x
მეტი
  • 19.07.2019
  • სტატია:92538
  • ვიდეო:341548
  • სურათი:454552
როგორ უყვართ ზოდიაქოს ნიშნებს

image


"ჩვენ არავინ გვიყვარს სილამაზის, ტანისამოსის ან სიმდიდრის გამო. ჩვენ გვიყვარს იმიტომ რომ მასში მელოდიაა, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვესმის”

– ამბობდა დიდი ინგლისელი მწერალი ოსკარ უაილდი და ალბათ, თითოეულ ადამიანს მართლაც ის მელოდია ესმის, როგორი სიყვარულიც თავად გააჩნია.

...

ვნახოთ, რას გვეუბნებიან ვარსკვლავები. როგორ უყვართ ზოდიაქოს ნიშნებს:

^^^

image
1. ვერძი

სიყვარულისა და სექსისთვის ადრეულ ასაკშივე მზად არიან.

პირველი დანახვისთანავე შეყვარება სჩვევიათ და როცა უყვარდებათ, მათ ვნებას ვეღარაფერი აჩერებს. ვერძს განსაკუთრებით იზიდავს ის, რაც ადვილად მისაღწევი არ არის. აკრძალული ხილის დაგემოვნების სურვილი ნებისმიერ ფასად!- აი, მისი შინაგანი ნება

ვერძი მგრძნობიარე საყვარელია, რომლის კაპრიზებიც ისე უნდა დაკმაყოფილდეს, როგორც ჭირვეული ბავშვისა.

ვერძს აქვს რაღაც საერთო გამოქვაბულის ადამიანთან. ის ისწრაფვის სწრაფად დაიმორჩილოს პარტნიორი. მიზნის მიღწევის მერე კი ხშირად უკანმოუხედავად გაქცევის სურვილი ებადება.

ვერძი ხშირად ახერხებს გმირად წარმოჩინდეს საყვარელი ადამიანის თვალში და ამიტომ მისთვის ჩადენილ საგმირო საქმეებზეც ხშირად ოცნებობს.

თუკი ვერძმა შეგიყვარა, მთელ ენერგიას მოგახვევს და თავს ჯადოსნურ სამყაროში წარმოიდგენ.


^^^

image

2. კურო

თუ კურომ შეგიყვარათ დევნას არასდროს დაგიწყებთ. მას ურჩევნია ისე მოხიბლოს თავისი რჩეული, აიძულოს აქეთ ელტვოდეს.

კუროსთვის გრძნობა და სურვილი ერთი და იგივეა. თუ გატაცებულია, ბოლომდე მიდის, მიუხედავად იმისა, ტკბილია თუ მწარე ეს ბოლო. კუროს სიყვარულს ვერც კრიტიკა აფერხებს, ვერც უხერხულობა და დისკომფორტი.

კუროს სიყვარული მზით გაჩახჩახებული დაუსახლებელი კუნძულის ინტიმითა და თბილი, ბნელი გამოქვაბულის იდუმალებითაა გაჟღენთილი. ეს ღრმა, ფაქიზი და ხანგრძლივი გრძნობაა.

მას უყვარს ნაზად და თანდათან...

ის მუდამ მშვიდია და აუღელვებელია. თუმცა ეს ერთი შეხედვით. სინამდვილეში შინაგნად იწვება.

ის ზედმეტად მგრძნობიარეა მუსიკისადმი და ეჭგვარეშეა, აქვს საყვარელი მელოდაც, რომელიც თქვენს თავს ახსენებს.

კურო, თბილია, ღუნღულა და მოსიყვარულე. მასთან თავს ისე გრძნობთ, თითქოს სახლში ხართ.


^^^

image

3. ტყუპები

ტყუპის სიყვარული იოლია და სასიამოვნო იმ შემთხვევაში, თუ გრძნობას მთელი ძალით არ მიეცემით. საჭირო არ არის ურთიერთობების გართულება და დრამატიზება, აუცილებელია ყველაფერს მარტივად და მშვიდად მოეკიდოთ, არ მოაბეზროთ თავი და არ გააპროტესტოთ მისი ცვალებადობა (ის ხომ ტყუპია)— სჯობს მასთან ერთად შეიცვალოთ.

ტყუპები უპირატესობას ბრწყინვალე გონებას ანიჭებენ და არა ძვირფას სამოსსა თუ სამკაულებს.

როგორც წესი, რამდენჯერმე ქორწინდებიან. თუმცა, რაც უფრო გვიან დაოჯახდება, მით დიდია შანსი იმისა, რომ ქორწინებამ სამუდამოდაც გასტანოს.

