x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134363
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508436
გახარიას ბრძანებით, გია საზღვარგარეთ წაიყვანეს - ნახეთ, რას წერს აქციაზე დაშავებული პოლიციელის მეუღლე
image

სამართალდამცველის, გია ჯალაღონიას მეუღლე თამუნა ქობალია სოციალურ ქსელით შს მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავს და მოუწოდებს, არ გადადგეს.

გია ჯალაღონია ერთ-ერთი ის სამართალდამცველია, ვისაც 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილის ნასროლმა ქვამ თვალი დაუზიანა.

როგორც თამუნა წერს, გახარიას ბრძანებით გია საზღვარგარეთ სამკურნალოდ წაიყვანეს.


“ახლა ერთი ძალიან მაგარი ამბავი მინდა გაცნობოთ. ბ-ნი მინისტრის, გიორგი გახარიას ბრძანებით, გია საზღვარგარეთ წაიყვანეს სამკურნალოდ. ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტია. ნახევარი საათია რაც გავაცილეთ მე და პატარა ლილუმ მამიკო.
მადლობა ბ-ნ მინისტრს გულისხმიერებისთვის და ასეთი საჩუქრისთვის.
კითხვაზე გადადგეს თუ არა მინისტრი გახარია? მსურს მოგახსენოთ, რომ კითხვაც კი დანაშაულია. ბ-ნი გიორგი ყველაზე კვალიფიციური კადრია. ის ერთ-ერთი ძლიერი საყრდენი ძალაა სახელმწიფოსი. ამიტომაც ებრძვიან მავანნი.
ბ-ნო გიორგი, მოგმართავთ, როგორც ერთი დაზარარებული სამართალდამცავის მეუღლე, არ გაბედოთ გადადგომა! სწორედ რომ თქვენ უნდა გამოიძიოთ საქმის ყველა დეტალი და თითოეული დამნაშავე უნდა იქნეს დაკავებული, ვინც არ უნდა იყოს ეს!!!
მე და ჩემს ოჯახს გვსურს მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში.”- წერს თამუნა ქობალია.

0
1163
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0