x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ბირთვული გარიგება-ირანი აშშ-სთან კონფლიქტის გამო ურანის გამდიდრების პროცესს დააჩქარებს

image

თეირანის აზრით, ევროპელმა პარტნიორებმა არასაკმარისად იმუშავეს იმისთვის, რომ ბირთვული გარიგება შენარჩუნებულიყო, ამის შესახებ განცხადება გააკეთა ირანის ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ალი შამხანიმ.


ბირთვული შეთანხმების მიხედვით, ირანს გამდიდრებული ურანის სხვა ქვეყნებში ექსპორტი ევალებოდა, იმ შემთხვევაში თუ მისი მარაგები 300 კილოგრამს აღემატებოდა. ირანულმა მხარემ განაცხადა, რომ მიმდინარე სიტუაციაში ამ ვალდებულების შესრულებას არ აპირებს.7 ივლისიდან გააუქმებს ბირთვული შეთანხმების რამდენიმე პუნქტს, ხოლო 27 ივნისიდან ურანის გამდიდრების ტემპებს დააჩქარებს.

ამის მიზეზი კი აშშ-სთან გამწვავებული სიტუაციაა, 24 ივნისს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სანქციების ახალ პაკეტს რომელიც ირანელ მაღალჩინოსნებზე და "სხვა უამრავ რამეზე" ვრცელდება, მათ შორის ამას წინათ ირანელების მიერ ჩამოგდებულ უპილოტო მხვერავზეც.

აშშ-მ ირანის წინააღმდეგ პაკეტი 2018 წლის 5 ნოემბერს აამოქმედა. სანქციათა სია მას შემდეგ რამდენჯერმე გაფართოვდა. შეზღუდვები შეეხო ენერგეტიკას, გადაზიდვებს, გემთმშენებლობას და სხვა სექტორებს.

შეგახენებთ, ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გამწვავდა, როდესაც ირანმა ბირთვული შეთანხმების ორი ძირითადი პუნქტი დაარღვია .

გაირკვა, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობდა, მართალია ირანი უარყოფდა ამ ბრალდებას, თუმცა ისრაელის დაზვერვა ამტკიცებდა, რომ ამის დამადასტურებელი დოკუმენტები მოიპოვა.

„პროექტი ამადი“ -ასე ეწოდება ირანის ბირთვულ პროგრამას, თავად ირანმა ამ მტკიცებულებას „ბავშვური და სულელური წარმოდგენა"უწოდა.

ყოველ შემთხვევაში, როგორც აშშ-ს ადმინისტრაცია ამტკიცებს, ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ ირანის სამხედრო ბიუჯეტი 40%-ით გაზარდა.

თავის მხრივ ევროკავშირმა და მოწინავე ევროპულმა ქვეყნებმა(გფრ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი)განაცხადეს, რომ მათთვის კვლავ ძალაშია ირანთან დადებული ხელშეკრულება ურანის ექსპორტის შესახებ, თუმცა ამასთანავე არ აპირებენ მიიღონ ულტიმატუმი ირანისგან.

0
96
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0