x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134363
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508431
საბედისწერო რეისი და საკუთარ დაბადების დღეზე შეწყვეტილი სიცოცხლე - ნატო ვაჩნაძის სევდიანი ისტორია
image

19 წლის იყო, როდესაც ფოტოგრაფმა მისი ფოტო შიხმანის ვიტრინაში გამოაკრა...

ყველას თვალს ჭრიდა ვიტრინიდან მოქცირალი თეთრი პირისახე, თაფლისფერი, ფართო თვალები და კულულებად შუბლზე გადმოყრილი მუქი თმა...

გამვლელები გაოცებას ვერ მალავდნენ. ხშირად ჩერდებოდნენ და დიდხანს აშტერდებოდნენ მხატვრის დიდებული ნახატის მსგავს ფოტოს უცნობი ქალისას.


ერთ დღესაც, ამ ვიტრინასთან რეჟისორი ამო ბეკ–ნაზაროვი ჩაივლის, რომელიც კინოს - "მამის მკვლელს" იღებს და მთავარ გმირს დაეძებს. უმშვენიერესი სახე ნაზაროვს აიძულებს ვიტრინასთან შეჩერდეს...

-"ვინ არის ის?" - იკითხავს რეჟისორი და სასწრაფოდ ულამაზესი ქალის ვინაობის დადგენას იწყებს...

image

და აი ისიც! - ნატო ვაჩნაძე, რომელსაც გურჯაანში მიაკვლევენ და ის ამ დროს მერაბ ვაჩნაძის ცოლია.

ნატომ თავისი პირველი ქმარი კახეთში გაიცნო. მერაბ ვაჩნაძეს ისე შეჰყვარებია გოგონა, მისი სწავლის დამთავრებისთვის აღარც დაუცადია. შვიდკლასდამთავრებული მოუყვანია ცოლად. თავისი გვარი ანდრონიკაშვილი, ნატო ვაჩნაძემ ამ ქორწინებისას შეიცვალა. მერაბთან მას ვაჟი შეეძინა, რომელსაც თენგიზი დაარქვეს.

...
უბრალო ფოტოატელიეს ვიტრინიდან პირდაპირ დიდ კინოეკრანზე...

ასე იწყება ნატო ვაჩნაძის კინოკარიერა!

პირველ ფილმს მალე სხვა შემოთავაზებებიც მოჰყვება.

ნატო კინოვარსკვლავად თანდათან ყალიბდება და ბრწყინვალებას იძენს ისეთ ფილმებში როგორიცაა “მამის მკვლელი”, “არსენა ყაჩაღი”, „სამი სიცოცხლე“, „ტარიელ მკლავაძის საქმე“ და სხვა...

image

მის შესახებ თითქმის ყოვედღიურად იწერებოდა სტატიები.

„ქართველი ვერა ხოლოდნაია“, „ქართველი ფრანჩესკა ბერტინი“ - ასე უწოდებდნენ მას...

ლამაზი სული და სხეული, გონიერება, ნიჭი და დახვეწილობა.... თითქოს ყველაფერს ერთად მოეყარა თავი ნატო ვაჩნაძის პიროვნებაში.

პრესა აღნიშნავდა, რომ საზღვარგარეთის ბევრი კინოვარსკლავისგან განსხვავებით ნატოს არ ახასიათებდა "ხელოვნურობა". მისი ჟესტები ძუნწი და მკაცრი იყო სიხარულისა თუ მწუხარების ყველა მომენტში.

ამხელა წარმატების მიუხედავად, ნატო ინარჩუნებდა საოცარ სიმდაბლეს თავისას, რაც მის მიმზიდველობას თითქოს ორმაგად ზრდიდა.

...
- „
რაც უფრო იზრდებოდა ჩემი სახელი, მით უფრო ხშირად ჩავაგონებდი საკუთარ თავს, რომ უნდადავძლიო ჩემი ეს პოპულარობა და ჭეშმარიტი, ღრმა, სერიოზული მსახიობი გავხდე... მე ვთამაშობ პასიურ ქართველ ქალს, საწყენია,
რომ ჩემი როლები ერთფეროვანია“, – წერდა იგი თავის მოგონებებში.

image


კარიერულ ცვილებებს პირადი ცხოვრების ცვლილებებიც დაერთო თან და ნატოს, რომელიც პირველ მეუღლეს მალევე დაშორდა, წინ ახალი სიყვარული ელოდა...

ნიკოლოზ შენგელაია - ქართველი სცენარისტი და კინორეჟისორი!

ისიც ნატოს მსგავსად უცნაურად აღმოაჩინეს.

