x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
დონალდ ტრამპი VS აიათოლა ალი ხამენეი და 10 წუთით ადრე შეჩერებული სამხედრო დარტყმა

image

ირანსა და ამერიკას შორის დაძაბულობა, შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი სანქციები დაუწესა ირანს. სანქციები პირველად ისტორიაში დაწესდა ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეისა და ირანის სხვა ოფიციალური პირების მიმართ, მათ შორის ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) რვა სამხედრო მეთაურის მიმართ. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აბას მუსავიმ განაცხადა, რომ ახალი სანქციებით საბოლოოდ გაქრა დიპლომატიური მოლაპარაკებების შესაძლებლობა.

ამას ემატება გასულ კვირაში მომხდარი ინციდენტიც. 20 ივნისს IRGC-ის საჰაერო ძალებმა ამერიკული დრონი ჩამოაგდეს. ამ ნაბიჯს, ბუნებრივია, საკმაოდ მწვავე პასუხი შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამერიკის მხრიდან. საკითხიც შესაბამისად იდგა - პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გარემოცვა ირანისთვის შესაბამისი, პროპორციული პასუხის გაცემას ემხრობოდა, რაც სულ მცირე, გულისხმობს წერტილოვან საჰაერო დარტყმებს იმ სამიზნეებზე, საიდანაც რაკეტები გაუშვეს ამერიკული უპილოტო საფრენიაპარატის ჩამოსაგდებად.

ცოტა ხნით აქ შევჩერდები და გავიხსენოთ, თუ როგორ ახასიათებენ დონალდ ტრამპსა და მის გარემოცვას. ერთი შეხედვით ეს არის ძალიან ხისტი "ქორების" ჯგუფი, რომლებიც საგარეო პოლიტიკაში რისკიან გადაწყვეტილებებს არ ერიდებიან. მაგრამ მოხდა ის, რასაც ალბათ არავინ არ ელოდა - ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჰაერო დარტყმები 10 წუთით ადრე გააუქმა, ამის მიზეზად კი არაპროპორციული პასუხი დაასახელა - ირანმა ამერიკის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო ანუ ადამიანური მსხვერპლი (საბედნიეროდ) ინციდენტს არ მოჰყოლია, ამერიკული დარტყმების შედეგად კი ირანის მხრიდან 150 ადამიანი დაიღუპებოდა. ეს ინფორმაცია თავიდან ამერიკულ მედიაში გავრცელდა, შემდეგ კი ტრამპმა თავად დაადასტურა "ტვიტერის" გვერდსა და ამერიკული ტელეარხისთვის, NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
უნდა ითქვას, რომ ეს ძალიან წინდახედული ნაბიჯი იყო დონალდ ტრამპის მხრიდან (რომელიც როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ტრამპმა გამოიჩინა და არა მისმა გარემოცვამ) - ამერიკის მხრიდან ირანისთვის საპასუხო დარტყმებს შეიძლებოდა ასევე მოჰყოლოდა პასუხი ირანის მხრიდან. არ არის გამორიცხული, ირანის მხრიდან ამერიკული დრონის ჩამოგდება პროვოკაცია ყოფილიყო - ახლა ირანი უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაშია, შეიძლება ითქვას, რომ კუთხეში არის მიმწყვდეული (ევროკავშირის მხრიდან ძალისხმევამ ირანის ბირთვული შეთანხმების გადარჩენაზე ვერ გაამართლა - კომპანიები მაინც ერიდებიან ირანში საქმიანობას შესაძლო ამერიკული სანქციების ფონზე). ასეთ დროს ომი არის გამოსავალიც - ერთი მხრივ რეჟიმის მმართველობისათვის მეტი ლეგიტიმაციის მისაცემად, მეორე მხრივ ხალხში მხარდაჭერის გაზრდისათვის. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ირანში არსებობს საკმაოდ მძლავრი რადიკალური ფრთა, რომლისთვისაც ამერიკასთან ომი, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, საჩუქარია. იხილეთ ვრცლად და ნახეთ ვიდეო
0
128
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0