x
მეტი
  • 19.07.2019
  • სტატია:92537
  • ვიდეო:341548
  • სურათი:454552
იცოდით, რომ "ადიდასი“ და "პუმა“ ძმებმა დაარსეს? - ადი და რუდის "ბრენდების" ომი, რომელიც თქვენც უნდა იცოდეთ

image


ერთ ღარიბ გერმანელ მეწაღე კრისტოფერ დასლერს 4 შვილი ჰყავდა, რომელთაგან ორი - ადი და რუდი ისტორიაში, როგორც ყველაზე ცნობილი სპორტული ფირმების - "Adidas" და "Puma" შემქმნელები შევიდნენ.

image

1898 წელს რუდოლფი დაიბადა, ორი წლის შემდეგ კი ადოლფი. ეკონომიური გაჭირვების გამო ბავშვებს მუშაობა ადრეული ასაკიდან მოუწიათ. ოჯახში საქმე ყველა წევრს ზუსტი პროპორციულობით ჰქონდა გადანაწილებული, დედა მრეცხავად მუშაობდა, ბავშვები კი მას დარეცხილი თეთრეულის დარიგებაში ეხმარებოდნენ.. სიდუხჭირის გამო, ბიჭები ცოტაოდენ ფულს ასევე, მამასთან ერთად, ფეხსაცმლის ქარხანაში მუშაობითაც შოულობდნენ.


image


პირველი მსოფლიო ომის შემდგომ განვითარებული რთული ეკონომიური და სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, ახალგაზრდებმა საკუთარი საწარმოს გახსნა, რომელიც ძირითადად ფეხსაცმელს აწარმოებდა მაინც შეძლეს.


image


ძმები საკმაოდ შეთანხმებულად მუშაობდნენ. ადი დიზაინით იყო დაკავებული, ხოლო რუდი კი - გაყიდვებით. 1928 წელს ძმებ დასლერებს უკვე პირველი დიდი წარმატება ელოდათ. ამსტერდამში, გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე სპორტსმენები სწორედ მათ მიერ შეკერილ ფეხსაცმელებში ასპარეზობდნენ. 1930 წელს, ძმები ბერლინში ყველაზე მდიდარ ადამიანებს წარმოადგენდნენ.


image


მეორე მსოფლიო ომის დროს ადოლფი საწარმოს მმართველად დარჩა, ხოლო რუდოლფი ფრონტის ხაზზე აღმოჩნდა. მაგრამ, მას ომში მონაწილეობა არ სურდა, ამიტომაც, თვითნებურად მალევე ფრონტის ხაზი დატოვა, თუმცა მოულოდნელად გესტაპოს მიერ აყვანილ იქნა. მის გაგზავნას დახაუს საკონცენტრაციო ბანაკში აპირებდნენ, როცა გზაში რუდოლფი ამერიკულმა არმიამ გაათავისუფლა. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ ის საკუთარმა ძმამ გასცა. ადოლფმა პოლიციას ის ადგილსამყოფელი გაანდო, სადაც რუდოლფი იმალებოდა. ძმის საქციელით განაწყენებულმა უფროსმა ძმამ ომის შემდეგ, საზოგადოებას იმ ფაქტის შესახებ აუწყა, რასაც ვერავინ წარმოიდგნედა, კერძოდ კი ცნობილი გახდა, რომ სწორედ ადოლფის ინიციატივით საწარმო, ნაცისტური გერმანიის შეიარაღებულ ძალებს ფეხსაცმელს უკერავდა.


image


ძმებმა ამ ამბის შემდეგ ერთობლივი ბიზნესის მართვა ერთად ვეღარ შეძლეს, ამიტომ ორივე მათგანი თავის გზით წავიდა. ადოლფმა კომპანია "Adidas" შექმნა, ხოლო რუდოლფმა "Ruda", რომელიც მოგვიანებით "Puma" - ად იქცა.


image


ძმებს შორის კონკურენცია თითქმის 30 წლის განმავლობაში ერთი წუთითაც არ ჩამცხრალა. უფრო მეტიც, ორივე კომპანიის შტაბ- ბინა ერთმანეთისგან ასობით კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. მათ მხოლოდ მდინარე აურახი ყოფდა, რომელიც მათი მშობლიური ქალაქის - ჰერცოგენაურახის მახლობლად მიედინებოდა.


image


ამ ქვეყნიდან პირველი რუდოლფი წავიდა. ის 1974 წელს გარდაიცვალა, 4 წლის შემდეგ კი მას ადოლფიც მიჰყვა, ძმები იმ ქვეყნად ისე წავიდნენ რომ არასდროს შერიგებულან. მათი შეურიგებელი მტრობის შესახებ მსოფლიო კინემატოგრაფიც დაინტერესდა და 2016 წელს საზოგადოებამ უკვე დიდ ეკრანზე გაცოცხლებული - "ძმების დუელი: ადიდასის და პუმას ისტორია" იხილა.


image





0
531
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
531