x
მეტი
  • 21.07.2019
  • სტატია:92583
  • ვიდეო:341568
  • სურათი:454601
მაიონიზირებელი გამოსხივების გავლენა ორგანიზმზე



image
მაიონიზირებელი გამოსხივება ბიოლოგიურ ობიექტზე დამაზიანებლად მოქმედ სხივურ ენერგიას მიეკუთვნება. არსებობს მაიონიზირებელი გამოსხივების ბუნებრივი წაყაროები: კოსმოსური სხივები, დედამიწის ქერქში არსებული რადიაოაქტიური ნივთიერებები და ა.შ; და ხელოვნური წაყროები: რენტგენის სხივები, იზოტოპები, ატომური იარაღი, ატომური ენერგოწყაროები, რომლებიც შეიძლება იქცნენ ოგანიზმის დაზიანების მიზეზი.

მაიონიზირებელ რადიაციას მიეკუთვნება ალფა, ბეტა, გამა-სხივები, ნეიტრონები, რენტგენის სხივები, რომელთა დამაზიანებელი მოქმედების შედეგი დაკავშირებულია მათ მიერ ქსოვილების განჭოლვის უნარისა და მათი გავლენით ქსოვილებში წარმოქმნილი იონების სიმჭიდროვესთან.

მაიონიზირებელი რადიაციის დაზიანების ხარისხი დამოკიდებულია ორგანიზმის მიერ შთანთქმული ენერგიის რაოდენობაზე და სიმძლავრეზე, ენერგიის სახეზე, დასხივების ხანგძლივობაზე, ორგანიზმის სახეობრივ და ინდივიდუალურ რეაქტიულობაზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მაიონიზირებელი სხივების ერთი და იგივე ჯამური დოზით დასხივებისას დამაზიანებელი ეფექტი უფრო ძლიერია დოზის ხანმოკლე მოქმედებისას. მაღალი ბიოლოგიური ეფექტი აქვთ გამა-სხივებს, პროტონებს, ნეიტრონეს.

მაიონიზირებელი რადიაციის მავნე ზემოქმედების სპეციფიკური ეფექტი ვლინდება მისი პირდაპირი და არაპირდაპირი მოქმედების შედეგებით სიცოცხლის სხვადასხვა ორგანიზაციულ დონეზე-მოლეკულური დონიდან დაწყებული ორგანიზმული დონით დამთავრებული.

მაიონიზირებელი სხივების მავნე ზემოქმედების პირველადი ეფექტი მდგომარეობს შიამოლეკულურიკავშირების რღვევაში. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანიაიჯრედის ნივთიერებათა ძირითადი გამხსნელის-წლის იონიზება, ანუ წყლის რადიოლიზი. წარმოიქმნება თავისუფალი რადიკალები, რომლებიც შედიან რა რეაქციაში ქსოვილების ჟანგბადთან, წყლის დაუშლელ მოლეკულებთან, წარმოიქმნება უჯრედისათვის უჩვეულო რადიკალები:ჰიდროპეროქსიდი, წყალბადისზეჟანგი, ატომური ჟანგბადი.იონიზების პირველადი პროცესები არ იწვევს ღრმა ცვლილებეს ქსოვილებში, მათი დამაზიანებელი მოქმედება ძირითადად დაკავშირებულია მეორად რეაქციებთან. პირველადი რეაქციების შედეგად წარმოქმნილი მაღალი ბიოლოგიური აქივობის ნივთიერებები ურთიერთქმედებენ ერთმანეთთნ, აგრეთვე ნივთიერებებთან, რომლებსაც იონიზაცია არ განუცდია, თიშავს მდგრად კავშირებს ცილებში, დნმ-ში, ლიპიდებში, რის შედეგად ვითარდება ჯაჭვური, მზარდი ინტენსივობის ქიმიური და ბიოლოგიური რეაქციები.

