x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
თურქეთმა ამერიკის მუქარის მიუხედავად,მაინც შეიძინა რუსული С-400
image

თურქეთი რუსულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-400-ს ივლისის თვიდან მიიღებს, ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა გააკეთა, იუწყება სააგენტო Anadolu.



თურქეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ კონტრაქტი С-400 -ის შეძენაზე თურქეთის სუვერენული უფლებაა და არ აპირებს უკან დახევას.


პარალელურად ინდოეთმაც განაცხადა, რომ აპირებს რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შეძენას და ეს ინფორმაცია "მკაფიოდ უნდა მივიდეს" აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ყურამდე.(კონტრაქტი 2018 წლის 5 ოქტომბერს გაფორმდა)



როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი დაემუქრა თურქეთს, თუ რუსულ С-400-ს შეიძენდა, შეუზღუდავდა ამერიკული გამანადგურებლის F-35 -ის მიწოდებას და დამატებით სანქციებსაც დაუწესებდა.


ერდოღანს თავის მხრივ არ სჯერა, რომ ამერიკა სანქციებს შემოიღებს თურქეთის წინააღმდეგ და აქეთ დაემუქრა საერთაშორისო სასამართლოთი, თუ F-35 -ზე დადებულ გარიგებას ჩაშლის.

ერდოღანმა იმასაც ხაზი გაუსვა, რომ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შეძენა გადაწყვეტილი საკითხია.



ამერიკას და ნატოს ქვეყნებს იმის შიში აქვთ, რომ თუ თურქებს ერთდროულად ექნებათ С-400 და F-35, რუსული რადარული სისტემა შეძლებს გამოთვალოს და კვალში ჩაუდგეს ამერიკულ ავიაგამანადგურებელს.



ხელშეკრულების თანახმად რუსეთი თურქეთს С-400 -ის ოთხ დივიზიონს მიაწვდის, რომლის საერთო ღირებულება 2, 5 მილიარდი დოლარია, ამ თანხის ნახევარი რუსული კრედიტით დაიფარება.


0
226
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0