x
image
ეკა ლაცკა
როგორ მოკლეს თავისუფლების იდეის მატარებელი ამერიკის ყველაზე პოპულარული პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი
image

იყო ხანგრძლივი პერიოდი ამერიკის ისტორიაში, როდესაც შავკანიანი ადამიანი სამხრეთის შტატებში ადამიანად არც მიიჩნეოდა. მას ყიდდნენ, იძულებით ამუშავებდნენ ქანცის გაცლამდე, სცემდნენ, კლავდნენ, როგორც ორფეხა პირუტყვს.

..და ასე გრძელდებოდა მანამდე, ვიდრე ამ ადამიანებს მხსნელად არ მოევლინა ამერიკის რიგით მეთექვსმეტე პრეზიდენტი - აბრაამ ლინკოლნი !

...


"როცა კარგ რამეს ვაკეთებ, თავს კარგად ვგრძნობ, როცა ცუდს, ცუდად. ესაა ჩემი რელიგია", -

ამბობობდა ის და მიუხედავად ქვეყანაში აგორებული ტალღისა თუ გაჩაღებული საომარი მოქმედებებისა მტკიცედ იდგა პოზიციაზე, სიტყვა "მ ო ნ ა" , როგორც შავი ლაქა, სამუდამოდ მოეშორებინა თავისი სამშობლოსათვის.

image

1862 წლის 30 დეკემბერს აბრაამ ლინკოლნი ხელს აწერს
„მონების გ ა თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ი ს პროკლამაციას“ და 1863 წლის პირველი იანვრიდან კანონის ძალას ანიჭებს მას!

ამიერიდან ყველა მონა სამუდამოდ თავისუფალია!

განკარგულება ეხმიანება იმ პერიოდში გაჩაღებულ ომს ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. ზუსტად ამ ომის დასრულების მიზნით გამოიცემა ის და ამით ლინკოლნი ამბოხებულ სამხრეთელებს კონფედერაციაში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. ხოლო, თუკი ამას 1863 წლის 1 იანვრამდე ვერ მოახერხებენ, ყველა მონა მათ ტერიტორიაზე ცხადდება გათავისუფლებულად!


image


ისტორიამ არაერთხელ დაგვიმტკიცა, რომ იყო გამორჩეული და ებრძოლო არსებულ, შენთვის მიუღებელ წესებს, არც თუ უსაფრთხო და სახარბიელო არჩევანია.

მაგრამ, საბედნიეროდ სწორედ ამიტომ იბადებიან გმირები!

და მათ შორის ერთერთი აბრაამ ლინკოლნი იყო! რომელმაც გაბედა და თავისუფლება მიანიჭა ადამიანებს, მისი პრეზიდენტობის დროს დასრულდა ამერიკის სამოქალაქო ომი და გაუქმდა მონათმფლობელობა. მან მოიპოვა ხალხის უდიდესი სიყვარული, თუმცა ტრაგიკულად დატოვა საკუთარი სიცოცხლე.

1864 წლის მარტში ლინკოლნი მეორე ვადით აირჩიეს ამერიკის პრეზიდენტად. და უკვე 14 აპრილს ამერიკის 16-ე პრეზიდენტი ფორ­დის თე­ატ­რში, ნო­მერ მე-7 ლო­ჟა­ში სასიკვდილოდ დაჭრეს..

image

აბრაამ ლინკოლნის მეგობრის თქმით, მკვლელობამდე 3 დღით ადრე პრეზიდენტმა მეგობრებს კოშმარული სიზმარის შესახებ მოუყვა, სადაც თეთრ სახლში დასვენებულ კუბოს და მოტირალ ხალხს ხედავდა. როდესაც ერთერთმა ჯარისკაცმა ჰკითხა, თუ ვინ იყო გარდაცვლილი, მან უპასუხა:

- "პრეზიდენტი".


თეატრ ფორდში, ცნობილმა მსახიობმა და სამხრეთელთა მხარდამჭერმა ჯონ უილკეს ბუთმა 10 საათსა და 15 წუთზე, ზურგის მხრიდან ესროლა მეუღლესთან, მერი ტოდ ლინკოლნთან ერთად თეატრში მყოფ პრეზიდენტს.

შემდეგ კი სცენაზე ავარდა და დაიყვირა :

"Thus ever to tyrants!"-ასე უნდათ ტირანებს!.
image
ფოტოზე : იარაღი, რომლითაც ჯონ ბუთმა პრეზიდენტი მოკლა.
თავიდან მაყურებლებს ეს სიტყვები დრამის ნაწილი ეგონათ, თუმცა პირველი ლედის კივილმა მალე მთელი თეატრი მოიცვა და მაყურებელმა სცენის მაგივრად ცოცხალი დრამა ლოჟაში იხილა!
ბუთმა, სცენაზე ახტომისას ფეხი მოიტეხა, თუმცა მან მაინც მოახერხა და გაქცევა შეძლო.
დილის 7:22 საათზე ვიცე პრემიერმა ოფიციალურად გამოაცხადა აშშ-ს მე-16 პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ.
ამერიკამ დროშები დაუშვა.
image
აბ­რა­ამ ლინ­კოლ­ნი დღემდე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლ ლი­დე­რად ითვლება ქვეყ­ნის ის­ტო­რი­აში.
....
ჩვენს მკითხველს კი ვფიქრობ, დაანტერესებს ის გამონათქვამები, რომლებიც თავისუფლებას შეწირული გმირი პრეზიდენტისაგან დაგვრჩა:


1.
თუ გსურთ გამოსცადოთ ადამიანის თვისებები, მიეცით მას ძალაუფლება!
2.
შენი მეგობარი არის ის, ვისაც იგივე მტერი ჰყავს, ვინც შენ.


3.
როგორ ფიქრობთ, არ ვანადგურებ ჩემს მტრებს იმით, რომ მე მათ ვიმეგობრებ?


4.
ყოველთვის იყავი დარწმუნებული, რომ პირველ ნაბიჯს მართებულ ადგილას დგამ. შემდეგ უკვე შეგიძლია მყარად დადგე.


5.
ნელა მივიწევ წინ, მაგრამ არასოდეს ვდგამ ნაბიჯს უკან.


6.
მიყვარს იმ კაცის ნახვა, ვინც საკუთარი საცხოვრებელი ადგილით ამაყობს და იმის ყურებაც მიყვარს როცა თავად ადგილიც ამაყობს მისი გაზრდილი კაცით.


7.
მე მუდამ მზად ყოფნაში ვიქნები და ერთ მშვენიერ დღეს ჩემი დროც დადგება.

8.
უნამუსო ადამიანი მაგონებს კაცს, რომელმაც დახოცა საკუთარი მშობლები და სასამართლოს შეწყალებას სთხოვს იმიტომ, რომ ობოლია.

9.
ცხვარს და მგელს განსხვავებულად ესმით სიტყვა "თავისუფლება", სწორედ ამის ბრალია ყველა უთანხმოება, რომელიც საზოგადოებაში არსებობს.

10.
როგორიც არ უნდა იყო - იყავი უკეთესი


11.
ვინც არ უნდა იყო, პირველ რიგში იყავი კარგი ადამიანი.


12.
ჩემმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ ვისაც ნაკლოვანებები არ გააჩნია, ძალიან ცოტა ღირსება აქვს.

image
0
592
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
592
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0