ტყუპის სიყვარულს ისეთი გრძნობა ახლავს თავს, თითქოს მთელი ქვეყნისგან დაცული ხართ. ის თავს მარტოსულად არასდროს გაგრძნობინებთ და ეცდება ყველაფერში მხარში ამოგიდგეთ.


^^^

image

4. კირჩხიბი

ეს ყველაზე მგრძნობიარე და ემოციურად მოწყვლადი ნიშანია მთელ ზოდიაქოში. შეუძლია იცხოვროს ყველაზე მდიდრული და ყველაზე მტანჯველი ცხოვრებით. ხშირად უარყოფს სიყვარულის ფიზიოლოგიურ ასპექტს.

სიყმაწვილეში კიბოები რომანტიკოსები არიან და იდეალურ სიყვარულზე ოცნებობენ.

კიბო წყნარ და ღრმა ტბას ჰგავს. პირველი გატაცების შემდეგ მისი გრძნობები კიდევ უფრო ღრმა ხდება და ეს დიდებულ, უფაქიზეს საყვარლად აყალიბებს მას.

სექსში იდეალურები არიან, მაგრამ ყველა სექსუალურ კავშირს ემოციური დატვირთვა უნდა ჰქონდეს. ეძებენ და ელოდებიან გულგანმგმირავ სიყვარულს, რომელსაც მთელი არსებით მიეცემიან. მალავენ საკუთარ სურვილებს, რადგან ეშინიათ მათი გავულგარულებისა.

ოცნებობენ მიუწვდომელ სიყვარულზე.

პარტნიორებზე ისე ზრუნავენ როგორც პატარა ბავშვზე.

თუმცა ნამდვილი ოტელოები არიან. უაღრესად ეჭვიანობენ ყოვე წვრილმანზე.

კიბოებს — ქალებსაცა და მამაკაცებსაც — სჩვევიათ, რომ თავი მთლიანად პარტნიორს მიუძღვნან. თუ გრძნობენ, რომ უყვართ, იდეალურები არიან, მაგრამ თუ ამას ვერ გრძნობენ, მაშინ უმძიმესები ხდებიან და ცხოვრებით იტანჯებიან.


^^^

image

5. ლომი

სიყვარული ლომისთვის დღესასწაულია.

ლომის მადა დიდია, სურვილი — მტკიცე, ტკივილი — ღრმა.

არ აღიარებენ მერყეობასა და ეჭვებს გრძნობებში. არ უყვართ, როცა გზაზე ეღობებიან. თუ ლომს სიყვარულზე უარს ეტყვით, ამას საკუთარ თავს ვერ აპატიებს — მისი გაბრაზება გამანადგურებელი ძალისაა.

ლომი დარწმუნებულია, რომ ლამაზია და ეს ხშირად ასეცაა. ამიტომ მოითხოვს გააღმეთონ, ეთაყვანონ.

ლომი მუდამ დიდ ყურადღებას აქცევს რას ფიქრობ მასზე. მისი კეთილგანწოყობის მოპოვება თუ გსურთ უნდა შეუქოთ სიბრძნე, გამჭრიახობა, ან თუნდაც მოდური ტანსაცმელი.

ლომი თავს იკატუნებს, სინამდვილეში კი უსიყვარულოდ არესბობა ვერ წარმოუდგენია. ის მოთმინებით იციდის, როდის მიხვალთ მასთან ტქვენივე ნებით, რომ შემდეგ საკუთარი ბრჭყალები გამოაჩინოს და თავის ნებაზე გატაროთ.

ლომის უპირობო მოთხოვნაა სულით -ხორცამდე მას ეკუთვნოდეთ.


^^^

image

6. ქალწული

ქალწული — ეს მწველი ყინულია. ის არ იღვრება სიტყვებად, სიყვარულის დამტკიცება საქმით ურჩევნია. ისეთ ურთიერთობას ამჯობინებს, რომელშიც აქცენტი გრძნობების სისუფთავეზე კეთდება. თუ ეს ასე არ არის, ქალწული მარტოობას არჩევს.

ქალწულისთვის იუმორს, ინტელექტს და დახვეწილობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

მას ყოველდღიურობაში გახლართული ზედმეტი მგრძნობელობა, უაზრო სიტყვათა და გრძნბობათა გადმოფრქვევა სულაც არ სჭირდება.

ქალწულისადმი გამოხატული ემოცია უნდა იყოს გულწრფელი, ღრმა და არაგაცვეთილი.

ის ერთი შეხედვით სინაზის, მორჩილების სიმბოლო ჩანს, თუმცა ნამდვილი სექსუალური ნიაღვარია.

