x
მეტი
  • 19.07.2019
  • სტატია:92534
  • ვიდეო:341546
  • სურათი:454551
ტოპ-ათეული ქვეყნებისა,სადაც უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რომელ ადგილზეა საქართველო ამ რეიტინგში?

უმუშევრობა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთულად მოგვარებადი პრობლემაა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2018 წლის მაისის სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 60% ყველაზე პრობლემატურ საკითხად სამუშაო ადგილების უკმარისობას მიიჩნევს ანუ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 60 % თავს დაუსაქმებლად თვლის. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით კი 2018 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 11, 8% იყო. ისმის კითხვა: რატომ არის ასე დიდი სხვაობა ოფიციალურ სტატისტიკასა და უმუშევრობის თემაზე ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგებს შორის?



image



დავიწყოთ უმუშევრობის არსის განხილვით. უმუშევარია ადამიანი, თუკი ის სასურველ სამუშაოს სასურველი ანაზღაურებით ვერ პოულობს. მონათმფლობელურ და ფეოდალურ (ბატონყმურ) წყობილებებში უმუშევრობა, ფაქტობრივად, არ არსებობდა, რადგან ადამიანს არ ჰქონდა უფლება, მუშაობაზე უარი ეთქვა. უარის შემთხვევაში ის დაისჯებოდა ან შიმშილით დაიღუპებოდა. თუ ადამიანებს ვაიძულებთ, უხელფასოდ ან სასურველზე დაბალი ხელფასისთვის იმუშაონ – ყველას დასაქმება მოხერხდება. უმუშევრობა შრომის კომერციალიზაციამ ანუ შრომაში სასურველი ანაზღაურების (ხელფასის) მოთხოვნის თავისუფლებამ წარმოშვა. შესაბამისად, თუ ქვეყანაში არასასურველი ეკონომიკური მდგომარეობაა და საკმარისად ანაზღაურებული (ხშირ შემთხვევაში ანაზღაურება საარსებოდ საჭირო თანხასაც კი ვერ ფარავს) სამუშაო ადგილების ნაკლებობაა, ხოლო ადამიანებს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა აქვთ, მოსახლეობის ნაწილს არ უღირს დაბალი ხელფასისთვის დაქირავებულად მუშაობა და ცდილობს, სხვა ქვეყანაში იპოვოს უკეთესი სამსახური, ან სოფელში, მიწაზე მუშაობით მოიპოვოს არსებობისთვის საჭირო მინიმალური შემოსავალი (ხშირად – ნატურალური პროდუქტის სახით). საქართველოსთვის ორივე სიტუაცია დამახასიათებელია – ემიგრაციაც და მიწაზე მუშაობაც. თუ ადამიანს არც მიწა აქვს და ვერც საზღვარგარეთ მიდის, ის სოციალურ ან უმუშევრობის დახმარებას იღებს. ბევრ ქვეყანაში უმუშევრობის დახმარება სოლიდურია და კონკურენციას უწევს დაბალანაზღაურებად სამსახურს.

უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებლის 10% - ზე მეტი ძალიან მაღალ მაჩვენებლად ითვლება და რაღა თქმა უნდა, იწვევს ექსპერტების შეშფოთებას, რომლებიც ეკონომიკის დაღმასვლაზე იწყებენ საუბარს. სამწუხაროდ, ჩვენს პლანეტაზე არის ქვეყნები, სადაც უმუშევრობის კოეფიციენტი 90%-ზე მეტია. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნებში ადამიანებს არ აქვთ სამუშაოს პოვნის და საარსებო მინიმუმის გამომუშავების არანაირი შანსი.



image


წარმოგიდგენთ ტოპ-ათეულს მსოფლიოს ქვეყნებისა, სადაც უმუშევრობის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ მიღებული ციფრები ერთმანეთისაგან განსხვავდება გამოთვლების ჩატარების მეთოდოლოგიით, ზოგიერთ ქვეყანაში არსებული სიტუაცია მართლაც რომ შოკისმომგვრელია.


X ადგილზე უმუშევრობის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლით იმყოფება აფრიკული ქვეყანა კენია. შრომისუნარიანი უმუშევრების პროცენტული რაოდენობა 2015 წლის მონაცემებით ამ ქვეყანაში შეადგენს 40%-ს. კენია ტიპიური აგრარული ქვეყანაა, სად მოსახლეობის 76% დაკავებულია სოფლის მეურნეობით.


image




IX ადგილს რეიტინგში იკავებს ჰაიტი. ცენტრალურ ამერიკაში მდებარე ქვეყანაში 2012 წლის მონაცემებით მოსახლეობის 40, 6 % უმუშევარია. ჰაიტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყნად ითვლება. მისი მოსახლეობის 80% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.


