x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134477
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
დრილები - კოლხური ტომი
დრილები - კოლხური ტომი


დრილები იყვნენ ერთ-ერთი უძველესი კოლხური, მეგრულ-ლაზურ-ჭანური ტომი, რომელიც მოსახლეობდნენ სამხრეთ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მთიანეთში, მდინარე ხარშუტის ხეობაში. ძველბერძენი ისტორიკოსების ცნობების მიხედვით დრილების ქვეყანაში ძვ.წ. 401 წელს ილაშქრა ძველმა ბერძენმა სარდალმა და ისტორიკოსმა ქსენოფონტმა (ძვ.წ. 427-355). ქსენოფონტისვე წერილობითი წყაროების მიხედვით ჩვენ ვხედავთ და თავადაც აღნიშნავს, რომ დრილები პონტოსპირელთაგან ყველაზე ძლევამოსილი და მეომარი ხალხი გახლდათ, თანაც მოსახლეობდნენ მთიან, კარგად გამაგრებულ და მტრისგან ძალიან რთულად ასაღებ ადგილებში. თავად მათი ქვეყნის - დრილეთის დედაქალაქი იმდენად ბრწყინვალედ იყო გამაგრებული, რომ თვით ძველბერძენთა კარგად აღჭურვილმა და დიდი გამოცდილების მქონე არმიამაც კი ვერაფრით აიღო.


დრილი


დრილები ძირითადად მეცხოველეობას მისდევდნენ და ძალიან კარგად ჰქონდათ განვითარებული სამშენებლო ტექნოლოგიებიც. თუ სხვა წერილობითი წყაროები დრილებს ცალკე ტომად განიხილავენ, ამისგან გასხვავებით ძველბერძენი ისტორიკოსი და ფილოსოფოსი არიანე (ახ.წ. 95-175) წერს, რომ დრილები იგივე სანები არიან. ამას ეთანხმება სხვა, მე-5 საუკუნის ანონიმი ბერძენი მწერალიც. ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი (ახ.წ. 507-562) კი, აღნიშნავს, რომ მის დროს უკვე დრილებს ჭანები ეწოდებოდა. ადგილი ჰქონდა უძველეს წარსულში ერთმანეთისგან გამოყოფილ სხვადასხვა კოლხურ ტომთა, დროთა განმავლობაში ასიმილაციას და საბოლოოდ ჩამოყალიბებას ერთიან სახელად და ხალხად - ჭანად ან ლაზად.






კრებულები:


1. ქართული სახელმწიფოები

2. კავკასიური პროტოცივილიზაციები

3. საქართველო

4. ქართული მითოლოგია

5. ნაციზმი

6. ჰიტლერი

7. მეცნიერება

8. რელიგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
455
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
455
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0