x
მეტი
  • 19.07.2019
  • სტატია:92534
  • ვიდეო:341546
  • სურათი:454551
რატომ აშენებდნენ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ძირითადად ცხრა სართულიან კორპუსებს ?

imageრათქმაუნდა, საბჭოთა კავშირის არქიტექტურულ პროექტებს შორის მხოლოდ ცხრა სართულიანი კორპუსები არ იყო. შეუძლებელია ხუთ სართულიანი „ხრუშოვკები“ არ გავიხსენოთ და თოთხმეტ ან თექვსმეტ სართულიანი „ღირსშესანიშნაობები“. თუმცა ცხრა სართულიანი კორპუსები დიდი ქალაქების მთავარ ნაგებობად იქცა. ამას თავისი მიზეზიც ჰქონდა - უპირველეს ყოვლისა უსაფრთხოება. როგორც ცნობილია, საბჭოთა კავშირში არსებობდა საცხოვრებელი სახლების მსოფლიო სტანდარტებთან შესაბამისი უსაფრთხოების ნორმები. ან ნორმების მიხედვით 28 მეტრზე მეტი სიმაღლის შენობებს სჭირდებოდათ კიბეები მცხოვრებლების ევაკუაციისთვის. ასეთი კიბეები კორპუსის გარედან ერკერებზე მაგრდებოდა, ძირითადად კორპუსის იმ მხრიდანს, საიდანაც ქარი უბერავდა. ასევე ეს კიბეები აუცილებლად განათებული უნდა ყოფილიყო. გარდა ამისა მაღალსართულიან კორპუსებში ვენტილაციის და ბოლგამწოვ სისტემას დამოუკიდებლად უნდა ემუშავა, რაც იმ დროისთვის არც თუ ისე იოლი მისაღწევი იყო.
მეორე ნიუანსიც უსაფრთხოებას ეხებოდა. იმ დროის სახანძრო მანქანების კიბის მაქსიმალური გაშლის სიგრძე 28 მეტრი იყო. ზუსტად იმდენი, სადამდეც შესაძლებელი იყო მწყლის ცოტაოდენი მარაგითაც წყლის ჭავლის მიწვდენა, დაახლოებით მეცხრე სართულამდე. ამის გამო საევაკუაციო კიბეების დამატების საკითხი არაერთხელ განიხილეს.
პრაქტიკულობა და ეკონომიურობა იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელობდნენ საბჭოთა კავშირში. ცხრა სართულიანი კორპუსებში ფართის თვითღირებულება გაცილებით ხელსაყრელი იყო, ვიდრე ხუთ სართულიანების. თუმცა ათზე მეტ სართულიან კორპუსებში ასეთმა მიდგომამ აღარ გაამართლა. დამატებითი საევაკუაციო კიბეების, ბოლგამწოვებისა და მეორე ლიფტის დამატების აუცილებლობამ მაღალსართულიანი კორპუსების თვითღირებილება მკვეთრად გაზარდა.
თვიღღირებულება მისაღები რომ გამხდარიყო, მაშინ საბაზრო ფასის კონკურენტიანი მხოლოდ 15 და მეტ სართულიანი კორპუსები უნდა აეშენებინათ, რაც ძალიან ძნელი იყო, მითუმეტეს ისეთ რეგიონებში, სადაც გრუნტის სტრუქტურა აშენების საშუალებას არ იძლეოდა. ამიტომაც 14 სართულიანი კორპუსების აშენება უფრო მარტივი გამოვიდა, თუმცა ზემოხსენებული მიეზების გამო იქ ცხოვრება შედარებით ძვირი სიამოვნება გახდა, რაოდენობა - შეზღუდული. საბოლოო ჯამში ცხრა სართულიან კორპუსებში ცხოვრება გაცილებით ხელმისაწვდომად და უსაფრთხოდ იქნა მიღებული.

0
702
2-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
702
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0