x
მეტი
  • 18.09.2019
  • სტატია:94865
  • ვიდეო:342602
  • სურათი:456919
საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ფაქტები ჩვენი პლანეტის შესახებ

1. ყველა სახელმწიფოს აქვს ზედა საზღვარი და ის კარმანის ხაზზე (Karman line) გადის. ეს ზღვარი ზღვის დონიდან 100 კმ-ზე მდებარეობს და მას სახელი ამერიკელი მეცნიერის ტ. ფ. კარმანის (Theodore von Kármán) საპატივცემულოდ მიენიჭა (მან პირველმა განსაზღვრა ეს საზღვარი და აღნიშნა, რომ ამ სიმაღლეზე ატმოსფერო იმდენად იშვიათია, რომ თვითმფრინავისთვის ფრენა სახიფათოა). მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ატმოსფერო ბევრად უფრო ზევით ვრცელდება, ავიაციის საერთაშორისო ფედერაციამ (FAI) სწორედ ეს ნიშნული აღიარა საზღვრად ატმოსფეროს და კოსმოსს შორის.


2. მთვარე ერთ დროს დედამიწის ნაწილი იყო. შვეიცარიელი მეცნიერების თეორიის თანახმად, 4, 36 მლრდ. წლის წინ, დედამიწა პლანეტა თეიას შეეჯახა. შედეგად, ჩვენმა პლანეტამ მანტიის ნაწილი დაკარგა, რომელიც მოგვიანებით, მის ბუნებრივ თანამგზავრად იქცა.


3. დედამიწაზე ჟანგბადის გაჩენამდე, პირველი ოკეანე მწვანე ფერის იყო. ეს იმიტომ, რომ წყალი დიდი რაოდენობით რკინას შეიცავდა. წყალში ჟანგბადის გაჩენის შემდეგ, რკინა სუფთა ჟანგბადთან შეხებისას, იწვებოდა და ფსკერზე ილექებოდა. წყლის რკინისგან გაწმენდის შემდეგ, დაახლოებით, 1, 5 მლრდ. წლის წინ, ოკეანე ლურჯი ფერის გახდა.


4. როგორც ცნობილია, 335–175 მლნ. წლის წინ, დედამიწაზე ერთიანი კონტინენტი პანგეა არსებობდა. 200 მლნ. წლის წინ, პანგეამ, რომელიც ერთი პოლუსიდან მეორე პოლუსამდე იყო გადაჭიმული, დაშლა დაიწყო. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ლავრაზიის კონტინენტი წარმოიქმნა, ხოლო სამხრეთში – გონდვანა.

მეცნიერების პროგნოზით, 250–300 მლნ. წელში კონტინენტების გაერთიანება ისევ მოხდება და ისევ ერთიანი კონტინენტი წარმოიქმნება (მეცნიერები მომავლის კონტინენტს უკანასკნელ პანგეას უწოდებენ).


image

5. ჩვენ სამყაროს შესახებ უფრო მეტი ვიცით, ვიდრე დედამიწის ბირთვის და მსოფლიო ოკეანის შესახებ. დღემდე, ოკეანეების 95% გამოკვლეული არ არის.


6. მიზიდულობის ძალა დედამიწის პოლუსებზე უფრო მეტია, ვიდრე ეკვატორზე. თუ ადამიანი მაგ., 60, 4 კგ-ს იწონის ჩრდ. პოლუსზე, მისი წონა ეკვატორზე, 400 გრ-ით ნაკლები იქნება.


7. სამეცნიერო მონაცემების მიხედვით, დედამიწა მზის ნისლოვანიდან, დაახლოებით 4, 54 მლრდ. წლის წინ წარმოიქმნა, ხოლო სიცოცხლე მასზე – 4, 25 მლრდ. წლის წინ გაჩნდა.


