x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ირანი ტრამპს XVIII საუკუნის დანაშაულის მომზადებაში ადანაშაულებს
image
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარის უკანონობაზე მიუთითებს. ამის შესახებ მან CNN- თან ინტერვიუში განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რო აკრძალული იარაღის გამოყენების გარდა, შეერთებულ შტატებს არ გააჩნია ირანის დანგრევის შესაძლებლობა, ეს განზრახვა კი არის უკანონო. ზარიფის სიტყვით ამერიკის ლიდერს უნდა ახსოვდეს, რომ ახლა არ არის მეთვრამეტე საუკუნე, არსებობს გაეროს ქარტია და ძალის გამოყენების საფრთხე უკანონოა. - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ირანის მინისტრმა დაამატა, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია ირანის მთავრობის შელახვას ცდილობს და არასწორი ანალიზის საფუძველზე თეირანს ემუქრება. "ახლა პრეზიდენტი ტრამპი მოხვდა სიტუაციაში და ის თვლის, რომ მას სჭირდება იქიდან გამოსვლა." - ამბობს ზარიფი.

25 ივნისს ტრამპმა გამოაცხადა, რომ ვაშინგტონი ძლიერ რეაგირებას მოახდენს ირანის წინააღმდეგ, ამერიკელებზე თავდასხმის ნებისმიერ შემთხვევის დროს. მისი თქმით, ზოგიერთ ასპექტში ეს იქნება სრული განადგურება. მანამდე ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანმა ისაუბრა ამერიკის ლიდერის ადმინისტრაციის გამოუვალ მდგომარეობაზე და თეთრი სახლის ადმინისტრაციის გონებრივ ჩამორჩენაზე.


ურთიერთობები შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ერთი წლის წინ გამწვავდა. 2018 წლის მაისის დასაწყისში ტრამპმა განაცხადა ვაშინგტონის 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან ცალმხრივი გასვლის და თეირანის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ.

შეერთებული შტატების შეზღუდული ზომების ახალი პაკეტი ძალაში შევიდა ნოემბერში. სანქციები ვრცელდება ქვეყნის ნავთობის ექსპორტზე, მრეწველობაზე, ვაჭრობასა და ცენტრალური ბანკის ოპერაციებზე და დოლარით ვაჭრობაზე.

0
131
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0