებ­ში იყე­ნებს ესაა „ადა­მი­ა­ნუ­რი“. ჩვენ ძა­ლი­ან გვინ­დო­და დაგ­ვე­წე­რა ობი­ექ­ტუ­რი, აპო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბა­ვი ერთ პი­რად, მაგ­რამ ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ სა­ბე­დის­წე­რო ის­ტო­რი­ულ ამ­ბავ­ზე იმის­თვის, რომ მი­უ­ხე­და­ვად თე­მის სიმ­ძი­მი­სა, ის გა­მო­სუ­ლი­ყო ადა­მი­ა­ნუ­რი, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ნა­თე­ლი და ლი­რი­უ­ლი; იმის­თვის, რომ მას­ში ყო­ფი­ლი­ყო ად­გი­ლი ყვე­ლაფ­რის­თვის, რაც ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­შია და არა მხო­ლოდ მწუ­ხა­რე­ბის­თვის.


ვფიქ­რობ, რომ წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერთი სა­ი­დუმ­ლო ისაა, რომ ომი 16 წლის მო­ზარ­დის თვა­ლი­თაა და­ნა­ხე­ბუ­ლი: სუფ­თა, სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო, სამ­ყა­რო­სად­მი გახ­სნი­ლი ბი­ჭი­სა, რო­მე­ლიც იძუ­ლე­ბუ­ლია გა­ი­ა­როს ყვე­ლა ეს კოშ­მა­რი „დი­დუ­რი თა­მა­შე­ბი­სა“. ასე­თი ბავ­შვი თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­ში ცხოვ­რობს და ჩვენ სწო­რედ მას მივ­მარ­თავთ!


0
144
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0