8. ყველაზე მშრალი ადგილი დედამიწის ზედაპირზე, მაკ-მერდოს (Dry Valleys) მშრალი ველებია. იქ ნალექი 2 მლნ. წლის მანძილზე არ მოსულა. ამრიგად, გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ დედამიწაზე ყველაზე მშრალი ადგილი ატაკამის უდაბნოა, სიმართლეს არ შეესაბამება. იქ ნალექი 400 წლის მანძილზე არ მოსულა და ამ მაჩვენებლით ის, მხოლოდ II ადგილზეა მშრალი რეგიონების სიაში.


image


9. ვიდრე ჩვენს პლანეტაზე ხე-მცენარეები გაჩნდებოდა, ხმელეთი გიგანტური სოკოებით იყო დაფარული.


10. დედამიწის ხმელეთის მესამედი, მთლიანად ან ნაწილობრივ, უდაბნოს წარმოადგენს.


11. მზე, სიდიდის მიხედვით, საშუალო ზომის ვარსკვლავია, მაგრამ ის 1, 3 მლნ-ჯერ აღემატება დედამიწას.


12. დედამიწა მზის სისტემის ერთადერთი პლანეტაა, რომელზეც ფილების ტექტონიკური მოძრაობა მიმდინარეობს. ამ პროცესის გარეშე, დედამიწაზე არ იქნებოდა სათბურის აირები, რომლებიც პლანეტაზე ტემპერატურას არეგულირებენ. და რომ არა ეს აირები, ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა -18 გრადუსი იქნებოდა, დღევანდელი, +15 გრადუსის ნაცვლად.


image


13. თუ გავთხრით გვირაბს მიწის ქვეშ, ერთი მიმართულებით, თეორიულად რა თქმა უნდა, და მასში ჩავხტებით, ვარდნის დრო, გვირაბის მთელ სიგრძეზე, 42 წუთი იქნება.


14. ოზონის ხვრელი მცირდება. ეს ტენდენცია 2012 წლიდან დაიწყო, როდესაც ხვრელი, წინა წლებთან შედარებით, საგრძნობლად შემცირდა. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ეს ტენდენცია თუ ამ ტემპებით გაგრძელდა, 2040 წლისთვის, ოზონის ხვრელი სრულად დაიხურება.


15. დედამიწა, ისევე როგორც მთვარე, გადის გარკვეულ ფაზებს, მაგრამ ამის დანახვა მხოლოდ მთვარიდან დაკვირვებით შეიძლება.


16. პლანეტის ვულკანების 90% წყლის ქვეშ არის. ამის მიზეზი ის არის, რომ დედამიწის სეისმურულად აქტიური სარტყელი ლითოსფეროს ფილების საზღვრებს ემთხვევა. ამ სარტყელში მოექცა მოქმედი ვულკანების უმრავლესობა, რომლის უდიდესი ნაწილი, წყნარი ოკეანის სანაპიროზეა თავმოყრილი და ე. წ. «ცეცხლოვან რკალს» ქმნის.


image


image17. აშშ-ს მეცნიერების აზრით, ოქრო დედამიწის ზედაპირზე ზეძლიერი გამა-გამოფრქვევის შედეგად გაჩნდა. ეს სილურული პერიოდის ბოლოს, დაახლოებით, 400 მლნ. წლის წინ მოხდა. უდიდესი სიძლიერის აფეთქებამ დედამიწაზე ოქრო მოაფრქვია, რომელსაც ჩვენ დღემდე მოვიხმართ.

კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ გამოფრქვევა დედამიწიდან 6 სინათლის წელიწადის დაშორებით მოხდა და მან პლანეტაზე მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების 60% გაანადგურა.
მეცნიერები გამა–გამოფრქვევას ძალიან იშვიათ მოვლენად თვლიან, რომელიც მხოლოდ ორი ნეიტრალური გავსკვლავის შეჯახებით შეიძლება იყოს გამოწვეული.


18. ჩვენს გალაქტიკაში, დედამიწის მსგავსი, დაახლოებით, 2 მლრდ. პლანეტაა.