საყვარელი ადამიანის გულისათვის ქალწულს დიდი მსხვერპლის გაღება შეუძლია. იგი მას ქვეყნის ბოლომდე ჩაჰყვება.

უსიყვარულოდ ცხოვრება ქალწულისთვის ყველაზე დიდი შეცდომაა.

ის ან დიდი სიყვარულს ირჩევს ან მარტოობას! საშუალო ქალწულს არაფერი სჭირდება.



^^^

image

7. სასწორი

სასწორს ქორწინება მართავს. ამ ნიშანს ყველაზე მეტად სჭირდება პარტნიორთან კავშირი, რათა თავი სრულყოფილად იგრძნოს.

სასწორების ვნება სუსტია — ანუ მის ჩხვლეტას კი გრძნობენ, მაგრამ ძალზე რბილად.

სასწორს არ უყვარდება ერთი ნახვით, მაგრამ როცა უყვარდება, მთლიანად ემონება გრძნობებს.

სასწორი ლითონი სპილენძია. ხოლო მისი ხასიათის ცვალებადობას ორი დრო შეეფერბა : გაზაფხული და შემოდგომა.

სასწორს ძალიან აქვს განვითარებული წინააღმდეგობის გრძნობა. უყვარს კამათი, მსჯელობა და პარტნიორიც მოაზროვნე სჭირდება.

სასწორისგან მუდამ კარგ რჩევას მიიღებთ.

მათ სიყვარული ხელოვნების დონემდე აჰყავთ.

უბოროტო და მართალი ხასიათის გამო სასწორებს უბრალოდ ეთაყვანებიან.


^^^

image

8. მორიელი

უაღრესად მგრძნობიარე ნატურა, რომელსაც გადაჭარბება სჩვევია, მათ შორის, სიყვარულშიც.

მორიელი მთელი არსებით ისწრაფვის სიყვარულისკენ. მისთვის მიუღებელია მარცხი — იცის საკუთარი მომაჯადოებლობის ფასი.

თუ მორიელი საყვარელ ადამიანზე ვერ ქორწინდება, კიდევ უფრო მაგრად და ნაზად შეუყვარდება ის, და შესაძლოა მეორე ნახევარზე მეტადაც კი.

ის მხოლოდ გულს უგდებს ყურს. არ უყვარს გრძნობების სახალხოდ გამოვლენა. როცა პარტნიორთან პირისპირ რჩება, ნამდვილ და წრფელს გრძნობებს აჩენს, ხალხში კი უხეში, უყურადღებო და ხშირად სასტიკიცაა.

ახასიათებს ეჭვიანობა.

მორიელს უბრალოდ ან უკიდეგანოდ უყვარს ან უკიდეგანოდ სძულს.

ენციკლობედიურ ცნობარში მორიელი ასეა აღწერილი: ობოსებრი ოჯახის წარმომადგენელი. ეწევა ღამეულ ცხოვრებას. მსხვერპლს კუდში დამალული შხამით ადამბლავებს.

თუმცა ნუ შეგეშინდებათ მორიელების, რადგან როდესაც უყვარხართ თავს ღმერთად იგრძნობთ.


^^^

image

9. მშვილდოსანი

შვილდოსანი — ეს ნაკვერჩხალია, რომელიც ღვივის.

უყვარს კომფორტი, მსუბუქი ატმოსფერო, ფუფუნება.

ხშირად ეწყება ეჭვიანობის მძვინვარე შეტევა.

არ პატიობს ღალატს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ფიქრობს, რომ ამის შესახებ სხვებმაც იციან.

სძულს სკანდალები და გაურბის მათ.

მშვილდოსნებს — ქალებსაც და მამაკაცებსაც — მოსწონთ, როდესაც მათი პარტნიორი ყველასგან გამოირჩევა, მაგალითად, რასით, რელიგიით ან წარმოშობით. მათ შეყვარებულს რაღაც განსაკუთრებული აუცილებლად უნდა ჰქონდეს.

მშვილდოსანი ადვილად იყვარებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ კუბოს კარამდე ჩაჰყვება. თუ მისმა პარტნიორმა მშვილოდსანს მაშინვე არ გაუგო, ის ერთს იცუმრებს და თვალის დახამხამებაში გაქრება.

მას მოსწონს როცა ცდილობენ გახდნენ ის ვინც მშვილდოსან სურს.

ერთი შეხედვით სასტიკი მშვილდოსანი გულის სიღრმეში მიმნდობი ბავშვია.


^^^

image

10. თხის რქა

თხის რქა ღვინოსავითაა — ასაკის მატებასთან ერთად უკეთესი ხდება, რადგან შინაგანი შებოჭილობა ეხსნება.

