x
მარცხი სტამბოლში - რას ნიშნავს ექრემ იმამოღლუს გამარჯვება რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის?
image

თურქეთში, სტამბოლის მერის ხელახალი არჩევნები დასრულდა და დასრულდა საკმაოდ მძიმე შედეგებით მმართველი "სამართლიანობისა და განვითარების პარტიისთვის" (AKP) - არჩევნებში ოპოზიციური "სახალხო რესპუბლიკური პარტიის" (CHP) კანდიდატმა ექრემ იმამოღლუმ უკვე მეორედ გაიმარჯვა. უნდა ითქვას, რომ მეორე გამარჯვება პირველთან შედარებით ბევრად უფრო დამაჯერებელი აღმოჩნდა. ხმების 99.37%-ის დათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ იმამოღლუს მოსალეობის 54.03%-მა დაუჭირა მხარი, მაშინ როცა მმართველი პარტიის კანდიდატმა ბინალი ილდირიმმა 45.09% მიიღო.

შედარებისთვის, 31 მარტს გამართულ არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა სულ რაღაც

0.3%-ით მეტი ხმა მიიღო, რაც რამდენიმე მილიონიან ქალაქში ძალიან მცირე უპირატესობაა. აქვე შეგახსენებთ, როგორ დასრულდა 31 მარტის არჩევნები:
ანკარა (მოსახლეობა - 5, 445, 000 ადამიანი)
CHP – 50.93%,
AKP – 47.12%;

სტამბოლი (მოსახლეობა - 15, 070, 000 ადამიანი)
CHP – 48.80%,
AKP – 48.55%;

იზმირი (მოსახლეობა - 4, 280, 000 ადამიანი)

CHP – 58.10%,
AKP – 38.69%



თურქეთის სამ ყველაზე დიდ ქალაქში ოპოზიციამ გაიმარჯვა. ახლა სტამბოლის მოსახლეობამ ნათლად დააფიქსირა საკუთარი აზრი და განწყობა ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მიმართ - დაახლოებით 800 000-ით მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი იმამოღლუს.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ერდოღანის მმართველობას საფრთხე ემუქრება, მაგრამ ეს ნამდვილად უნდა იყოს მისთვის განგაშის ზარი - ქვეყანაში, სადაც დემოკრატიული მმართველობა მცირდება და იზრდება ავტორიტარული მმართველობა, აუცილებელი იქნება ცვლილებების დაწყება. იხილეთ ვრცლად

0
289
1-ს მოსწონს
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
289
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0