x
image
მანჩო 777
''ამ ორი ადა­მი­ა­ნის ამ ქვეყ­ნი­დან გას­ვლა თე­ატ­რა­ლურ სცე­ნარს ჰგავს''- რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი და მისი მეუღლე ერთ დღეს გარდაიცვალნენ

"მინ­და სევ­დი­ა­ნი, მაგ­რამ სა­ო­ცა­რი ის­ტო­რია მო­გიყ­ვეთ სიყ­ვა­რულ­ზე... ალ­ბათ წიგნ­ში თუ წა­გი­კი­თხავთ ან ფილმში გი­ნა­ხავთ მსგავ­სი სიყ­ვა­რუ­ლი; სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც გა­ცო­ცხლებს და გკლავს; გრძნო­ბა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მდი­და­რია ემო­ცი­ე­ბით და გრძნო­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლას არ შე­უძ­ლია, მი­თუ­მე­ტეს ისე, რო­გორც ეს ქალ­ბა­ტონ­მა მა­ნა­ნამ შეძ­ლო! სულ ამ­ბობ­და, სან­დროს გა­რე­შე ვერ ვი­ცო­ცხლე­ბო, ხოდა ვერ იცო­ცხლა!!! 10 წუ­თიც ვერ გაძ­ლო... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ახლა ისევ ერ­თად ხართ, ისევ ისე გიყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი! მიყ­ვარ­ხართ მე თქვენ!"- ამ სევდიანი, ემოციური პოსტით ემშვიდობება სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლის მიერ და­არ­სე­ბუ­ლი თე­ატ­რის "რუს­თა­ვე­ლის 19"-ის მსა­ხი­ო­ბი სოფო მეძ­მა­რი­აშ­ვი­ლი თავის მას­წავ­ლე­ბელ­სა და მის მე­უღ­ლეს.



image



დღეს დილით ფრიად სამწუხარო ამბავი გავრცელდა - 78 წლის ასაკში ქართველი რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი სანდრო მრევლიშვილი გარდაიცვალა, თუმცა ეს სიკვდილი ერთადერთი არ იყო მრევლიშვილების ოჯახში: რეჟისორის გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე წუთში გულის შეტევით გარდაიცვალა მისი მეუღლე მანანა ჭელიძე. დამეთანხმებით, მართლაც იშვიათი, განსაცვიფრებელი გამოვლინებაა სიყვარულისა და ერთგულებისა-მოსიყვარულე ცოლმა ერთი დღეც კი ვერ გაძლო მეუღლის გარეშე და საუკუნო თანამგზავრად გაჰყვა იმქვეყნიურ სამყაროში. სიკვდილმაც კი ვერ შეძლო ამ უკეთილშობილესი წყვილის ერთმანეთისაგან დაშორება. მათი ცხოვრება "რომეო და ჯულიეტას" ტრაგედიასავით დამთავრდა, თითქოს ვიღაცამ დაწერა ეს ტრაგიკული, მაგრამ ამავე დროს საოცრად რომანტიკული სცენარი.