ერთერთ გამზირზე ხეზე მჯდომი, ლექსების კითხვით გართული ნიკოლოზი დიდმა ქართველმა რეჟისორმა კოტე მარჯანიშვილმა ეტლიდან შენიშნა, თავისთან მიიხმო, გაესაუბრა და ასისტენტობაც შესთავაზა. ასე დაიწყო მათი თანამშრომლობა. მცირე ხნის შემდეგ კოტე მარჯანიშვილი მიხვდა, რომ დიდ ნიჭთან ჰქონდა საქმე და შენგელაიას უთხრა, რომ დამოუკიდებლად ემუშავა.

მანაც სცადა! "ელისო"- პირველი ნაშრომი იყო, რომელმაც ნიკოლოზ შენგელაიას მაშინვე საყოველთაო აღიარება მოუტანა.

"ელისოში" რეჟისორმა ნატო ვაჩნაძის და, კირა, ათამაშა მთავარ როლში. ამ დროს ნატოს სხვა ფილმში იღებდნენ.

ნიკოლოზი კი ნატოს თურმე შორიდან უკვე დიდი ხანია ეტრფოდა.

ერთმანეთს ისინი ფილმ "გიულის" გადაღებისას დაუახლოვდნენ და მალე იქორწინეს კიდეც. მათ ორი შვილი: ელდარი და გიორგი შეეძინათ.

image

...

"მათ შეუღლებას საზოგადოება ძალიან ნეგატიურად შეხვდა. დედას ჰყავდა ქმარი მერაბ ვაჩნაძე, რომელსაც გასცილდა. ხალხისთვის ნატო ვაჩნაძე უკვე ვარსკვლავი იყო და მას, გარკვეულწილად, საკუთარი თავი არ ეკუთვნოდა...

სწორედ იმხანებში თბილისში ჩამოსული იყო ვლადიმერ მაიაკოვსკი.
რასაკვირველია, მას მოუწყვეს პოეზიის საღამო, რომელზეც დედა და მამაც მივიდნენ.

მაიაკოვსკი სცენაზე იდგა და ლექსს კითხულობდა, როცა ყველასგან მოშორებით მდგარი დედა და მამა დაინახა. ლექსის კითხვა შეწყვიტა და სცენიდან დაუძახა

- კოლია და ნატაშა, მანდ რას დგახართ, აქ ამოდით და ჯვარს დაგწერთო.

მაიაკოვსკის ხუმრობამ დამსწრე საზოგადოებაში მხიარულება გამოიწვია და თითქოს დადნა ის ყინული, რომელიც დედას და მამას ხალხისგან აშორებდა. ხალხმა მიიღო მათი სიყვარული და ჩვეულებრივ, სრულფასოვან ოჯახად აღიარა", - ასე გვიამბობს ნატოსა და ნიკუშას ამბავს მათი შვილი ელდარ შენგელაია.

თუმცა ამ ამბავს ისეთივე ბედნიერი დასასრული არ აღმოაჩნდა, როგორიც დასაწყისი იყო. სამწუხაროდ, ნიკოლოზ შენგელაია მალევე გარდაიცვალა და ნატო ვაჩნაძე ისევ მარტო დარჩა...

image

როგორი უცნაურიც იყო ნატო ვაჩნაძის მთელი ცხოვრება, ისეთივე უცნაური აღმოჩნდა მსახიობის სიცოცხლის უკანასკანელი დღეც...

...

1953 წლის 14 ივნისს, ნატო ვაჩნაძე საკუთარ დაბადების დღეზე სხვისთვის დაჯავშნულ თვითმფრინავის ბილეთს იყიდის და ასე მოხვდება იმ საბედისწერო რეისზე, სადაც მასთან ერთად 13 ადამიანის სიცოცხლე ცაში დაიფერფლება!

თვითმფრინავი ნიკოლოზ შენგელაიას სოფელთან ახლოს ვარდება...

დამწვარ სხეულს ერთ დროს ყველასათვის საოცნებო ქალისას, მისი და, კირა ანდრონიკაშვილი საგვარეულო პატარა ბრილიანტის ბეჭდით ამოიცნობს.

მსახიობის ფერფლსა და გადარჩენილ ხელს დიდუბის მიწას მიაბარებენ…

“,

და ასე დასრულდება ისტორია ერთი ულამაზესი ქალისა, სახელად ნატო ვაჩნაძე...

image

...

“მუდამ ყურადღებითა და გულისხმიერებით მოეკიდე სხვათა მწუხარებას. ცხოვრება მაშინ არის კარგი, როდესაც ადამიანს მთელი გულით შეუძლია სიკეთის გაცემა და მსხვეპრლის გაღება, თუ ეს მის ახლობლებსა და მეგობრებს დასჭირდებათ. სწორედ მაშინ იქნები ღირსეული და ბედნიერი ადამიანი!”

- ნატო ვაჩნაძე /მინაწერი წიგნზე ელდარ შენგელაიასთვის/.

1
958
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
958
  
2019, 27 ივნისი, 9:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1