x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
70-მდე შემსრულებელი და საოცარი 3 დღე - Tbilisi Open Air 2019 დასრულდა
image


წელს Tbilisi Open Air 21 ივ­ნისს და­ი­წყო და სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და მუ­სი­კის სიყ­ვა­რულ­მა, Lisi Wonderland-ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი გა­ა­ერ­თი­ა­ნა.


Tbilisi Open Air-ის­თვის 2019 წელი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. ფეს­ტი­ვალ­მა არ­სე­ბო­ბის 10 წლის იუ­ბი­ლე აღ­ნიშ­ნა, რის­თვი­საც ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი გა­მორ­ჩე­უ­ლად მო­ემ­ზად­ნენ. ფეს­ტი­ვა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე წელს დამ­სწრე სტუმ­რებს ბევ­რად მეტი სტენ­დი თუ გა­სარ­თო­ბი დახ­ვდათ, ვიდ­რე წინა წლებ­ში. მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლებს, Lisi Wonderland-ში ოთხ სცე­ნა­ზე, ჯამ­ში 70 -მდე შემ­სრუ­ლებ­ლის მოს­მე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ.


რე­გი­ონ­ში ყვე­ლა­ზე დიდი მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი, წელს იმი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ო­და, რომ მუ­სი­კო­სე­ბი, მსმე­ნე­ლე­ბი და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებ­დნენ პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს და ერ­თობ­ლი­ვად აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ რუ­სე­თის ოკუ­პა­ცი­ას.



ფეს­ტი­ვა­ლის პირ­ველ დღეს, მთა­ვარ სცე­ნა­ზე, მსმე­ნე­ლე­ბის წი­ნა­შე შოტ­ლან­დი­უ­რი ბენ­დი Franz Ferdinand წარ­დგა. მა­ნამ­დე კი ქარ­თვე­ლი არ­ტის­ტებს – MokuMoku, LOUDspeakers-სა და Four Dimensional Monster Lobsters ეკა­ვათ სცე­ნა.


image


მე­ო­რე დღეს, მსმე­ნე­ლებ­მა ჯგუ­ფებს, Rhye-ს, „არა­სა“ და ლე­გენ­და­რულ ბრი­ტა­ნულ ბენ­დს, UNKLE-ს მო­უს­მი­ნეს. შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ EYESTAGE - სკენ გა­და­ი­ნაც­ვლეს, სა­დაც სცე­ნა ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის ერთ-ერ­თმა ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ­მა არ­ტის­ტმა, დე­ვიდ აუ­გუს­ტმა და­ი­კა­ვა.


image



imageimage

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ UNKLE-ის ფრონტმენ­მა, ჯე­იმს ლა­ველ­მა მსმე­ნელს სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ მი­მარ­თა.


„მე გა­ვი­გე, რომ თქვენს ქვე­ყა­ნა­ში სი­გი­ჟე ხდე­ბა. მე აქ ვხე­დავ სხვა­დას­ხვა­ნა­ირ ფე­რებს და შეკ­რე­ბილ სხვა­დას­ხვა­ნა­ირ ადა­მი­ა­ნებს და ერ­თა­დე­რი, რი­თაც შე­იძ­ლე­ბა რა­ი­მე შევ­ცვა­ლოთ, ეს ჩვე­ნი ერ­თად ყოფ­ნაა. ახა­ლაზ­რდო­ბის ხმაა ის, რაც ცვლი­ლე­ბებს იწ­ვევს. ჩვენ აქ სიყ­ვა­რულს ვზე­ი­მობთ. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ აქ ყოფ­ნის გამო. დიდი მად­ლო­ბა!“


image


ფეს­ტი­ვა­ლის მე­სა­მე დღეს, მთა­ვარ სცე­ნა­ზე ინ­გლი­სუ­რი როკ ბენ­დი -The Subways, შოტ­ლან­დი­უ­რი ბენ­დი - Mogwai, Michelle Gurevich, Salio, Bedford Falls და „მწვა­ნე ოთა­ხი“ წარ­დგნენ.


imageimageimage



The Subways სო­ლის­ტმა სცე­ნი­დან მი­მარ­თა მსმე­ნელს და ბოლო დღე­ებ­ში, თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე, მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­და.


"ჩვენ ყო­ველ­თვის თქვენს გვერ­დით ვიდ­გე­ბით, და­სავ­ლე­თი ყო­ველ­თვის მხარს და­გი­ჭერთ, გპირ­დე­ბით!", — თქვა მუ­სი­კოს­მა ბილ ლან­მა.


image

image


„ჩვენ ვგმობთ ძა­ლა­დო­ბას და ვა­ღი­ა­რებთ მხო­ლოდ ერ­თა­დერთ ღი­რე­ბუ­ლე­ბას - თა­ვი­სუფ­ლე­ბას.სო­ლი­და­რო­ბა ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც ახლა აქ­ცი­ა­ზე დგას!“ - ასე­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლეს ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა Tbilisi Open Air-ის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე.


Lisi Wonderlands-ში სპე­ცი­ა­ლუ­რი სივ­რცეც მო­ე­წყო იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც აინ­ტე­რე­სებ­დათ, რო­გორ ვი­თარ­დე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე. ამ სივ­რცე­ში და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ეკ­რან­ზე, აქ­ცია პირ­და­პირ ეთერ­ში გა­და­ი­ცე­მო­და.


imageimage


Tbilisi Open Air-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, აჩი­კო გუ­ლე­და­ნის თქმით, წლე­ვან­დე­ლი ფეს­ტი­ვა­ლი თა­ნას­წო­რო­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის 10 წლის შე­ჯა­მე­ბაა.


„წელს Tbilisi Open Air 10 წლის გახ­და. ეს არის ჩვენ­თვის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის და თა­ვი­სუფ­ლე­ბის 10 წლის შე­ჯა­მე­ბა. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენ მო­ვა­ხერ­ხეთ შეგ­ვექ­მნა სივ­რცე, სა­დაც გან­სხვა­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ თა­ნა­ცხოვ­რე­ბა და ეს არის მინი მო­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, რო­მელ­შიც ძა­ლი­ან გვინ­და რომ ვი­ცხოვ­როთ.


Tbilisi Open Air ელო­დე­ბი­ან და ყო­ველ­წლი­უ­რად უფრო მეტი სტუ­მა­რი ჩა­მო­დის ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი­და­ნაც. გვე­ა­მა­ყე­ბა, რომ რე­გი­ო­ნის მას­შტა­ბით ყვე­ლა­ზე დიდი ფეს­ტი­ვა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში იმარ­თე­ბა.


მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლი დღე­ე­ბი გვაქვს და არა­სა­ფეს­ტი­ვა­ლო გან­წყო­ბა გვქონ­და, Tbilisi Open Air -მა თა­ვი­სი სათ­ქმე­ლი თქვა და ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლია, რომ ეს არის თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სივ­რცე და ვგმობთ ყვე­ლა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბას.“ გა­ნა­ცხა­და აჩი­კო გუ­ლე­დან­მა.


imageimageimage


ავ­ტო­რი: თეკ­ლე ჯა­ნე­ლი­ძე

ფოტო: ვანო გორ­გიშ­ვი­ლი




0
36
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0