x
მეტი
  • 19.07.2019
  • სტატია:92537
  • ვიდეო:341548
  • სურათი:454552
სვანეთში 12 წლის გოგონას მიერ შემთხვევით გასროლილმა იარაღმა მამამისი იმსხვერპლა

image

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იდლიანში, უბედური შემთხვევა მოხდა, 12 წლის გოგონას თოფი შემთხვევით გაუვარდა, რამაც მამამისი იმსხვერპლა . დაღუპულს თავის არეში მოხვდა ტყვია.



გარდაცვლილი 51 წლის პედაგოგი, დავით გაბლიანია. ის იდლიანის საშუალო სკოლაში ისტორიას ასწავლიდა.


ტრაგედია მაგთიკომის საბაზო სადგურზე მოხდა.

"მამას ბავშვი მაგთიკომის საბაზო სადგურზე ჰყავდა აყვანილი, სადაც თავად მუშაობდა. გაურკვევლია საიდან აღმოჩნდა იმ ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღი. ბავშვს იარაღი აუღია, რომელიც გადაჭედილი ყოფილა. შემთხვევით გასროლილი ტყვია, მამას თავში მოხვდა და ადგილზე დაიღუპა“-განაცხადა მესტიის მერიის წარმომადგენელმა, ბეჟან ჭკადუამ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

1
181
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
181
  
საშინელებაა და უფრო მეტი საშინელება ბავშვის ფსიქიკური ტრავმა იქნება(
0 1 1