x
ახალი სიცოცხლის ერა Iberus- პლანეტარიუმზე

პლანეტარიუმი

თანამედროვე ტექნოლოგიების პროგრესულმა განვითარებამ სერიოზული ომი გამოუცხადა იმ რენესანსი ხანას, რომელიც ეპოქების მანძილზე ბაროკო-როკოკოს სტილს აქტიურად ამკვიდრებდა არისტოკრატულ ერაში და დღემდე თავს იწონებს მისი აღორძინების ხანით, მაგრამ უახლესმა საუკუნემ დროს ნათლად გაუსწრო წინ იდეებით და პლანეტარიუმის დანერგვას დედამიწაზე ცდილობს, რასაც ამ იდეის ავტორი ბ-ნი კონსტანტინე რამიშვილი ასე ხსნის მისი მხარდაჭერებისა და ინვესტორებისთვის, რომელმაც პროექტის სახით მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებას მან საკონკურსო ფორმატის სახით თემა წარუდგინა პროექტში- “შენი იდეა ქალაქის მერს" და გთავაზობთ ამ იდეის ოფიციალურ ვარიანტს, რომელიც უშუალოდ ავტორის მიერ საჯარო აუდიტორიაში გახმოვანდა :- “ დიდი მადლობა რომ საშუალება მოგვეცა ამ პორტალის მეშვეობით საკუთარი იდეები გაგიზიაროთ.ძალიან გვსურს არათუ თბილისმა აუწყეს ფეხი თანა მედროვე მსოფლიო მეგაქალაქებს, არამედ იყოს სიახლის შემომტანიც და ტექნიკურად განვითარებულიც.იდეა მდგომარეობს შემდეგში- შევქმნათ კრეატიული, მაღალტექნოლოგიური სივრცე, გამწვანება-განაშენიანებით, რომელიც ყოველდღიური ურბანული რუტინისაგან გაქცევის საშუალებას იძლევა.ჩვენი ინოვაციური პროექტის “Iberus- პლანეტარიუმი"- ს კონცეფცია დაფუძნებულია სოციალურ ინტერაქციასა და ადამიანთა კომუნიკაციის (განვითარება, გართობა, დასვენება) ხელშეწყობაზე.ასევე საქმიანი შეხვედრებისთვის, მეცნიერული დაკვირვებისთვის, კვლევა-ძიების განვითარებისთვის.პროექტის მოწყობა-მოპირკეთება განხორციელდება “სურების" ინოვაციური, გამჭირვალე- მანათობელი ქვით, ქანმშები მასალით შედგენილი, ჰიდროთერმულად დამუშავებული ნატურალური ქვით, მოჭიმული, თერმულად დამუშავებული ბუნებრივი ქვით, აკრილის ხელოვნური ქვით (სრარტაფში გამარჯვებული). გამოგონება მიეკუთვნება მშენებლობის დარგს.ინოვაციური გამჭირვალე სამშენებლო ელემენტი და მისი მიღების ტექნოლოგია ახალი კომპოზიციური მასალა, რომელიც მზადდება გარკვეული ფრაქციული ოპტიმალური შედგენილობის მთის ქანების ქვიშა-ღორღისგან და მასში განსაზღვრული კანონზომიერებით განლაგებული შუქგამტარი ბოჭკოსგან. გამჭირვალე მანათობელი ელემენტის მისაღებად შეიძლება გამოყენებული იყოს გამჭირვალე ბოჭკოვანი მასალის ყველა ცნობილი სახეობა ( მინის, პოლიმერული, ოპტიკურ ბოჭკოვანი კომპოზიტი).წარმოების მეთოდი მოიცავს გამჭირვალე მანათობელ სამშენებლო ელემენტში ჩაშენებულ, მაღალ ტექნოლოგიებით დამზადებულ (LED RGB)კრისტალურ ლაზერულ სენსონურ მოწყობილობებს.უნიკალური ინოვაციური სამშენებლო ელემენტის ნათების მართვა შესაძლებელი იქნება კომპიუტერულად, მობილური აპლიკაციის მეშვეობით. გამოგონება არ ზღუდავს სამშენებლო ელემენტის ფორმებს.ის აძლევს არქიტექტორებს ლანდშაფტის ან ინტერიერის დიზაინერებს შემოქმედებით თავისუფლებას. ჩვენი გამოგონების მიზანია, რომ შევქმნათ გამჭირვალე- მანათობელი სამშენებლო ელემენტი, რომელშიც შუქი გაივლის არამხოლოდ ერთი მიმართულებით, არამედ სხვადასხვა გზით, მიუხედავად სამშენებლო მასალის სისქისა. ასევე, ქვაში ჩაშენებული ახალი თანამედროვე ტექნოლოგიებით გამოვიმუშაოთ მზის ენერგია, (დენადი), რომლის მეშვეობით მინიმუმ თავის თავს გამოკვებას.