x
მეტი
  • 16.12.2019
  • სტატია:97398
  • ვიდეო:344213
  • სურათი:459428
კიდევ გვექნება ცვლილებები, შესაძლოა პრემიერ მინისტრის დონეზეც - სკანდალური პროგნოზი
image

"ქართველმა ერმა კოსმიურ გამოცდას ვერ გაუძლო, გადავიდა აგრესიაში და სწორედ ამიტომ ივლისის 20 რიცხვამდე მაქსიმალური სიფრთხილე გვჭირდება"- ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა "იმედის დილაში " ისაუბრა.


მისივე თქმით, ივლისის თვეში გვაქვს ორი დაბნელება, მზის და მთავრის, 2-ში და 17 -ში და აგრესიის პლანეტა მარსი გადადის ლომის ზოდიაქოში, ლომი მართავს საქართველოს, ლომის მოწინააღმდეგე, მერწყული კი რუსეთს.


ცაგარელის თქმით, იგივე სურათი გვქონდა 2008 წელს .



"2008 წელს მე საგანგებო განცხადება გავაკეთე და ვთხოვე 8 აგვისტოს, 2008 წლის, სამ რვიანზე განსაკუთრებული სიფრთხილე. რა მოყვა ამას გახსოვთ. არავითარი შეშინება და დაპანიკება ზედმეტი არაა ახლა საჭირო, მაგრამ სიფრთხილე და წინდახედულობა სამთავრობო სტრუქტურებიდან აუცილებელია. სიფრთხილეს ვთხოვ ყველას, ახალგაზრდობას, ოპოზიციას, პოზიციას, შემოდის ძალიან მძიმე პერიოდი 2 ივლისიდან.

მარსის გადასვლა ლომში ნიშნავს რომ კონფრონტაცია საქართველოს და რუსეთს შორის შეიძლება გახდეს საომარიც კი. ამიტომ მაქსიმალური წინდახედულობა, დიპლომატია, სიფრთხილე 20 ივლისამდე.

რათა ჩვენ გვერდი ავუაროთ ამ ტენდენციებს და მერე არ ვილაპარაკოთ არა 20 % -ზე, არამედ 40 %-იანი დანაკარგზე.

ამიტომ ვიყოთ ფრთხილად და წინდახედულად. კოსმოსი გვეუბნება, რომ არის ტენდენცია და არა აუცილებლობა, ამიტომ შვიდჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით. არ გვინდა ზედმეტი დაძაბულობა და ემოციები ეგზალტაცია.


მე წლის დასაწყისში ვსაუბრობდი საკადრო ცვლილებებზე და ახლა არის ის პერიოდი და აგერ უკვე დაიწყო. კიდევ გვექნება ცვლილებები, მათ შორის შეიძლება პრემიერ მინისტრის დონეზეც კი. კიდევ გვექნება უამრავი ცვლილებები 20 ივლისამდე. ამიტომ უარყოფი ენერგოველი მატულობს და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ერთმანეთს და ქვეყანას, ეს იქნება ჩემი თხოვნა"- განაცხადა ცაგარელმა.

0
953
3-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
953
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0