x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ხრიკები, რომლებიც ზღვაზე დასვენებისას გამოგადგებათ
ალბათ, მთელი წლის მანძილზე ელოდება ბევრი თქვენგანი შვებულებას თუ უბრალოდ საზაფხულო არდადეგებს, რომ გახსნას ქისა დანაზოგით და ცხელ კლიმატს თავი ზღვაზე შეაფაროს. დამეთანხმებით, რომ ხშირია შემთხვევები ზღვაზე, რომელმაც ასე ნანატრი შვებულება და განტვირთვის დღეები გაგიფუჭათ.


image



იმისათვის, რომ ნანატრი შვებულება ყოველგვარი უსიამოვნო სიტუაციების გარეშე ჩაატაროთ, გთავაზობთ სტატიას, სადაც მოცემული ხრიკების ცოდნა, თქვენს დასვენებას წარმოუდგენელს გახდის.




1. მზის გულზე დატოვებული ფეხსაცმელები აუცილებლად გაცხელდება და მათი ჩაცმა შეუძლებელი გახდება. ამიტომ, ფეხი რომ არ დაგეწვათ, წყალში ჩასვლამდე ისინი დადეთ ამობრუნებული.image





2. იმისათვის, რომ ავტომობილის გასაღები არ დაკარგოთ, მცენარის ღერო ან ხის ნედლი წვრილი ტოტი გამოაბით გასაღებს და ავტომობილის საბურავს მიამაგრეთ შიდა მხრიდან.image





3. სანაპიროზე წოლისას ქვიშამ რომ დისკომფორტი არ შეგიქმნათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ მსგავსი ტიპის ფარდაგი. ასე დაიცავთ თავსაც და ნივთებსაც ქვიშისგან.image





4. როგორ გავუფრთხილდეთ ჩვენთვის ფასეულ ნივთებს? ხშირია შემთხვევები ზღვაზე, როდესაც წყლიდან დაბრუნებულს, შეზლონგთან, თქვენი პირადი ნივთები აღარ გხვდებათ. ძნელია ამ დროს სიტუაცია აკონტროლოთ და მით უმეტეს დაიჭიროთ ქურდი. სწორედ ასეთი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით გამოგადგებათ ბავშვის პამპერსი, სადაც მოათავსებთ გასაღებს, ფულსა და პირად ნივთებს. დამერწმუნეთ, ქურდს პამპერსის მოპარვა აზრადაც არ მოუვა თავში.image





5. წყალმა ან ქვიშამ თქვენი ტელეფონი რომ არ დააზიანოს, ამისათვის გამოიყენეთ ზიპ-ცელოფანი, ან ე.წ "სტრეიჯის"- საკვები პროდუქტებისთვის გამოსაყენებელი ცელოფანი. მათი საშუალებით დაიცავთ თქვენს ტელეფონს ბზარებისა და დასველებისგან.imageimage





6. როგორ გავიქროთ, ზღვაზე, მზისგან მიღებული დამწვრობა სწრაფად? მცენარე ალოე შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ჭრილობების შეხორცებას, ამცირებენ შეშუპებას და ხელს უწყობენ სხეულს ტენის შენარჩუნებაში. ეს სწორედ ის შესანიშნავი "ინსტრუმენტია", რომელიც მზისგან დამწვრობის დროს გამოგადგებათ. ცოცხალი მცენარიდან გამოწურეთ წვენი და გაყინეთ საყინულეში. (ან იქონიეთ წინასწარ მაცივარში) დამწვრობის შემთხვევაში გაყინული ალოე წაისვით სახეზე, ხელებსა და სხეულის ნებისმიერ დამწვარ მიდამოზე. ის ხელს შეუწყობს შეამციროს ტკივილი, ქავილი და სწრაფად აღადგენს კანს.image






7. ფეხები რომ არ გაგევსოთ ქვიშით, ამისათვის გამოიყენეთ საბავშვო ტალკი. მანამ, სანამ წახვალთ სანაპიროზე, საბავშვო ტალკი შეიზილეთ ფეხებზე და ჩაიცვით სუფთა წინდა, რათა ფეხის კანმა შთანთქოს ის, შედეგად კი ზღვაზე სიარულის დროს, თქვენი ტენიანი ფეხები ქვიშის ყოველ მარცვალს დააიგნორებს.image





8. ასევე, მარტივად დაიცავთ ბოთლებს გამაგრილებელი სასმელით, ქვიშით დაბინძურებისგან, თუ მას ერთჯერად ჯიქაში ჩადებთ.image





P.S. ბედნიერ დასვენებას გისურვებთ!




იხილეთ აგრეთვე:


როგორ მივიღოთ ჯანმრთელი და სასურველი რუჯიimage







სარეცხის მანქანით რეცხვის 5 საიდუმლო. დიასახლისებო ეს უნდა იცოდეთ!image



1
551
9-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
551
  
2019, 27 ივნისი, 23:00
ახლა წაიკითხავს ქურდი პამპერსზე და სადაც კი ნახავს პლაჟზე ბავშვის პამპერსს, ყველას მოიპარავს :დდ
0 1 1