ასევე ჩვენი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ შეიქმნას მოწყობილობა ასეთი სამშენებლო ელემენტების მასიური წარმოებისათვის, უმეტესად ავტომატიზირებული პროცესებით. ამ მეთოდმა უნდა უზრუნველყოს ერთგვაროვანი განაწილება ობტიკური ბოჭკოების თხევად ნარევში და ა.შ.წარმოგიდგენთ ჩვენს მიერ შემუშავებულ, მრავალი კომპონენტებისგან შემდგარ, მკაფიო, ინტელექტუალურ- სიტუაციურ გარემისთან და დროსთან შესაბამისი მოქმეფების ეფექტის შემცველ პროექტს “Iberus- პლანეტარიუმი", რომელშიც გამოყენებული იქნება ზემოთ ხსენებული ტექნოლოგიები. “Iberus- პლანეტარიუმი" წარმოადგენს მზის სისტემისმოდელს, ერთი ცენტრალური და რამდენიმე თანამგზავრი ნაგებობის (იხ.სურათი) პლანეტების კომპლექსი სასურველია მოეწყოს დიდ სივრცეში სადაც განთავსდება ობსერვატორია, ასტროპარკი, ასტრომუზეუმი, ღია კინოთეატრი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ან ღამის საათებში გარდაუსახება ელექტრონულ სცენების 3D ეფექტით. ნაგებობების ფუნქციური დანიშნულება მრავალვარიაციულია. შემოთავაზებული პროექტი კომპლექსური, თუმცა შესაძლებელია ინდივიდუალურ თემებად განხორციელება. (პარკებში, სკვერებში, თბილისის ზღვაზე, ლისზე, კუსტბაზე და ა.შ.) მანათობელი ქვის გამოყენება ასევე შესაძლებელია ზებრა გადასასვლელებზე, რაც ხალხისათვის უფრო მიმზიდველი იქნება.მძღოლიც ადვილად შენიშნავს განათებულ ზებრაზე მოსიარულე მოქალაქეს. მსგავსი გადასასვლელი, ქალაქს მისცემს თანამედროვე და სასიამოვნო იერს. შეიძლება მისი გამოყენება ტროტუარებზე, ქვაფენილებზე, ბორდიურებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებში, სკვერებში სარელაქსაციოდ.ასევე შეიძლება დამზადდეს კიბეები, საყვავილეები, შადრევნები, ფასადები და სხვა.დიზაინერი და კომერციული კუთხით, მანათობელი- გამჭირვალე აკრილის ქვის შესაძლებლობები შეუზღუდავია. სამშენებლო ელემენტს შეიძლება ქონდეს მოხეხილი, მოფრეზილი, პოლირებულ-ლამინირებული ზედაპირი.კაშკაშა და ჩვეულებრივი განათებით 3დ და სხვა ვირტუალური გამოსახულებები ფერებში, ხელს შეუწყობს სიმშვიდეს, წესრიგსა და ჰარმონიის დამყარებას.ღამის ეკონომიკის განსავუთარებლად ქვეყანაში გააჩენს ახალ სივრცეებს (ქალაქებში, ბაღებსა და სკვერებში), რომელიც საინტერესო და მიმზიდველი იქნება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის და სტუმრებისთვის. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, ხალხის დასაქმებას, ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ინვესტიციების მოზიდვას და ანალოგიური პროექტების ექსპორტს. იმედია დაინტერესდებით ინოვაციით და ერთად შევძლებთ გავალამაზოთ და უსაფრთხო გავხადოთ ჩვენი ქალაქი".

გმადლობთ ყურადღებისთვის

ავტორი- კონსტანტინე რამიშვილი

იდეის ნომერი: 7083



იბერუსი


პ.ს.ცხადია მოქმედი პროექტი მიზნად არ ისახავს რომელიმე რენესანსული ხანის აღორძინების რღვევას, არამედ მისი მიზანია, რომ 21- საუკუნის ულტრათანამედროვე არქიტექტურული სტილის დამკვიდრებას ხელი შეუწყოს ჩვენს დედაქალაქ თბილისში და მისი აქტუალურობის შემთხვევაში აღმშენებლობითმა პროცესმა მაშტაბური ხასიათი შეიძინოს და თანაცხოვრების პროცესიც დედამიწის პლანეტარიუმზე რეალური და სიცოცხლით სავსე გახადოს.


ჯორჯიანა

0
53
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე რამიშვილი
ეკატერინე რამიშვილი
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0