x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ლიბიის მოკლული პრეზიდენტის მომხრე მარშალ ხაფტარის არმიამ ამერიკას გადასცა დაქირავებული მფრინავი, რომელიც ტრიპოლთან ჩამოაგდეს

image ლიბიის ეროვნული არმიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემით ჩამოგდებულ იქნა ლიბიის სამთავრობო, ეროვნული თანხმობის არმიის სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც მოწინააღმდეგე მხარის პოზიციებს ბომბავდა.
ჩამოგდებული თვითმფრინავის მფრინავმა მოასწრო კატაპულტირება და ის ლიბიის ეროვნული არმიის მებრძოლებმა დაატყვევეს.
მფრინავი ამერიკელი დაქირავებული აღმოჩნდა.
ლიბიის ეროვნული არმიის მებრძოლებს მარშალმა ხაფტარმა კატეგორიულად აუკრძალა მფრინავს ფიზიკურად გასწორებოდნენ, რადგან ის და ლიბიის ეროვნული პარლამენტი, რომელიც ოფიციალურად აღიარებულ ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობას არ ემორჩილება, ცდილობენ ამერიკასთან ერთად სხვა ქვეყნებთანაც მოაგვარონ ურთიერთობები.
ამერიკელი მფრინავი გადასცეს ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ წარმომადგენლებს, ამასთან ერთად მისცეს სამუდამო დეპორტაცია ქვეყნიდან.
სამხედრო თვითმფრინავი, ეომელსაც ამერიკელი მფრინავი მართავდა ჩამოგდებულ იქნა ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლთან. როგორც იცით, ხაფტარის არმია მეორე თვეა გაშმაგებით უტევს ქვეყნის დედაქალაქს.
ამ დღეებში ხაფტარმა ბრძოლაში ჩართო მისი არმიის ორი ელიტარული ბატალიონი.
imageimage ამ ელიტარულ ბატალიონებს მარშალმა ხალიფა ხაფტარმა ამოცანად დაუსახა ტრიპოლის განთავისუფლება "ტერორისტებისაგან", როგორც ის უწოდებს ოფიციალურად აღიარებულ ეროვნული თანხმობის მთავრობას.
ხაფტარის თქმით ტრიპოლის აღებისთანავე ტრიპოლში შექმნის კონსტიტუციურ კომიტეტს, რომელიც ქვეყანაში სამართლიან არჩევნებს ჩაატარებს, რითაც ბოლო მოეღება სამოქალაქო ომს.
ესეც მარშალი ხალიფა ხაფტარი
image


0
214
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
214