x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ჩვენ პირში გვიცინიან, გვემეგობრებიან - ზურგს უკან კი, რუსეთის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნებას აძლევენ ხმას"-ნინო ლაბარტყავა
image


"აი ესაა ორმაგი სტანდარტები...
ჩვენ პირში გვიცინიან, გვემეგობრებიან - ზურგს უკან კი, რუსეთის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნებას აძლევენ ხმას...
მოგი@@@თ თავპირი"-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა.

image

შეგახსენებთ, 2014 წლის 10 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც უკრაინაში შეჭრისა და ყირიმის ანექსიის გამო, რუსეთის ფედერაცია ევროსაბჭოს საპარლემონტო ანსამბლეადან გარიცხეს.


25 ივნისს კი გვიან ღამით 9 საათიანი დებატების შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რის მიხედვითაც რუსეთს ორგანიზაციაში დაბრუნების საშუალება მიეცა.


რუსეთის ანსამბლეაში დაბრუნებას სრული შემადგენლობით მხარი დაუჭირა საფრანგეთმა, იტალიამ თურქეთმა, ავსტრიამ, აზერბაიჯანმა, კვიპროსმა, ესპანეთმა, ნორვეგიამ, ისლანდიამ, ირლანდიამ, პორტუგალიამ და სერბეთმა.


ნაწილობრივ მხარი დაუჭირეს სომხეთის, ბელგიის, შვეიცარიის, ჩეხეთის, მოლდოვის, რუმინეთის, დანიის, გერმანიის, ნიდერლანდების და ფინეთის დელეგაციებმა.


წინააღმდეგ ხმა მისცა საქართელომ, უკრაინამ, პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ესტონეთმა და შვედეთმა.


მთლიანად რეზოლუციას ასამბლეის 118-მა წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 62 დელეგატი იყო, 10-მა კი თავი შეიკავა.


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 1949 წლის 5 მაისს შეიქმნა, ევროპის საბჭოს საწესდებო მიზანია მის წევრ სახელმწიფოებს შორის მყარი ერთობის მიღწევა საერთო ქმედების, შეთანხმებებისა და დებატების გზით. წევრობის წინაპირობებია პლურალისტური დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა დაცვა.

ორგანიზაციაში მიიღებიან მხოლოდ ის სახელმწიფოები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს.

თავიდან 10 ქვეყანა იყო ანსამბლეის წევრი, ამჟამად 47 ქვეყანააა გაერთიანებული, საქართველო 1999 წლის 27 აპრილიდან გაწევრიანდა.

0
321
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
321
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0