x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"სამყაროში მხოლოდ ორი სქესია, კაცი და ქალი" - მოსწავლე ამ სიტყვების გამო საკლასო ოთახიდან გააგდეს (ვიდეო)
image

"უბრალოდ ვამბობ, რომ სამყაროში არსებობს ორი სქესი-კაცი და ქალი, ყველა დანარჩენი პირადი ინდენტიფიკაციაა"-განაცხადა მოზარდმა, რის შემდეგაც მასწავლებელმა მოწაფეს უბრძანა საკლასო ოთახი დაეტოვებინა.



შოტლანდიაში სკოლის მოწაფემ გაკვეთილზე "არატოლერანტული" განცხადება გააკეთა, მოზარდმა პედაგოგს განუცხადა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი-კაცი და ქალი, რის გამოც მასწავლებლის მძაფრი რეაქცია მოჰყვა, მოწაფემ ეს ინციდენტი ფარულად ჩაიწერა.


აღსანიშნავია, რომ რაც აბერდინშირის სკოლაში ხდება, ნამდვილად არ არის უნიკალური შემთხვევა, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ თავად მასწავლებელი აღიარებს, რომ პირადმა შეხედულებებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ნაციონალურ სასწავლო პოლიტიკას, ამიტომ უმჯობესია მისი აფიშირება არ მოხდეს, ანუ გამოდის, რომ მასწავლებელი შინაგანად ეთანხმება მოწაფეს.


თუ მოწაფეს აქვს საკუთარი მოსაზრება, უმჯობესია თავისთვის შეინახოს, ბიჭი კი ბოლომდე დარჩა საკუთარ აზრზე, რის გამოც მასწავლებელმა საკლასო ოთახიდან გააძევა.


სხვათა შორის "ევროპული ღირებულებები" ხშირად თავად მიდის აბსურდულ და კურიოზულ სიტუაციამდე, მაგალითად ბუნდესტაგის სესიაზე გამოსვლის დროს კონსერვატიული პარტიის წევრი"ალტერნატივა გერმანიისთვის" შტეფან კენიგერმა, იმისთვის, რომ ხაზი გაესვა ახლადმიღებული კანონისთვის"გენდერული მრავალფეროვნების გაზრდა და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლა ბრანდებურგის მიწაზე", მისალმების დროს მოუწია 40-მდე სქესობრივი უმცირესობის ჩამოთვლა.


0
439
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
439
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0