x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ცალი თვალითაც მშვენივრად ვიყურები.... " - ნახეთ, ვინ არის გოგონა რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა

image


20 ივნისის "სისხლიანი ღამე" არაერთი ახალგაზრდისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.რუსთაველის გამზირზე ანტისაოკუპაციო აქციის პირველ დღეს, ათი ათასობით მისული მშვიდობიანი მოსახლეობა სპეცრაზმისა და პოლიციის მხრიდან წარმოუდგენელი ძალადობის სამიზნე გახდა. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, წიწაკის გაზის კაფსულები და რეზინის ტყვიები იქნა გამოყენებული, რომლის დროსაც რამდენიმე ახალგაზრდამ ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანება მიიღო, კერძოდ კი თვალი დაკარგა, მათ შორის იყო 19 წლის მაკო გომურიც. ნახეთ, რა პოსტს აქვეყნებს ჯგუფი "Vodka Vtraiom" დაზარალებული გოგონას შესახებ.


image


"ეს არის მაკო!


19 წლის, მაკო გომური


მაკო არის ჩვენი ჯგუფის ძალიან დიდი თაყვანისმცემელი და გულშემატკივარი, რომელიც თითქმის არცერთ ჩვენს კონცერტს არ ტოვებს და სულ გვერდში გვიდგას!


მაკო არის ის ერთ-ერთი ადამიანი ვინც იმ საშინელ ღამეს, საპროტესტო აქციაზე თვალი დაკარგა. აპროტესტებდა რა საკუთარი ქვეყნის ოკუპაციას და იმას რომ ჩვენი მთავრობა ამის საწინააღმდეგოდ არაფერს არ აკეთებს და პირიქით ხელსაც უწყობს.


აპროტესტებდა მშვიდად, წყნარად. მას კი ამის გამო თვალი დააკარგვინეს.


პირველ რიგში გვინდა დიდი მხარდაჭერა და თანადგომა გამოვუცხადოთ მაკოს.


და ბოდიში მოვუხადოთ, რომ ვერ დავიცავით...


და კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით, იცოდე მაკო, რომ ჩვენ შენს გვერდით ვართ!


და აქვე დავამატებთ: ყველა ღორი პოლიტიკოსის და „ძაღლის“ დროც მალე მოვა და ყველა პასუხს აგებს ვინც საკუთარ მოქალაქეებს ასე წირავს და თავისუფლებისთვის და სამართლიანობისთვის მებრძოლ ადამიანებს ასეთ დღეში აგდებს!
ეს ასე არ დამთვრდება იცოდეთ!


თვალი თვალის წილ!" - ნათქვამია ჯგუფის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.


შეგახსენებთ, რომ ამ პოსტს მალევე მოჰყვა თავად დაზარალებული გოგონას კომენტარიც: "მაკო მალე დაგადგებათ ლაივზე; ცალი თვალითაც მშვენივრად ვიყურები, " - წერს სოციალურ ქსელში მაკო გომური.


image



0
351
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
351