image



სანდრო მრევლიშვილის მამა იყო ქართველი მწერალი მიხეილ მრევლიშვილი. დედა – ფაინა კილაძე. მისი ძმა ფიზიკოსი, პროფესორი გია მრევლიშვილია.
სანდრომ 1958 წელს დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. 1958 წელს ჩაირიცხა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. 1959 წელს გიორგი ტოვსტონოგოვის რჩევით სწავლა განაგრძო ლენინგრადის ა. ოსტროვსკის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. 1963 წელს დაასრულა აღნიშნული ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, ტოვსტონოგოვის სახელოსნო. 1963-1966 წლებში დამდგმელ რეჟისორად მუშაობდა სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. 1966-1973 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დამდგმელი რეჟისორი. 1974 წელს დააარსა სახელმწიფო ახალგაზრდული თეატრ-სტუდია ''მეტეხის თეატრი'', რომელსაც ხელმძღვანელობდა 2007 წლამდე.
image
საინტერესოა მეტეხის თეატრის დაარსების ისტორია: ''მეტეხის თეატრი'' პირველი სახელმწიფო ახალგაზრდული თეატრი იყო მთელ სსრკ-ში. იგი მოქმედებდა მეტეხის ტაძარში, რაც ძალზე კეთილშობილურ აქციად აღიქმებოდა ძეგლის მოვლის თვალსაზრით. ციხისა და სხვა უბედურების ნაცვლად ისევ თეატრი და ქართული სიტყვა აკეთილშობილებდა ამ უძველეს კედლებს. 1989 წელს, როგორც კი დადგა ამის შესაძლებლობა, თეატრმა უკან არ დაიხია და გაწმენდილ-გაკრიალებული, მოვლილი ტაძარი რუდუნებით კვლავ დედა-ეკლესიას დაუბრუნა. აღსანიშნავია, რომ იმ დროს მიუხედავად საბჭოთა ცენზურისა და წინააღმდეგობისა, ''მეტეხის თეატრმა'' შეძლო საერთაშორისო აღიარების მოპოვება. თეატრის საქმიანობით დაინტერესდა უცხოური პრესა. თეატრის შესახებ შეიქმნა რამდენიმე დოკუმენტური ფილმი და მისი შემოქმედებითი საქმიანობა აღინიშნა მრავალ საერთაშორისო ფესტივალზე.
image
1995 წელს სანდრო მრევლიშვილმა დააარსა თეატრი ''ძველი სახლი'' – პირველი კერძო თეატრი ქართული თეატრის ისტორიაში. თეატრი რეჟისორის საკუთარ სახლში იყო განთავსებული, რომელიც მეტეხის აღმართზე მდებარეობდა. 2004 წელს რეჟისორის ინიციატივით და მისი პროექტის მიხედვით აშენდა თეატრი „გლობუსი“, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა, ხოლო მოგვიანებით დააარსა თეატრი "რუსთაველის 19", რომელსაც, ავადმყოფობის მიუხედავად, დღემდე ხელმძღვანელობდა. ბოლო სპექ­ტაკ­ლიც „რუს­თა­ვე­ლის 19"-ში დად­გა - „უსა­ზღვრო­ე­ბა დრო­თა“.
image
რეჟისორი 1966 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თეატრისა და კინოს უნივერსიტეში. ის გახლდათ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის
ასოცირებული პროფესორი მსახიობის ოსტატობის მიმართულებით.
საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო და მარჯანიშვილის პრემიების
ლაურეატი, პროფესორი. განხორციელებული ჰქონდა 100–მდე დადგმა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
image

გარდა იმისა, რომ სანდრო მრევლიშვილი გახლდათ უნიჭიერესი რეჟისორი და გამორჩეული პედაგოგი, ის ამავე დროს იყო უკეთილშობილესი პიროვნება, საოცრად მზრუნველი თავისი სტუდენტების მიმართ და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გა­მორ­ჩე­უ­ლი უნა­რის მქონე, უშუალო და მეგობრული, თბილი ადამიანი, ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ახალგაზრდის გზის გამ­კვა­ლა­ვი და აღ­მზრდე­ლი.
"ქართული თეატრის დონ კიხოტი"-ასე ეძახდნენ სიყვარულით ბატონ სანდროს კოლეგები და მსახიობები. ძალიან დასანანია, რომ ასეთი ადამიანები მიდიან ამ ქვეყნიდან, თუმცა ისინი არ კვდებიან, მათ მიერ დატოვებული კეთილი საქმეები და დიდი ღვაწლი უკვდავყოფენ მათ სახელს.
2
649
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
649
  
2019, 26 ივნისი, 22:43
ამინ! ძალიან მიყვარდა სანდრო მრევლიშვილი. შესანიშნავი სპექტაკლები ჰქონდა :(
2019, 26 ივნისი, 17:47
ნათელში იყვნენ...
0 1 2