ახალგაზრდობაში, დანაკარგისა და ტკივილის თავიდან აცილების მიზნით, ურთიერთობებს გაურბის. მინიმალურ სიამოვნებაზე თანხმდება, ოღონდ ტკივილი არ განიცადოს. ყინულოვანი „სულერთიაობის“ მიღმა შესაძლოა მტანჯველ ვნებას მალავდეს და თრგუნავდეს მას, რათა გრძნობებმა არ დაიმორჩილოს. ამას შედეგად სხვადასხვა ფორმის აშლილობა სდევს.

თხის რქამ შესაძლოა უსიყვარულოდ ლამის 40-50 წლამდე იცხოვროს, მერე კი უცბად გაიხსნას და მთლიანად დაემორჩილოს ყველა გრძნობას, რომლებსაც აქამდე ებრძოდა.

თხის რქასთან გამომწვევად ჩაცმული არასდროს უნდა მიხვიდეთ. ის პომპეზურობას ვერ იტანს.

თხის რქას ასევე სძულს როდესაც სულში უძვრებიან. ხანდახან თითქოს მას მარტოობაც ურჩევნია.

უცნაურია, თუმცა ერთი რამ კი ნამდვილად შემიძლია დაზუსტებით გითხრათ.

მას ძალიან დიდი სიყვარული შეუძლია.




^^^
image
11. მერწყული

მერწყულებს უყვართ უჩვეულოზე ოცნება, განსაკუთრებით, სიყმაწვილეში, სიყვარულის ობიექტს მისტიკურ საფარველში ახვევენ, ანუ აიდეალებენ რჩეულს.

თუმცა მერე განიხიბლებიან ხოლმე და ყველაფერი მეგობრობაში გადაჰყავთ.

ვნებამ შესაძლოა მთლიანად განმსჭვალოს მერწყული, მაგრამ გული ვერ „დაუზიანოს“. მტანჯველი სიყვარული — ეს ილუზიაა მერწყულისთვის. უყვარს თავისუფლება და ვერ იტანს გალიაში ცხოვრებას.

იშვიათად ატარებს საქორწინო ბეჭედს. თუ ურთიერთობითაა შებოჭილი, მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ დაიხსნას თავი და ამას მდუმარედ ამზადებს.

პროცენტულად ყველაზე მეტი განქორწინებული მერწყულებს შორის არიან.

მერწყული სიყვარულში ჯიუტია და ყურადღებას არ აქცევს ხალხის აზრს, რელიგიასა თუ ეროვნებას. ზედმეტად ემოციურია და მგრძნობიარე.



image

12. თევზები

აქ იმდენი ვარიაციაა, რამდენიც თევზი ზღვაში.

მამაკაცი შესაძლოა იყოს დონ-ჟუანიცა და სიყვარულის მდუმარე და ტანჯული მსხვერპლიც.

ქალი: შესაძლოა იყოს რომანტიკოსიც, მისტიკურიცა და საბედისწეროც და რბილი, ერთგული (თუმცა არა თვინიერი) ცოლიც, რომელიც მთლიანად და სამუდამოდ ერთ მამაკაცს მიეკუთვნება.

თევზების გული ამოუცნობია და მიუწვდომელი, როგორც ზღვა.

სიყვარული შეუმჩნევლად ეუფლებათ და ასევე შეუმჩნევლად უძლიერდებათ გრძნობა. თავადაც იშვიათად იციან, სად დაიწყო ის და სად დასრულდა. დიდხანს შეუძლია ჰქონდეს პლატონური ურთიერთობები, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც იოლად ემორჩილებიან ვნებას და რომელთა მგრძნობელობა გადამდებია.

თევზები არ არიან დამპყრობლები. ელოდებიან, როდის აირჩევენ მათ, მაგრამ ისე, რომ ყველამ დაინახოს მათი უპირატესობა. არ ებრძვიან მეტოქეს. ურჩევნიათ წარმატება უსურვონ მას და გზიდან ჩამოეცალონ. მცირე მსხვერპლს გაიღებს, მაგრამ ეჭვიანობის სცენას არ მოაწყობს. მისი მთავარი სირთულე ისაა, რომ არ იცის, როგორ დაიწყოს და დაასრულოს ურთიერთობა ადამიანთან.

ბევრ თევზს უყვარდება ფიზიკურად თუ მორალურად ნაკლოვანი ადამიანი და ცდილობს დაიფაროს ის თავისი გრძნობით.

თევზებისთვის აუცილებელია იგრძნოს, რომ სასურველია და თუ ამას გრძნობს, უერთგულესი, უთვინიერესი და ყოვლის მიმტევებელი პარტნიორი ხდება.



0
1140
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
1140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0