x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
რატომ ვექცევით სხვის შვილებს ისე, როგორ მიდგომასაც ჩვენი შვილების მიმართ არავის ვაპატიებთ ანუ შემთხვევა ზღვის სანაპიროზე დღეს

image ბევრჯერ მითქვამს და გავიმეორებ, სამხედრო სასწავლებლებმა და საომარ მოქმედებებში ხშირმა მონაწილეობამ მიცვალებულივით უემოციო გამხადა, თუმცა იმან რასაც დღეს დილით ჰქონდა ადგილი ანაკლიაში ზღვის ნაპირზე, ჩემი გაბრაზება გამოიწვია, ძლივს შევიკავე თავი ახალგაზრდა ბიჭებს და საშუალო ასაკის მამაკაცებს ფიზიკურად არ შევხებოდი.
ქალბატონებიც იმსახურებდნენ გალანძღვას, მაგრამ არ ზის ასეთი დამოკიდებულება ქალბატონებისადმი ჩემში.
ჩემი გაბრაზება კი გამოიწვია შემდეგმა ფაქტმა, დილით სანამ ჩემი შეფი ჯერ კიდევ საწოლში ნებივრობს მე ზღვაზე გავდივარ საბანაოდ ნებისმიერ ამინდში (წვიმას და შტორმს ვგულისხმობ), ასე იყო ამ დილითაც, სანაპიროზე საკმაოდ იყო უკვე დამსვენებლები, ჩემი ყურადღება მიიქცია თოვლივით ქათქათა სხეულის მქონე ტანკენარმა გოგომ, რომელიც ასე 17-19 წლის თუ იქნებოდა.
გოგონას თანამედროვე, საკმაოდ მინიატურული ბიკინები ეცვა, რაც მართლა ძალიან უხდებოდა მის უნაკლო სხეულს.
მივუახლოვდი სანაპიროს და მესმის გოგოს მიმართ მამაკაცებისგან, ახალგაზრდა ბიჭებისაგან და ქალებისაგან წამოსული შეურაცხმყოფელი სიტყვების კასკადი, გოგონას ლანძღავდნენ საცურაო ბიკინების გამო.
იმდენ ხალხში არცერთი არ გამოჩნდა ისეთი ვინც უკვე თვალცრემლიან გოგოს გამოექომაგებოდა.
გოგონამ ტანსაცმლის აღება დაიწყო, მივუახლოვდი და მეგრულად ვთხოვე, რომ დარჩენილიყო, გოგონა შემობრუნდა ჩემსკენ და ცრემლიანი, მაგრამ ულამაზესი ლურჯი თვალები შემომანათა, თან მორიდებულად მითხრა: სტუმრად ვარ ჩამოსული და მეგრული არ მესმისო და წამოდგომა დააპირა.
ვთხოვე დამჯდარიყო და სიბრაზის პიკზე მყოფი მივუბრუნდი იმ არამკითხე ვიგინდარებს, ვინც გოგონას დაუმსახურებლად აყენებდა შეურაცხყოფას.
კაცებს ხმა არ ამოუღიათ, ბიჭებსაც, მაგრამ ქალებმა რომლებიც ლამის მედესანტის პარაშუტის ზომის საცვლებში იყვნენ "ჩაკვეხებული" ჭკუის დარიგება დამიწყეს, ეს საქართველოა, როგორ შეიძლება ასე ზღვის ნაპირზე გასვლა, ბავშვები უყურებენო!
მერე თქვენს ყურებას ამ ულამაზესი გოგონას ყურება არ ჯობია მეთქი!
სწორედ ამ დროს გამოჩნდა ჩემი ბელა, საზღვაო აკადემიის სამაშველო ფაკულტეტ დამთავრებული მაშველი, რომელიც აქ სტაჟირებაზეა, ჩემთან სანაძლეოს წაგებაც მოასწრო შორს გაცურვაში, მაგრამ ისეთი პატივისცემა დაიმსახურა ჩემთვის შეძენილი და გახდა.
მოვიდა და აჭარული კილოთი (ბათუმელია) ისე "შეუნთო" იმ ქალებს ხმა არ ამოაღებინა. გოგონა რუსთავიდან სტუმრად ჩამოსული აღმოჩნდა, ბელას ჩავაბარე მისი თავი და ისეთ ცუდ განწყობაზე დავბრუნდი ბინაში უარესის წარმოდგენაც კი შეუძლებელია.
რატომ აკადრებთ ქართველების ნაწილო, ახალგაზრდა გოგონებს მოდური საცვლების გამო იმას, რის კადრებას თქვენი შვილების მისამართით არასდროს არ დაუშვებთ?!
ევროპა გინდათ და ფეოდალური ხანის საქართველოში ხართ ჩარჩენილები.

0
715
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
715