x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
უგრეხელიძე: "ჩემს შანსს მოუთმენლად ველოდები"
imageრამდენიმე დღის წინ ბოლნისის "სიონის" რიგებში ახალგაზრდა 17 წლის მეკარე, გიორგი უგრეხელიძე ჩაირიცხა.

ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელს დავუკავშირდით და რამდენიმე საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ.

სად დაიწყე ფეხბურთის თამაში და როგორ მოხვდი ბოლნისის "სიონში"?

ფეხბურთის თამაში "სიონის" აკადემიაში დავიწყე. შემდეგ იყო რამდენიმე აკადემია -დინამო, საბურთალო, სფფ. ხოლო როდესაც შანსი მომეცა მშობლიურ კლუბში დავბრუნებულოყავი არც კი დავფიქრებულვარ ისე გავაფორმე კონტრაქტი კლუბთან.


რამდენწლიანი კონტრაქტი გააფორმე "სიონთან"?

გუნდთან 1-წლიან კონტრაქტს რამდენიმე დღეში გავაფორმებ, თუმცა იმედი მაქვს, რომ "სიონის" რიგებში არაერთ სეზონს გავატარებ.

როგორ მიდის ახალ და შენზე გამოცდილ ფეხბურთელებთან ადაპტაციის პერიოდი?

ბიჭებთან ძალიან კარგი და ახლო ურთიერთობა მაქვს. მათ უმეტესობას აქამდეც ვიცნობდი და ისინი მაქსიმალურად მეხმარებიან ადაპტაციაში. ისევე როგორც მთელი სამწვრთნელო შტაბი და მადლობა მათ ამისათვის.

რა არის შენი უახლოესი მიზანი?

ჩემი ამჟამინდელი მიზანი ასაკობრივ ნაკრებში მოხვედრა და "სიონში" ადგილის დამკვიდრებაა.

მიმდინარე სეზონში "სიონის" შემადგენლობაში მეკარის პოზიციაზე როტაცია ხშირია. არაა გამორიცხული მალე შანსი შენც მიიღო. მზად ხარ ფსიქოლოგიურად ამისათვის?

ერთი სული მაქვს როდის მექნება დებიუტი. დიდი ხანია ამაზე ვოცნებობ და ამისათვის 100%-ით მზად ვარ!

რომელ მეკარეს გამოარჩევდი ეროვნულ ლიგაში?

ვფიქრობ, ეროვნული ლიგის გამორჩეული მეკარე უდავოდ როინ კვასხვაძეა.

რას იტყვი ბოლნისელი გულშემატკივრების შესახებ?

"სიონის" თითოეულ გულშემატკივარს განსაკუთრებულად ვაფასებ და მინდა სიტყვა მივცე მათ რომ ვეცდები თაბი ღირსეულად წარმოვაჩინო და ჩემი ქალაქის გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო.

ახალგაზრდა მეკარე ბოლნისურ კლუბთან კონტრაქტს 3 ივლისს გააფორმებს. ფაქტია, რომ უგრეხელიძის სახით კიდევ ერთი საინტერესო ახალგაზრდა გამოჩნდა ჩვენს ჩემპიონატში. 17 წლის მეკარეს საქართველოს ყველა გამორჩეულ აკადემიქში უვარჯიშია და საინტერესო იქნება მისი ხილვა უკვე სხვა ტემპისა და სხვა დონის ჩემპიონატში.

0
226
შეფასება არ არის
ავტორი:გურამ მელქაძე
გურამ მელქაძე
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0