x
image
ეკა ლაცკა
ვინ იყო მე - 20 საუკუნის უდიდესი იტალიელი თაღლითი - ჩარლზ პონცი, რომლის "სქემამ" 10 მილიონი დოლარი შეაგროვა

image

ჩარლზ პონცი, მეოცე საუკუნის უდიდეს თაღლითად მიჩნეული იტალიელი კრიმინალი, რომლის სახელსაც უკავშირდება ინვესტორების მოსატყუებლად შექმნილი ცნობილი “პონცის სქემა”.

...
ის 1882 წელს იტალიის ქალაქ პარმაში დაიბადა და ახალგაზრდული წლები იტალიაში გაატარა. 1903 წელს კი შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და სწორედ იქ დაიწყო საკუთარი “ნ ი ჭ ი ს” რეალიზება .

1919 წლის 26 დეკემბერს პონცი არეგისტრირებს ფირმა The Security Exchange Company. ის პირდება ინვესტორებს, რომ 45 დღეში 50%-იან სარგებელს გადაუხდის მათ, ხოლო 90 დღეში 100%-იან სარგებელს მოუტანს.


შეთავაზება საკმაოდ სასიამოვნოდ ჟღერს!

ის მაშინვე ედება საზოგადოებას და ერთგვარ ბუმსაც იწვევს!
ხალხის ნაკადი არ წყდება... გადახდილი თანხები 10 $ – 50 000 $ შორის მერყეობს და...

პონცი და მისმა თანამშრომლები სულ რაღაც ერთ კვირაში უკვე მილიონ დოლარს აგროვებენ!

კარადები, თაროები, უჯრები და საპირფარეშიებიც კი ინვესტორების ფულით არის სავსე.

მწვანე დოლარები ანათებს ყველგან...

და პონციც ბედნიერია!


image


გრძელდება მუშაობა ეგ.წ., , პონცის სქემაზე”!

ის ასე გამოიყურება:

პირველი ინვესტორი სარგებელს, მეორეს შენატანის ხარჯზე იღებს, მეორე მესამის ხარჯზე, მესამე მეოთხის და ა. შ. იგება ერთგვარი,
დიდი პ ი რ ა მ ი დ ა!
რომელმაც შესაძლოა დიდ ხანს გასტანოს, მაგრამ საბოლოოდ აუცილებლად კრახით დამთავრდება.

...

ამ შემთხვევაში შედარებით ადრინდელი ინვესტორები მოგებული რჩებოდნენ, მაგრამ რაც უფრო გვიან იყო ინვესტიცია გაკეთებული, მით უფრო დიდი იყო ფულის დაკარგვის შანსი.


image


პონცის ამ "პროექტმა" საკმაოდ წარმატებით იმუშავა.

მან იგი ამერიკის რამდენიმე შტატში განახორციელა და ამ თაღლითური სქემის მეშვეობით "კრიმინალმა", არც მეტი არც ნაკლები, 10 მილიონი დოლარი შეაგროვა.

ბოლო შტატი სადაც პონცმა თავისი სქემა ჩაუშვა ტექსასი იყო. აქ კი მას უიღბლობის პერიოდი ეწვია და დააპატიმრეს.

თაღლითობისთვის ჩარლზს 14 წელი მიესაჯა.

image


ციხიდან გამოსვლის შემდეგ პონცი იტალიაში ბრუნდება და თარჯიმნად იწყებს მუშაობას.

მალე მას იტალიის იმ დროინდელი დიქტატორი ბენიტო მუსოლინი უკავშირდება და იტალიის ახალ ავიახაზებში სამსახურს სთავაზობს.

1939-1942 წლებში ჩარლი რიო-დეჟანეიროს ფილიალს ხელმძღვანელობს.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ეს ავიახაზები კოტრება და პონცი სამსახურის გარეშე რჩება.

...
ცხოვრება ხშირად საკმაოდ უცნაურ და ალოგიკურ დასასრულს სთავაზობს ადამიანებს, მათ შორის მათაც, ვისაც ერთ დროს 10 მილიონი დოლარიც კი ჰქონიათ.

სიცოცხლის ბოლო წლები ჩარლზ პონცმა ბრაზილიაში გაატარა და 1949 წელს, 67 წლის ასაკში სრულიად ღ ა რ ი ბ ი რიო დე ჟანეიროს ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

image

...

ასევე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი კრმინალური ისტორიები :

1.მე-19 საუკუნის ქურდული სამყაროს დედოფალი - "ოქროსხელებიანი" სონკა
image

2."საზოგადოების მტერი №1" –ად წოდებული ფრანგი კრიმინალი - ჟაკ მესრინი. კაცი, რომელმაც ყველა ციხიდან გაქცევა მოახერხა
image


3.ბონი და კლაიდი - განგსტერების წყვილი, რომელსაც დიდი სიყვარულისთვის ამერიკამ ყველა დანაშაული აპატია
image


0
189
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
189
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0