19. დედამიწის ზედაპირიდან, 19 კმ. სიმაღლეზე ამსტრონგის ზღვარი (Armstrong Limit) მდებარეობს. ამ სიმაღლეზე მოხვედრის შემთხვევაში, ადამიანმა სკაფანდრი უნდა ჩაიცვას, რადგან წნევა იქ იმდენად დაბალია, რომ წყალი ადამიანის ტემპერატურაზე დუღდება.


20. დედამიწის ყველაზე შორეული სურათი, Messenger-ის ამერიკული კოსმოსური სადგურიდან, 183 მლნ. კმ-ს სიშორიდან არის გადაღებული. ფოტოსურათს «Pale Blue Dot» ჰქვია, რაც ქართულად – «ფერმკრთალი ცისფერი წერტილს» ნიშნავს. ამ ფოტოზე დედამიწის გარდა, მთვარეც ჩანს.


image
21. იმ შემთხვევაში, თუ მზის სისტემას შორიდან შევხედავთ, ერთადერთი ხილული პლანეტა დედამიწა იქნება, რადგან წყლის ზედაპირიდან მზის სხივების არეკვლა ხდება.


image22. ამაზონის ტროპიკული წვიმის ტყე, პერიოდულად, სასუქს საჰარიდან ღებულობს. ქარს ქვიშის ნაწილები (მტვერი) ნუტრიენტებით (საკვები ნივთიერება) ოკეანის გადაღმა, ტროპიკებში გადააქვს, სადაც ის ტყეს ეფინება და მცენარეებისთვის სასუქს წარმოადგენს.

NASA-ს მეცნიერების გამოთვლით, ქარს ერთი კონტინენტიდან მეორეზე, ყოველწლიურად, 27, 7 მლნ. ტ. მტვერი გადააქვს, რომელიც 0, 08%-მდე ფოსფორს შეიცავს. რაც იმას ნიშნავს, რომ ამაზონის ტყეები, აფრიკიდან, ყოველწლიურად, 22 ათას ტ. ფოსფორს იღებენ. ეს კი, დაახლოებით, იმდენივეა, რამდენის გამორეცხვაც ხდება, ხსენებული ტყეების ნიადაგებიდან, წვიმების და წყალდიდობების პერიოდში. სამხრეთ ამერიკის ეს რეგიონი მუდმივად განიცდის ფოსფორის ნაკლებობას და რომ არა საჰარა და «საჰარის სასუქი», შესაძლებელია, ამაზონის ტყეებიც არ ყოფილიო.


23. პლანეტა დედამიწა — ერთადერთი ადგილია მზის სისტემაში, სადაც წყალს შეუძლია 3 აგრეგატულ მდგომარეობაში – მყარი, თხევადი და გაზიებური იყოს.


24. მსოფლიო ოკეანე, ყველაზე მეტად, პლასტიკატით არის დაბინძურებული, რომელსაც უკანასკნელი 100 წლის მანძილზე იყენებენ ადამიანები. ამჟამად, ოკეანეში არსებული ნაგვის 90 % სწორედ პლასტიკატზე მოდის. საგანდაშოა აგრეთვე ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის გაზრდაც: სამრეწველო რევოლუციის დაწყებიდან დღემდე, ამ აირის კონცენტრაცია ატმოსფეროში, თითქმის 30% გაიზარდა. უახლოესი 100 წლის მანძილზე, არსებული მდგომარეობა თუ არ შეიცვალა, დღეს არსებული ცხოველთა სამყაროს სახეობათა 30 % დედამიწიდან გაქრება.


25. ჩვენი პლანეტის ბირთვში კოლოსალური რაოდენობის ოქროა. მისი ზემოთ ამოტანის შემთხვევაში, ჩვენი პლანეტის ზედაპირის, 0, 5 მ. სისქის, ოქროს მინანქრით დაფარვა იქნება შესაძლებელი.

imageimageimage

image

imageimage


imageimage






0
288
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
288
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0