x
მეტი
  • 21.07.2019
  • სტატია:92583
  • ვიდეო:341570
  • სურათი:454601
"ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა...." - კომპოზიტორი გია ყანჩელი მიმართვას ავრცელებს

image


კომპოზიტორი გია ყანჩელი "ტვ პირველის" ეთერში რუსთაველის გამზირზე მშვიდობიან, ანტისაოკუპაციო აქციებს გამოეხმაურა. კომპოზიტორის განცხადებით, ის სრულიად იზიარებს აქციაზე შეკრებილი საზოგადოების სულისკვეთებას და წუხილს გამოთქვამს, რომ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ის აქციაზე შეკრებილი ადამიანების გვერდით ყოფნას ვერ ახერხებს: "ნება მომეცით ჩემი დამოკიდებულება დასახიჩრებული და დაპატიმრებული ადამიანების მიმართ გამოვხატო ციტატით ჩემი სიმღერიდან "ჰერიო ბიჭებო, " - "ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით, "- განაცხადა გია ყანჩელმა "ტვ პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში, კომპოზიტორმა ასევე, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას საკმაოდ მწვავე განცხადება საჯაროდ გააკრიტიკა და მას სრულიად გაემიჯნა. შეგახსენებთ, რომ რეჟისორმა სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, რომლის თანახმადაც, საქართველო, როგორც ასეთი უკვე აღარ არსებობს: "ბოროტმა სულმა იმარჯვა... ნაცისტები ზეიმობენ: ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო აღარ არის!"- ნათქვამია მიმართვაში, რომელიც სტურუამ რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.



0
107
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
107