x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მარტოხელა მოცურავე-პირველი მამაკაცი ,რომელმაც "არამამაკაცური" სპორტით გაითქვა სახელი
image
'როდესაც 15 წლის ვიყავი, აუზში ყოფნის დროს გოგონები ალმაცერად მიყურებდნენ, ხოლო მწვრთნელებს იმედი ჰქონდათ, რომ მივანებებდი თავს"-ამბობს პირველი სინქრონული(იგივე მხატვრული) ცურვის ოსტატი ალექსანდრე მალცევი.


დღეს იგი 24 წლისაა და არის მსოფლიოს ორგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი სინქრონულ ცურვაში, მან მიაღწია ამას, მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებით დასცინოდნენ სხვა სპორტსმნები, გულგრილები იყვნენ მის მიმართ მწვრთნელები და მეტიც, სპორტული სკოლიდანაც კი გააძევეს.


ათის წლის წინ მარტოხელა მოცურავეს გოგონები, როგორც თეთრ ყვავს, ისე უყურებდნენ, შვიდი წლის წინ კი რიგში იდგნენ ქასთინგზე, რომ ალექსანდრესთან ერთად წყვილში გამოსულიყვნენ.image


"ყველაზე ძნელი სინქრონულ ცურვაში არის წინ აღუდგე საზოგადოებრივ აზრს, რომ სპორტის ეს სახეობა არის მხოლოდ ქალებისთვის-აღნიშნავს ალექსანდრე მალცევი-მიღებულია, რომ სინქრონული ცურვა, ისევე როგორც მხატვრულ ტანვარჯიშში აუცილებელია გრაცია, მოქნილობა და პლასტიკა, რომელიც არასაკმარისი აქვთ მამაკაც სპორტსმენებს, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ მამაკაცთა გარეშე სინქრონულ ცურვას არა აქვს პერსპექტივა"




16 წლის იყო ალექსანდრე, როდესაც სპორტული სკოლიდან გარიცხეს:მწვრთნელებმა არ იცოდნენ რა მოეხერხებინათ ჯიუტი ყმაწვილისთვის, რომელიც 7 წლის ასაკიდან დაჟინებით ვარჯიშობდა გოგონებთან ერთად, ტურნირებში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, რადგან ეს სპორტის სახეობა მხოლოდ ქალებისთვის იყო განკუთვნილი.

image

2008 წელს ოლიმპიურმა ჩემპიონმა ოლგა კუჟელამ სანკტ-პეტერბურგში სინქრონული ცურვის სკოლა გახსნა, ადამიანურად შეეცოდა ალექსანდრე და ნება დართო აუზში ევარჯიშა, რა დროსაც ალექსანდრე ხშირად დაცინვის ობიექტი იყო.


ყველაფერი შეიცვალა 2014 წლიდან, როდესაც ყატარში გამართულ კონგრესზე ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ(FINA)-მ მიიღო გადაწყვეტილება მსოფლიო ჩემპიონატზე სინქრონულ ცურვაში შერეული წყვილების გამოსვლის შესახებ, აღმოჩნდა, რომ ალექსანდრე მარტო არ იყო, იყვნენ მსოფლიოდან სხვა მამაკაცი ენთუზიასტებიც(მაგალითად ამერიკელი ბილი მეი).

ან დღიდან მოყოლებული ალექსანდრე რუსეთის ნაციონალურ ნაკრებში ჩარიცხეს.

image

2015 წლის ივნისში ალექსანდრე მალცევი დარინა ვალიტოვასთან ერთად შერეულ წყვილში პირველად ისტორიაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა სინქრონულ ცურვაში, რომელიც იტალიის დედაქალაქ რომში გაიმართა.


ამავე წელს მალცევი მსოფლიო ჩემპიონი ხდება(ისევ დარინა ვალიტოვასთან ერთად), საწყალოსნო სახეობების მსოფლიო ჩემპიონატზე რომელიც ქალაქ ყაზანში გაიმართა.

image

2016 წელს FINA-მ ალექსანდრე მალცევი მსოფლიოს საუკეთესო სინქრონისტად დაასახელა.


ამის შემდეგ მორიგ მსოფლიო ჩემპიონატზე ბუდაპეშტში(2017) კვლავ მსოფლიო ჩემპიონი ხდება (ამჯერად მიქაელა კალანჩასთან ერთად)

ამავე წელს იგი ხელმეორედ დაასახელდა მსოფლიოს საუკეთესო სინქრონისტად


2018 წლიდან ალექსანდრე ახლა პარტინორთან, ევროპის ორგზის ჩემპიონთან -მაია გურბანბერდიევთან ერთად გამოდის, რა დროსაც, ორჯერ ოქროს მედლის მფლობელი ხდება(პარიზში და საბერძნეთის კუნძულ სიროსში გამართულ მსოფლიოს სერიულ ჩემპიონატებში)


ამა წლის ივნისში FINA Artistic Swimming World Series 2019-ში გულბანბარდიევასთან ერთად სუეპერფინალის გამარჯვებული გახდა.

0
648
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
648
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0