x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134524
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
სასმელი წყალის მწვავე დეფიციტი ინდოეთში -კიდევ რომელ ქვეყნებს ელოდებათ კრიზისი?
image
ინდოეთში ქალაქ ჩენაი (1996 წლამდე მადრასი), მეექვსე ქალაქი სიდიდით ინდოეთში, 9 მილიონზე მეტი მოსახლეობით, რამდენიმე კვირაა წყლის კატასტროფულ დეფიციტს განიცდის. ქალაქში ცხოვრება თითქმის გაყინულია: ბევრი საჯარო დაწესებულება, ასევე კაფეები, რესტორნები და სასტუმროები იძულებული გახდნენ დახურულიყვნენ.

ქალაქის სამსახურმა ნორმალური წყალმომარაგება 40% -ით შეამცირა. კონდიციონერები მთელ ქალაქში გამორთულია, საავადმყოფოები ვერ აუდიან პაციენტების შემოდინებას, ბევრმა კომპანიამ პერსონალი სახლში გაუშვა.

საინფორმაციო ტექნოლოგიების მუშაკთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ვინოტ კალიგაიმ BBC- ის დაუდასტურა, რომ კომპიუტერული კომპანიების თანამშრომლები შესაძლებლობის მიხედვით სახლში მუშაობენ, მაგრამ ეს არ შველის სიტუაციას.

"სახლშიც მთავრდება წყალი, რა ვაკეთოთ?" - აცხადებს კალიგაი.image
ანომალურმა სიცხემ, რომელიც ინდოეთში დაიწყო მაისის შუა რიცხვებში, გამოიწვია ფართომასშტაბიანი გვალვა, რამდენიმე ათეული ადამიანი უკვე დაიღუპა.

10 ივნისს, ტემპერატურის რეკორდი 48 გრადუსი იყო დედაქალაქში, ნიუ დელიში. რამდენიმე დღით ადრე, ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთით, ჩურუში, ტემპერატურა 50 გრადუსამდე გაიზარდა.


ამავდროულად, გლობალური კლიმატის ცვლილების გამო, წვიმიან სეზონები ყოველწლიურად უფრო ნაკლები ხდება.

სასმელი წყლის მწვავე დეფიციტი საფრთხეს უქმნის სხვა მეგაპოლისებს მთელს მსოფლიოში, მათ შორის მოსკოვს, პეკინს, სტამბულს, ლონდონსა და ტოკიოს. გასულ წელს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა კეიპტაუნი გახდა პირველი თანამედროვე დიდი ქალაქი მსოფლიოში, სადაც სასმელი წყალი რეალურად დაშრა.

ჩენაის მოსახლეობა ყოველდღიურად რამდენიმე საათი დგას მცხუნვარე მზის ქვეშ, სასმელ წყალის მოლოდინში, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას მოაქვს შორეული რეგიონებიდან.image

უფრო მდიდარი მოქალაქეები კერძო მესაკუთრეებიგანს ყიდულობენ წყალს, მაგრამ ძალიან ძვირია ურბანული დასახლებების მცხოვრებთათვის, სადაც თითქმის მილიონი ადამიანი ცხოვრობს. როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა მოსახლემ CNN- ს განუცხადა, ისინი იძულებულები არიან, მთელმა ოჯახმა დღეში მხოლოდ 30-40 ლიტრი წყალი მოიხმარონ.

შედარებისთვის, საშუალოდ ამერიკული ოჯახი დღეში 30-35-ჯერ მეტ წყალს მოიხმარს.

ქალაქში დაძაბულობა იზრდება. არსებობს ინფორმაცია თავდასხმების შესახებ ხალხზე, რომლებსაც სახლში წყალი მიაქვთ, ავტომობილებზეც, რომლებსაც წყალი ცისტერნებით მიაქვთ.

ქალაქის ხელისუფლება ცდილობს წყლის ალტერნატიულ წყაროები მოძებნოს. მაგალითად, ადგილობრივ მიწისქვეშა შახტებში. თუმცა, ისინი უკვე თითქმის მთლიანად დამშრალია, რადგან, გვალვის გამო მიწისქვეშა წყლების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.image

თუმცა, ხელისუფლება წვიმის სეზონის მოლოდინში არ ცდილობს რაიმე განსაკუთრებული ძალისხმევის გატარებას, რათა, თავიდან აიცილოს სრულმასშტაბიანი ჰუმანიტარული კატასტროფა.

ერთერთი ფედერალური ოფიცერი BBC- სთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს: "ამ სიტუაციაში მხოლოდ წვიმას შეუძლია გადარჩინოს ჩენაი". უზენაესი სახელმწიფო მინისტრის განცხადებით კი, ჟურნალისტები კრიზისს არაპროპორციულად წარმოაჩენენ.

ამავე დროს, ექსპერტები აღნიშნავს, რომ მსგავსი სიტუაცია შეიძლება მოხდეს ინდოეთის თითქმის ნებისმიერ დიდ ქალაქში. დღემდე, დაახლოებით 600 მილიონი ადამიანი განიცდის წყლის დეფიციტს სხვადასხვა ხარისხით.

სახლში, სასმელ წყალზე წვდომა მხოლოდ ყოველ მეოთხე ოჯახს აქვს ინდოეთში.


0
263
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0