მნიშვნელოვანია თავისუფალი რადიკალების რეაქციაში შესვლა თიოლურ ფერმენტებთნ, რომელთა აქტიური სულფიდჰიდული ბმა იცვლება არაქტიური დისულფისური ბმით. ირღვევა ნუკლეოპროტეიდების სინთეზი და ითრგუნება უჯრედის მიტოზური გამრავლება. შედეგად ვითარდება სისხლის ფორმიანი ელემენტების დეფიციტი, რაც ანემიის და ინფაექციის განვითარების მიზეზი ხდება. რადიომგრძნობელობის კლების მიხედვით, ქსოვილები შეიძლება განლაგდეს შემდეგნაირად: ლიმფოიდური ორგნოები, ძვლის ტვინი, სათესლე ჯირკვლები, საკვერცხეები, კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსი, კანის ეპითელიუმი და ა.შ. დაბალ რადიომგრძნობელობას იჩენენ კუნთები, ნერვული ქსოვილი, ძვლები.

გაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავების და ფენოლების დაჟანგვის შედეგად წარმოიქმნება რაიოტოქსინები, რომელბიც ასევე თრგუნავენ ნუკლეინის მჟავების სინთეზს, გამოდიან ქიმიური მუტაგენების როლში, ცვლიან ფერმენტთა აქტიურობას და ცილის სინთეზს. ძალზე მაღალი დოზით დასხივებისას ვითარდება უჯრედების ინტერფაზული სწრაფი მასობრივი კვდომა რადიოტოქსინებით ინტოქსიკაციის გამო.

ორგანიზმზე მაიონიზირებელი რადიაციის ზოგადი მოქმედებისას დასხივების დოზის შესაბამისად შესაძლებელი განვითარდეს ცვლილებები სუსტად გამოხატული რეაქციებიდან დაწყებული მწვავე სხივურ ავადმყოფობამდე. 100-1000 რენტგენით დასხივებისას ვითარდება სხივური ავადმყოფობის ძვლისტვინოვანი ფორმა, 1000-2000 რენტგეით დასხივებისას ვითრდება მწვავე სხივური ავადმყოფობის ნაწლავური ფორმა, რომელსაც ახასიათებს ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაშიშვლება, ნაწლავიდან სისხლდენა, ლეტელური გამოსავალი მოსალოდენელია მე7-10დღეზე, სიკვდილის მიზეზი ორგანიზმის გაუწყლოებაა. 2000-8000რენტგენით ანუ ზესასიკვდილო დოზით დასხივებისას ვითარდება ტოქსიკური ფორმა ჰერმოდინამიკური დარღვევიბით, ძლიერი ინტოქსიკაციით, ოლიგურიით, ავადმყოფი იღუპება მე-4-7 დღეს. 8000 რენტგენით და მეტით დასხივებისას ვითარდება მწვავე სხივური ავადმყოფობის ცერებრული ფორმა, მოსალოდენელია “სიკვდილი დასხივების ქვეშ'' ან დასხივებიდნ რამდენიმე წუთში ან საათში.

ქრონიკული სხივური ავადმყოფობა ვითარდება შედარებით მცირე დოზირებით დასხივების დროს, ავადმყოფობა მიმდინარეობს ხანგძლივად, ტალღისებურად. თანდათანობით ვითარდება რადიომგრძნობიარე ქსოვილების ფუნქციური დარღვევები, ცვლილებები სისხლის მხრივ, ინფექციური გართულებები, სისხლდენები, კახექსია და სხვა.

მაიონიზირებელი რადიაციის მოქმედების შორეული შედეგები თავს იჩენს დასხივებიდან მრავალი წლის შემდეგ მემკვიდრული დაავადებების, სიმსივნური პროცესებისა და ნაარდევი დაბერების სახით.

0
37
შეფასება არ არის
ავტორი:ნუნუ თედიაშვილი
ნუნუ თედიაშვილი
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0