x
მეტი
  • 19.07.2019
  • სტატია:92537
  • ვიდეო:341547
  • სურათი:454552
თუ გიყვარს და თან სასწაულის არ გწამს, დაღუპული კაცი ხარ - ერიხ მარია რემარკის გენიალური ფრაზები

image

1) თუ გიყვარს და თან სასწაულის არ გწამს, დაღუპული კაცი ხარ.

2) გარკვეულობა არასოდეს აყენებს ადამიანს ტკივილს, ტკივილს გვაყენებს "მანამდე" და "შემდეგ".

3) სწორედ მაშინ არის სიტყვების მოძებნა რთული, როცა ნამდვილად რაღაც გაქვს სათქმელი.

4) რასაც დაივიწყებ, მერე ის მთელი ცხოვრება გაკლია.

5) ვინც ახსნა-განმარტებას იძლევა, ის უკვე თავს იმართლებს.

6) ვინც მეტისმეტად ხშირად იხედება უკან, იოლად წაჰკრავს ფეხს რამეს და დაეცემა.

7) საკვირველია, რომ ადამიანს შეუძლია სიკვდილი, როცა უყვარს.

8) იმდენად სულელიც არ იყო, რომ შემთხვევის იმედი არ ჰქონოდა.

9) მხოლოდ წვრილმანები ხსნიან ყველაფერს, მნიშვნელოვანი ქცევები არაფერს ხსნიან.

10) რა იქნებოდა ეს ქვეყანა, საქმოსანთა მორალი რომ არ არსებობდეს? დამნაშავეთა, იდეალისტთა და უსაქმურთა ბრბო, მეტი არაფერი.

11) იმ ქალთა შორის, რომლებიც მამაკაცის გვერდით არასოდეს დაწოლილან, მეტი მეძავია, ვიდრე მათ შორის, ვისთვისაც ეს ამბავი მწარე ლუკმა-პურად ქცეულა.

12) კარგი აზრი ყოველთვის გვიან მოგვდის.

13) ადამიანი მხოლოდ მაშინ ბერდება, როცა გრძნობის უნარს კარგავს.

14) ყველაფერი, რისი მოგვარებაც ფულით შეიძლება, იაფია.

15) მთავარია, რაზე ვფანტავთ ჩვენს ცხოვრებას.

16) ყველაფერს წყალობად აღიქვამ, როდესაც ცხოვრების მიმართ პრეტენზიული არ ხარ.

17) დღევანდელი დღე უმოწყალოდ გლეჯს გუშინდელს, როგორც ტურა გლეჯს ანტილოპას ტყავს.

18) არ იფიქრო შედეგზე, თორემ ვერასოდეს ვერაფერს გააკეთებ.

19) ზოგჯერ ყოვლად უბრალო ამბებს ვერაფერს გაუგებ.

20) შეურაცხყოფისაგან თავის დაცვა შეიძლება, სიბრალულისაგან არა.

21) სასწაული ყოველთვის სასოწარკეთის საზღვარზე გელოდება.

22) გამოსწორება საერთოდ არაფრის არ შეიძლება, თორემ ეს რომ შეიძლებოდეს ყველანი წმინდანები ვიქნებოდით. ცხოვრება არ აპირებდა ჩვენგან სრულყოფილ არსებათა შექმნას, ვინც სრულყოფილია, მისი ადგილი მუზეუმშია.

23) სჯობს ელოდო, ვიდრე არაფერი გქონდეს, რასაც შეიძლება დაელოდო.

24) ბედნიერება როგორღაც ძალიან უბრალოდ მოდის ხოლმე და ბევრად უფრო მატივად, ვიდრე კაცი იფიქრებს.

25) ყველა ადამიანი ერთისთვის კარგია და მეორესთვის - ცუდი.

26) გადაშალეთ ისტორია და ნახავთ, რომ მშვენიერ დროში ვცხოვრობთ.

27) სირცხვილია გატკეპნო დედამიწა და არაფერი იცოდე მასზე, მაგრამ ამაზე დიდი სირცხვილია არ იცოდე რატომ ტკეპნი მას.

28) ყველაზე მართებული დამშვიდობების დროს წასვლაა.

29) ადამიანი იმდენად ეჩვევა მძიმე შრომას, რომ სულ მცირე თავისუფლებაც ეუხერხულება.

30) ყოველ ადამიანს კი არ შეუძლია ისე განაგოს თავისი ცხოვრება, როგორც სახლი, რომელიც კაცმა სულ უფრო მეტი ფუფუნებით უნდა მოაწყოს მოგონებათა ავეჯით, ზოგი სიცოცხლეს ოტელებში ატარებს… წლები კი ხმაურით იხურება მათ უკან, როგორც ნომრის კარი.

31) ომის დროს ადამიანთა წარმოდგენა ბედნიერებაზე საჭმელს უკავშირდება.

32) არსად არაფერი ელოდება ადამიანს, ყველაფერი თავად უნდა მიიტანოს.

33) არც ერთი ადამიანი არ შეიძლება გახდეს ისე უცხო, როგორც ის, ვინც გიყვარდა.

34) გვეჩვენება, რომ ადამიანის დავეხმარეთ და სწორედ მაშინ გავდგებით ხოლმე განზე, როცა მას ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

35) შეიძლება იყო ანგელოზი, მასხარა, დამნაშავე და ამას ვერავინ შეამჩნევს. მაგრამ თუ ღილი მოგწყდა, ამას მაშინვე შენიშნავს ყველა. ასე სულელურად არის მოწყობილი ყველაფერი.

36) ვინც არაფერს ელის, არც გულს გაიტეხს - აი, ცხოვრების კარგი საფუძველი.

37) სინდისის ქენჯნას, როგორც წესი, დამნაშავენი არ გრძნობენ.

38) აფთარი ყოველთვის აფთარია, ადამიანი კი გაცილებით მრავალფეროვანია.

39) ადამიანი თავის ბედზე ძლიერია, ვიდრე არ დანებდება მას.


ასევე დაგაინტერესებთ:


3 რამ, რისიც ყველა ადამიანს ეშინია - დოსტოევსკის მიხედვით


"ნუ დაახარჯავ დროს მას, ვინც მის შენთან გატარებას არ აპირებს" - გაბრიელ გარსია მარკესის 57 "ოქროს წესი"

40 გენიალური მოკლე პასუხი კითხვაზე - რა არის ბედნიერება?


ბუდას 27 სიბრძნე, რომლის გაცნობიერება ადამიანების ცხოვრებას რადიკალურად ცვლის


მიეცი ადამიანებს უფლება, იყვნენ შენით იმედგაცრუებულნი - ჯეფ ფოსტერის გენიალური წერილი



"ყველაფერი, რაც გინდა იყო, უკვე ხარ" - რუმის 25 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომლითაც ცხოვრებას შეცვლით



სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
299
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
299
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0