image




VIII ადგილი ამ რეიტინგში ერგო ბოსნიას და ჰერცეგოვინას. ქვეყნის უმუშევრობის კოეფიციენტი 44, 3 %-ს აღწევს (2014 წლის მონაცემებით). ბოსნია-ჰერცეგოვინას ეკონომიკური პრპობლემები რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის უმთავრესია ეთნიკური კონფლიქტები და ცუდად განვითარებული ინფრასტრუქტურა.


image



VII ადგილზე მოხვდა ნეპალი. აზიის ამ ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი 46%-ს უდრის (2016 წლის მონაცემებით). ქვეყნის შემოსავლის 75% სოფლის მეურნეობახზე მოდის. ნეპალს დიდი ბუნებრივი უპირატესობა აქვს-აქ მდებარეობს ჰიმალაის მთები, რომლის სანახავად ყოველწლიურად უამრავი ტურისტი ჩამოდის, მაგრამ, სამწუხაროდ, ქვეყანაში ხშირია დამანგრეველი მიწისძვრები, რომლებიც მძიმე დაღს ასვამს ქვეყნის ეკონომიკას.


image



VI ადგილი რეიტინგში აფრიკულმა ქვეყანამ სენეგალმა დაიკავა, სადაც 2018 წლის მონაცემებით, მოსახლეობის თითქმის ნახევარი, სახელდობრ 48% უმუშევარი იყო. მათი უმრავლესობა კი, ვისაც სამუშაო აქვს, სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. ისინი მუშაობენ შაქრის ლერწმის პლანტაციებში, მოჰყავათ ბამბა, ბრინჯი, არაქისი. ადამიანების ცხოვრების დონე აქ ძირითადად ბუნებრივ პირობებზეა დამიკიდებული. გვალვიან წლებში ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილისთვისაა განწირული.


image



V ადგილზე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაა, სადაც 2016 წლის მონაცემებით უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებელი 53%-ს აღწევდა. გასაკვირია ამ ქვეყანაში არსებული მძიმე სიტუაცია, რადგან კონგო განსაკუთრებით მდიდარია ბუნებრივი რესურსებით. ოდესღაც აყვავებული სამთომომპოვებელი მრეწველობის განადგურების მიზეზი გაუთავებელი სამოქალაქო ომია, რომელმაც ეკონომიკის დაცემასთან ერთად, მოსახლეობის რიცხვის კატასტროფული ციფრით -5 მილიონი ადამიანით შემცირებაც გამოიწვია. ფოტოზე თქვენ ხედავთ ოქროს მომპოვებელი საბადოს მუშას ხელში 22 კილოგრამიანი თვითნაბადი ოქროს ზოდით, რომლის ფასი დაახლოებით 800 ათასი დოლარია.


image



IV ადგილი ამ არც თუ ისე საპატიო რეიტინგში ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას თურქმენეთს ერგო. ქვეყნის მოსახლეობის 60% უმუშევარია. თურქმენები ძირითადად სოფლის მეურნეობით არიან დაკავებული: მოჰყავთ ბამბა, კარტოფილი, მარცვლოვანი კულტურები; მისდევენ ცხვრების და მსხვილფეხა პირუტყვის მოშენებას. თურქმენეთის ძირითად საექსპორტო პროდუქტს ხელით ნაქსოვი ფერადოვანი ხალიჩები წარმოადგენს.


image



III ადგილზე აფრიკის სახელმწიფო ბურკინა ფასო აღმოჩნდა. ამ განვითარებად ქვეყანაში შრომისუნარიანი მოსახლეობის 77% უმუშევარია. ბურკინა-ფასო ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა მსოფლიოში, რაც განპირობებულია მოუსავლიანი მიწებით, წყლის დეფიციტით და მშობიარობის მაღალი მაჩვენებლით.


image




II ადგილზე ლიბერიაა - აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე ძველი რესპუბლიკა, დაარსებული 1821 წელს. ებოლას ეპიდემიის ''სამშობლოში'' მოსახლეობის თითქმის 90% უმუშევარია.


image


I ადგილი - უმუშევრობის განსაკუთრებით მაღალი დონით ერთპიროვნულად ლიდერობს ზიმბაბვე, სადაც ეს მაჩვენებელი 95%-ს აღწევს. ზიმბაბვე-მსოფლიოს უღარიბესი ქვეყანაა, სადაც ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი მხოლოდ 355 დოლარია წელიწადში. ქვეყანა დღეს ისევ ებრძვის კრიზისს, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო და რომელიც არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი გახლდათ. გარდა ამისა, ეკონომიკის დაცემა გამოიწვია ძლიერმა გვალვებმაც, რომლებიც ზედიზედ რამდენიმე წლის განმავლობაში დაატყდა თავს ზიმბაბვეს. აფრიკული სახელმწიფო განიცდის საშინელჰიპერინფლაციას, რომელიც უკვე ორი ათეული წელია მძიმე დაღს ასვამს ქვეყნის ეკონომიკას.



image





0
198
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0